დიდუბის პანთეონი
დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ანუ დიდუბის პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი თბილისში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად დიდუბის ღვთისმშობლის ახლადაღდგენილ ეკლესიასთან არსებობდა მოკრძალებული სასაფლაო, რომელიც სხვა სასაფლაოებისაგან არაფრით განსხვავდებოდა. 1893 წლის აპრილში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გადაწყვეტილებით ქალაქ განჯიდან გადმოასვენეს და დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი. დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება დააჩქარა 1893 წლის 22 დეკემბერს, გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის ალექსანდრე ყაზბეგის უდროოდ წასვლამ, რომელიც მის მშობლიურ სტეფანწმინდის მიწას მიაბარეს. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი კოტე მესხი ქუთაისიდან გამოგზავნილ წერილში გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ასეთი პიროვნებისა და ერისკაცის დედაქალაქში არდასაფლავება დიდი ცოდვააო, რადგან ასეთი ადამიანები არც თავის ოჯახს და არც თავის სოფელს არ ეკუთვნისო.
„...თუ ასეა, რატომ დედა-ქალაქში, სადაც ჩვენი ერის მაჯა სცემს, სადაც სძგერს მისი გული, სადაც წარსულის ჩვენი დიდების ნაშთი სხვაც ბევრი გვაქვს — არ გაგვაჩნია ჩვენდა შესაფერისი პანთეონი ან მამადავითისა და ან დიდუბის ეკლესიის ზღუდეთა შორის? ნუთუ სასარგებლო არ იქნება მშვენიერი ქანდაკებით მორთული სამშობლო მოღვაწეთა სასაფლაო ყოველთვის თვალ-წინ გვქონდეს სამაგალითოდ ჩვენ და ჩვენს შემდეგ თაობას?[1]“
|
საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში არსებული მასალებით ირკვევა, რომ დიდუბის სასაფლაო უფრო ადრე გადააკეთეს. 1915 წლის 26 მაისს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას“ გამოაქვს განჩინება დიდუბის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის შესახებ. მ. დედაბრიშვილისა და ი. გიორგობიანს დაევალათ პანთეონის შემოღობის საქმის მოწესრიგება[2]. განჩინების 23-ე გვერდზე, გამგეოება მოახსენებს საზოგადოების საერთო კრებას დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის დაარსების შესახებ და ამას ასაბუთებს შემდეგი აუცილებლობით:
ზემოთმოყვანილი დოკუმენტი უთარიღოა, მაგრამ სხვა საარქივო მასალებთან შეჯერების საფუძველზე, სავარაუდოა, რომ ეს კრება უნდა შემდგარიყო 1915 წლის 21 ნოემბერს. იმავე წლის 22 დეკემბერს გამგეობას გამოაქვს განჩინება პანთეონის გეგმის შესამუშავებლად კომისიის არჩევისა. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: გიორგი ყაზბეგი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ანატოლი კალგინი და იაკობ ნიკოლაძე.
