მათხოჯი
სოფელი | |
---|---|
მათხოჯი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | მათხოჯი |
კოორდინატები | 42°23′11″ ჩ. გ. 42°26′26″ ა. გ. / 42.38639° ჩ. გ. 42.44056° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1389[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მათხოჯი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეფილიე, სუხჩა, ხიდი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ხონი-მარტვილის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ხონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1389 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1943 | 918 | 1025 |
2014[1] | ![]() |
687 | 702 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის მიდამოებშია ჭირკარის მღვიმე. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფლის მახლობლად 1789 წელს გაიმართა მათხოჯის ბრძოლა. სოფელში დგას ადრე ფეოდალური ხანის ორი ციხის ნანგრევი, აგრეთვე 1864 წლის წმინდა ბასილისა და 1874-75 წლების წმინდა ნინოს ეკლესიები. მოქმედებს დედათა მონასტერი.
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დაიბადა ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური და სამსონ ფირცხალავა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 357.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|