გიორგი სტურუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი თევდორეს ძე სტურუა (დ. 5 (17) ივნისი1884, სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1 აპრილი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1901 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901-1903 წლებში მუშაობდა თბილისის, ბაქოსა და ბათუმის ქარხნებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშათა გაფიცვა-დემონსტრაციებში. 1903-1905 წლებში მუშაობდა რსდმპ ბაქოს კომიტეტის არალეგალურ სტამბაში, 1905 წელს — მოსკოვის რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბაში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. დიდი როლი შეასრულა ჩრდილოკავკასიასა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლებისა დამყარებისათვის ბრძოლაში. 1919-1920 წლებში იყო რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მუშაობდა რკ (ბ) აზერბაიჯანის ცკ-ის მდივნად. 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის სასურსათო საქმეთა კომისრის მოადგილე; 1923-1925 წლებში საქართველოს კპ (ბ) თბილისის საქალაქო, 1925-1927 წლებში საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1929-1931 წელბში საქართველოს სსრ-ის იუსტიციის სახკომი; 1932-1934 წლებში საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის და საქართველოს სსრ-ის მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავჯდომარე; 1931-1933, 1934-1937 და 1953 წლებში საქართველოს პროფსაბჭოს თავჯდომარე; 1938-1941 წლებში საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1942-1948 წლებში საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე; 1955-1956 წლებში ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორი. არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

დაჯილდოვებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]