1918 წლის 2 ივლისს „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ განიხილა საკითხი „ქართველ მოღვაწეთა სავანის მართვა-გამგებლობის „ნაკაზის“ (გარიგების) პროექტი“, რომელშიც ნათქვამია:
„...პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეთა ნეშტნი, აგრეთვე იმ ქველმოქმედ პირთა ნეშტნიც, რომელნიც შესწირავენ ეროვნულ საქმეს არა ნაკლებ 10,000 მანეთისა, და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე განმათავისუფლებელი ომის 1914 წლის განმავლობაში. უფლება პანთეონში დაკრძალვისა ეკუთვნის მხოლოდ იმ მოღვაწეთ, რომლებიც აკმაყოფილებენ „ნაკაზის“ პირველი მუხლის მოთხოვნილებას. ამასთან საკითხს სწყვეტს მთავარი გამგეობის, პანთეონის სექცია და თბილისში არსებულ კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლობის შეერთებული კრება. პანთეონის ღირსების დასაცავად შეერთებული კრების წევრები ვალდებულნი არიან პირუთვნელად დააფასონ განსვენებულის ღვაწლი სამშობლოს ერის წინაშე და საკითხი გადასჭრან ფარული კენჭისყრით, რისთვისაც საჭიროა დამსწრე წევრთა უპირატესობის სურვილი, ვინაიდან პანთეონში ყველა ადგილები საპატიოდ ითვლებიან, ამიტომ პანთეონის მთლიანობის დასაცავად სასაფლაო ადგილები ერთნაირის წესის მიხედვითა და განსაზღვრული ზომით უნდა მივსცეთ[3].“
|
პანთეონის მართვა გამგეობისათვის შემუშავდა აგრეთვე ინსტრუქციაც, რომელშიაც შენიშვნის სახით ნათქვამია:
„სავანეში შეიძლება დაკრძალვა პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწის ნეშტისაც, თუ მას პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის საზოგადოებრივ სარბიელზე, როგორც პუბლიცისტს, მწერალსა ან მეცნიერს[4].“
|
1916 წლის 21 მარტს ქართულ და რუსულ ენაზე დაიბჭდა „მოწოდება“[5], ხელმოწერილი გიორგი ყაზბეგის (ინიციალები Г. К.) მიერ, რომელითაც მოუწოდებდნენ საზოგადოებას შემოეწირათ თანხები დიდუბის პანთეონის მიწის შესასყიდლად და კეთილმოსაწყობად.
1916 წლის 2 ივნისს ჩატარდა კონკურსი, რომელშიც წარმოდგენილი იყო სამი პროექტი დევიზით: „გრიფონი“, „ჩორნი კრუგი“ და „კრასნი კრესტი“. საბოლოოდ გაიმარჯვა „გრიფონმა“ რომლის ავტორებს: ჰ. თ. ჰრინევსკი და ა. ნ. კალგინს პიველი პრემია, ხოლო მეორე პრემია ნ. მადათოვს მიენიჭა „ჩორნი კრუგისათვის“[6].
ვითარება დიდუბის პანთეონის შესახებ შეიცვალა კომუნისტური პერიოდის პერიოდში. 1928 წლის 9 მაისის თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის დადგენილებით „საფლავებისათის ადგილების უქონლობის გამო“ დიახურა რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის მთაწმინდისა და დიდუბის სასაფლაოები[7].
1935 წლის 5 თებერვალს მთაწმინდის პანთეონის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ქალაქის საბჭო იძულებული გახდა გამოეყო სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ პროფესორი სერგი დანელია, მხატვარი დავით კაკაბაძე და მწერალი დავით სულიაშვილი. კომისიამ დაადგინა: „უპირველეს ყოვლისა დიდუბის სასაფლაოდან ნ. ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და გიორგი წერეთლის ნეშტთა გადასვენების შესახებ“[8].
ქალაქის საბჭოს იმდროინდელი მესვეურები ვერ გაერკვნენ თუ რა აღმზრდელობითი დანიშნულება ჰქონდა იმ სავანეებს სადაც გამოჩენილი ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი და დიდუბის პანთეონი ლიკვიდაციამდე მიიყვანეს. ჯერ ვაკეში გადაასვენეს დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე, შემდეგ ცნობილის სამხედრო ისტორიკოსი პოტო, გრიგოლ ვეშაპელი და სხვა. ამის შესახებ ქალაქის საბჭომ 1938 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საერთოდ გააუქმა დიდუბის პანთეონი[9].
აღნიშნულმა გადაწყვეტილება უკმაყოფილოება გამოიწვია საზოგადოებაში და მოჰყვა სამართლიანი პროტესტი. დიდუბის პანთეონის არსებობის აუცილებლობა კატეგორიული ფორმით მოითხოვეს აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა, გიორგი ლეონიძემ და სხვებმა. აღნიშნულის გამო ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, „ახალ შესაძლებლობათა გამონახვამდე“ თავი შეეკავებინა ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებისაგან. ასე გადაურჩა სრულ მოსპობასა და განადგურებას დიდუბის პანთეონი.
