შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრა კავკასიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრა კავკასიძე (დ. 1908, თბილისი — გ. 16 აპრილი, 1994) — ქართველი ბიბლიოგრაფი, ფილოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1928 წელს. 1937-1942 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ალკკ ცეკასთან არსებულ პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1942 წლიდან კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დარბაზების განყოფილების გამგედ; 1954 წლიდან ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1968-1984 წლებში ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი რედაქტორობით დაისტამბა „ქართული პერიოდული გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის“ რამდენიმე ტომი, რომელიც შემდგომში ქართველ მეცნიერთა სამაგიდო წიგნი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]