შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ცხოვრებაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ გედევანის ძე ცხოვრებაშვილი (დ. 1905, სოფელი ბუღაური, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 12 ოქტომბერი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოხელე. სკკპ წევრი 1926 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წლიდან ცხოვრობდა და სწავლობდა დაბა სურამში, სადაც 1919-1920 წლებში მონაწილეობდა ადგილზე მოქმედი ბოლშევიკური პარტიზანული რაზმის ბრძოლებში. 1921 წელს შევიდა კომკავშირში. 1924 წელს დაამთავრა გორის სამაზრო პარტიული სკოლა. 1924-1931 წლებში იმყოფებოდა ხელმძღვანელ კომკავშირულ სამუშაოზეა. 1932-1938 წლებში აირჩიეს საქართველოს კპ (ბ) ბორჯომის რაიკომის მდივნად, საქართველოს კპ (ბ) თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიონის რაიკომის მდივნად, საქართველოს კპ (ბ) თბილისის კომიტეტის მდივნად. 1938-1949 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1949 წლის იაანვარში საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მდივნად.

1946 წელს ვ. ცხოვრებაშვილმა დაამთავრა საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი. 1951-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის მდივნად, ცკ-ის მეორე მდივნად, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ. 1954-1964 წლებში მუშაობდა ხელმძრვანელ სამეურნეო სამუშაოზე, ხოლო 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი.

იყო სსრ კავშირის I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, შრომის წითელი დროში ორდენითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]