1945 წელს საქართველოს მთავრობასთან დაარსდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა კომიტეტი. რესპუბლიკაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მთელი ქსელი დაექვემდებარა ახლადშექმნილ რესპუბლიკურ კომიტეტს. ქალაქის საბჭოს 1946 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დიდუბის პანთეონს მიემატა 750 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი, ხოლო „თბიქალაქპროექტს“ დაევალა პანთეონის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის შემუშავება. ორი წლის შემდეგ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონები მთაწმინდასა და დიდუბეში გადაეცათ ქალაქის საბჭოს კულტურის განყოფილებას, რომელიც მეტი პასუხისმგებლობით შეუდგა მათი კეთილმოწყობის საქმეს.
პანთეონში დაკრძალული მოღვაწენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწერლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე აბაშელი (ა. ჩოჩია)
- ლადო ასათიანი
- ბაჩანა (თ. რაზიკაშვილი)
- აკაკი ბელიაშვილი
- ეკატერინე გაბაშვილი
- ვალერიან გაფრინდაშვილი
- ვანიონ დარასელი
- იროდიონ ევდოშვილი
- იეთიმ გურჯი (ი. დაბღიშვილი)
- პაოლო იაშვილი
- პოლიკარპე კაკაბაძე
- მურმან ლებანიძე
- იაკინთე ლისაშვილი (ი. ხომერიკი)
- ჭოლა ლომთათიძე
- სოფრომ მგალობლიშვილი
- დუტუ მეგრელი (დ. ხოშტარია)
- ალიო მირცხულავა
- ილო მოსაშვილი
- შიო მღვიმელი (შ. ქუჩუკაშვილი)
- რევაზ ინანიშვილი
- იოსებ ნონეშვილი
- უიარაღო (კ. თათარაშვილი)
- ედიშერ ყიფიანი
- დემნა შენგელაია
- გიორგი წერეთელი (მწერალი)
- ტერენტი გრანელი
- დავით კასრაძე
- აკაკი ბაქრაძე
- ვახტანგ ჭელიძე
- გიორგი ნატროშვილი.
მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პლატონ იოსელიანი
- ივანე კერესელიძე
- ალექსი მიმინოშვილი
- დავით კარიჭაშვილი
- პეტრე უმიკაშვილი
- იოსებ იმედაშვილი
- ნიკოლოზ ღოღობერიძე
- ალექსანდრე ხახანაშვილი
- არჩილ ჯორჯაძე
- იოსებ ყიფშიძე
- ნიკო ცხვედაძე
- დიმიტრი ბაქრაძე
- კიტა აბაშიძე
- ჰაიდარ აბაშიძე
- მიხეილ თამარაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს იტალიიდან 1978 წელს)
- რომანოზ ფანცხავა
- თევდორე ჟორდანია
- კონსტანტინე ჭიჭინაძე
- ანდრია რაზმაძე (1989 წელს გადაასვენეს თსუ-ის ეზოში)
- სერგი დანელია
- ილია აბულაძე
- იუსტინე აბულაძე
- ბესარიონ ჟღენტი
- ვარლამ თოფურია
- სიმონ ყაუხჩიშვილი
- შოთა მესხია
- შალვა ამირანაშვილი
- ალექსანდრე ჯანელიძე
- სარგის კაკაბაძე
- ვუკოლ ბერიძე
- ნიკოლოზ ანთელავა
- მიხეილ ზანდუკელი
- კონსტანტინე ბაქრაძე
- ალექსანდრე წერეთელი
- ვასილ გულისაშვილი
- ნიკოლოზ კეცხოველი
- სავლე წერეთელი
- სერგი მაკალათია
- აკაკი გაწერელია
- გიორგი მელიქიშვილი
- იროდიონ ციციშვილი
- აკაკი ბაქრაძე
- ირაკლი ციციშვილი
- ლუარსაბ ბოცვაძე
ხელოვნების მოღვაწენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამარ აბაკელია
- თენგიზ არჩვაძე
- რობერტ ბარძიმაშვილი
- ს. ინაშვილი
- კ. ყიფიანი
- ანდრია ყარაშვილი
- მიხეილ ქორელი
