საბჭოთა საქართველოს ლიდერთა სია
საბჭოთა საქართველოს ლიდერთა სია, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა — სახელმწიფო მმართველობის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვენელობდნენ სახელმწიფო და პარტიული ფიგურები და რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (საქართველოს სსრ, სსსრ) უმაღლეს ხელმძღვანელობას, 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტიდან 1990 წლის ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე, ახორციელებდა რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს კომუნისტური პარტია სკკპ-ის შემადგენლობაში. საქართველოს კომპარტიის უმაღლესი ორგანო იყო ცენტრალური კომიტეტი (ცკ), და საქართველოს ცკ კპ-ის პირველი მდივანი იყო რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელმძღვანელი 1921–1990 წლებში.
საქართველოს სსრ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო 1921–1938 წლებში იყო საბჭოთა ყრილობა, ხოლო 1938–1992 წლებში — ერთპარტიული უმაღლესი საბჭო, რომელი დეპუტატები (გარდა 1990 წლის არჩევნებისა), საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის მიერ აუცილებელი ნებართვის შემდეგ, ირჩეოდნენ უალტერნატივო საფუძველზე 4 წლის განმავლობაში (1979 წლიდან – 5 წლით). უმაღლესი საბჭო არ იყო მუდმივმოქმედი ორგანო, მისი დეპუტატები იკრიბებოდნენ რამდენიმედღიან სესიებზე 2–3-ჯერ წელიწადში. ყოველდღიური ადმინისტრაციული მუშაობის ჩასატარებლად, უმაღლესი საბჭო ირჩევდა მუდმივმოქმედ პრეზიდიუმს, ნომინალურად რესპუბლიკის კოლექტიური მეთაურის ფუნქციის შემსრულებელს.
1989 წლის ნოემბერში კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ასევე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, პარტიის სტრუქტურებიდან საპარლამენტო სტრუქტურებში ხელმძღვანელობის შეუფერხებლად გადასვლის პირობების შექმნის მიზნით. თუმცა მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებზე 1990 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა ბლოკმა მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო, რომლის შემდეგ კომპარტიის ძალაუფლება საქართველოში დასრულდა. 1990 წლის 14 აპრილს საქართველოს სსრ-ს ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა, 1991 წლის 9 აპრილს უმაღლესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. 1991 წლის დეკემბერში, სსრკ-ს დაშლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველო, აღიარებულ იქნა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | სახელი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | პარტია | თანამდებობა |
---|---|---|---|---|---|
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი (1881–1937) |
15 თებერვალი, 1921 | 6 მარტი, 1921 | რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია | საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი | |
ფილიპე იესეს ძე მახარაძე (1868–1941) |
6 მარტი, 1921 | 7 ივლისი, 1921 | რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია | საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე | |
ბუდუ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი (1897–1935) |
7 ივლისი, 1921 | 12 მარტი, 1922 | საკავშირო კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) | საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე |
ასფსრ-ის სამხარეო კომიტეტის და სკპცკ-ის მდივნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სამხარეო კომიტეტი, მდივნები | საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტი[1], მდივნები | ||
პორტრეტი | სახელი | პორტრეტი | სახელი |
---|---|---|---|
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი 23 თებერვალი, 1922–3 ნოემბერი, 1922 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი |
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი 1 თებერვალი, 1922–აპრილი, 1922 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი | ||
მიხეილ სტეფანეს ძე ოკუჯავა აპრილი, 1922–ოქტომბერი, 1922 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი | |||
ალექსანდრე თეოდორეს ძე მიასნიკოვი (მიასნიკიანი) 3 ნოემბერი, 1922–11 დეკემბერი, 1924 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი პირველი მდივანი |
ბესარიონ ბესარიონის ძე ლომინაძე ოქტომბერი, 1922–1924 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი | ||
გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე 11 დეკემბერი, 1924–8 დეკემბერი, 1926 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი |
მიხეილ ივანეს ძე კახიანი 1924–6 მაისი, 1930 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი პირველი მდივანი | ||
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი 8 დეკემბერი, 1926–27 ნოემბერი, 1929 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |||
ალექსანდრე ივანეს ძე კრინიცკი 27 ნოემბერი, 1929–8 მაისი, 1930 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი | |||
ბესარიონ ბესარიონის ძე ლომინაძე 8 მაისი, 1930–19 ნოემბერი, 1930 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი |
ლევან დავითის ძე ღოღობერიძე 6 მაისი, 1930–20 ნოემბერი, 1930 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი | ||
ლავრენტი იოსების ძე ქართველიშვილი 19 ნოემბერი, 1930–9 ნოემბერი, 1931 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი |
სამსონ მამულია 20 ნოემბერი, 1930–12 სექტემბერი, 1931 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი | ||
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი 9 ნოემბერი, 1931–17 ოქტომბერი, 1932 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი |
ლავრენტი იოსების ძე ქართველიშვილი 12 სექტემბერი, 1931–14 ნოემბერი, 1931 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი | ||
ლავრენტი პავლეს ძე ბერია 17 ოქტომბერი, 1932–23 აპრილი, 1937 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი |
ლავრენტი პავლეს ძე ბერია 14 ნოემბერი, 1931–31 აგვისტო, 1938 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკების) საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი | ||
1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა ლიკვიდირებულ იქნა. საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები დამოუკიდებლად შევიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. | |||
1937 წლის 23 აპრილს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა გაუქმდა. |
სკპცკ-ის პირველი მდივნები, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სკპ (ბ) ცკ (საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტი). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ქართულ-ოსური ლექსიკონი.
- ↑ Высшие органы государственной власти ССР Грузия - Грузинской ССР - Республики Грузия
|
|