- ნოდარ ჩხეიძე
- ელისაბედ ჩერქეზიშვილი
- ალექსანდრე წუწუნავა
- დიმიტრი არაყიშვილი
- ნიკოლოზ შენგელაია
- ნატო ვაჩნაძე
- ვლადიმერ კავსაძე
- ქეთევან ჯაფარიძე
- მოსე თოიძე
- ტასო აბაშიძე
- ვასო აბაშიძე
- თამარ წერეთელი
- დავით კაკაბაძე
- შალვა თაქთაქიშვილი
- გიორგი შავგულიძე
- ვასო გოძიაშვილი
- მარიამ თარხნიშვილი
- ელენე ახვლედიანი
- ქეთევან მაღალაშვილი
- ბათუ კრავეიშვილი
- ნიკოლოზ კანდელაკი
- დავით ანდღულაძე
- არჩილ კერესელიძე
- პეტრე ამირანაშვილი
- დავით გამრეკელი
- აკაკი ვასაძე
- მარინა თბილელი
- სერგო ქობულაძე
- არჩილ ჩხარტიშვილი
- სპარტაკ ბაღაშვილი
- დავით ქუთათელაძე
- ვასილ ყუშიტაშვილი
- აკაკი კვანტალიანი
- პეტრე კობახიძე
- ივანე გოკიელი
- ჯემალ გოკიელი
- შალვა აზმაიფარაშვილი
- ეროსი მანჯგალაძე
- დოდო აბაშიძე
- გიორგი ცაბაძე
- ქართლოს კასრაძე
- ლია ელიავა
- მედეა ჯაფარიძე
- რეზო თაბუკაშვილი
- თენგიზ სუხიშვილი
- დავით ციციშვილი
- ალექსანდრე ბასილაია
- ალოიზ მიზანდარი
- ბიძინა კვერნაძე
- კარლო საკანდელიძე
- მედეა ჩახავა
- ცისანა ტატიშვილი
- გოგი თოთიბაძე
- ნიკო გომელაური
- ოთარ რამიშვილი
- ზურაბ ქაფიანიძე
- რამაზ ჩხიკვაძე
- გურამ საღარაძე
- ოთარ მეღვინეთუხუცესი
- გიგა ლორთქიფანიძე
- ლიანა ასათიანი
- გურამ ფირცხალავა
- ლილი იოსელიანი
- ჯაბა იოსელიანი
- რევაზ თავართქილაძე
- სოფიკო ჭიაურელი
- კოტე მახარაძე
- გიორგი გეგეჭკორი
- ელენე ყიფშიძე
- ნოდარ ანდღულაძე
- რეზო ჩხეიძე
- ოთარ კობერიძე
- სალომე ყანჩელი
- შალვა გაწერელია
- ნინიკო ჩხეიძე
- გურანდა გაბუნია
- რობერტ სტურუა (უფროსი)
- ჯუმბერ ლეჟავა
- გურამ ბზვანელი
- მარიკა ლორთქიფანიძე
- იოსებ კეჭაყმაძე
- ელგუჯა ამაშუკელი
- გია ყანჩელი
- აზა ქავთარაძე
- გიორგი შენგელაია
- ვანდა კახიძე
- დოდო ჭიჭინაძე
- ნათელა ურუშაძე
- გოგი გეგეჭკორი
- თამარ ჭავჭავაძე
- ცეცილია წუწუნავა
- თამარ ციციშვილი
- ეთერ ქავთარაძე და სხვები.
სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანთეონის საფლავების ძეგლთა ავტორები არიან მოქანდაკეები:
- ირაკლი ოქროპირიძე
- ნიკოლოზ კანდელაკი
- ელგუჯა ამაშუკელი
- ელგუჯა ბერძენიშვილი
- გიორგი ოჩიაური
- თ. თოდუა
- ოთარ ფარულავა
- ნუკრი შავგულიძე და სხვები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 662.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ივერია“, 1893, №272
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481, საქმე1552, გვ. 12
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 103-104
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 104
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1552, გვ. 9
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1552, გვ. 50
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 1 საქმე 573, გვ. 30
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 2 საქმე 445, გვ. 1
- ↑ საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 1 საქმე 1506, გვ. 3