ქუთაისის გუბერნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის გუბერნია
გუბერნია

14 დეკემბერი 18461917
გერბი

ქუთაისის გუბერნია 1917 წელს
დედაქალაქი ქუთაისი

ქუთაისის გუბერნია (რუს. Кутаи́сская губе́рния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1846-1917 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნა 1846 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის გუბერნიის ფორმირება დამტკიცდა ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1846 წლის 14 დეკემბერს[2]. ცენტრი — ქუთაისი.

საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაშლის შედეგად ამიერკავკასიაში წარმოიქმნა ოთხი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული, თბილისის, ქუთაისის, შემახის და დერბენტის გუბერნია[3].

ქუთაისის გუბერნია თავდაპირველად იყოფოდა 5 მაზრად[4]:

ქუთაისის მაზრაში შედიოდა მდინარე ძირულას მარჯვენა სანაპირო, შორაპნის მაზრაში მარცხენა სანაპირო. რაჭის მაზრაში შედიოდა ასევე მამისონის ხეობა (დვალეთის მხარე), ხოლო ახალციხის მაზრაში გაერთიანებული იყო აბასთუმანისა და ხერთვისის უბნები.

ცვლილება 1848 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის საგენერალგუბერნატოროს რუკა 1858 წელს

1848 ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე სამურზაყანოს ოკრუგი. აღმოსავლეთის ომის (1853-1856) დროს სამხედრო ვითარებამ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვია ქუთაისის გუბერნიის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების გაერთიანება. 1856 წლის აგვისტოში შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო. 1867 ყოფილი სამეგრელოს სამთავრო (ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრები) ოფიციალურად ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. 1867 ახალციხის მაზრა თბილისის გუბერნიის გამგებლობაში გადავიდა. 1883 ქუთაისის გუბერნიაში შევიდა ბათუმის ოკრუგი და სოხუმის ოკრუგი.

ცვლილება 1903 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წლის 17 მარტის დადგენილებით ართვინის, ბათუმის და სოხუმის ოკრუგები გამოეყვნენ ქუთაისის გუბერნიას[5].

ფართობი 25,942 კვ. ვერსი. მოსახლეობა 914 ათასის ადამიანი (მათ შორის ქალაქად 62 ათ.). ქართლელი 282, იმერელი 271, მეგრელი 239, აბხაზი 59, სვანი 16, რუსი 13 ათასი. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა სიმინდი და ყურძენი. ვითარდებოდა მეთამბაქეობა. ასევე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მრავლად იყო ხეხილის ბაღები. 314 ფაბრიკა-ქარხანა (1900), რომელთა წარმოების მოცულობა 8,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. რკინიგზის სიგრძე 379 ვერსი. შვიდი უეზდი: ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმის, ოზურგეთის, რაჭის, სენაკის და შორაპნის. ოთხი ქალაქი.

ქუთაისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.

ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს წლების მიხედვით უბნების, მაზრებისა და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიაზე.

მაზრები, ოკრუგები, საპოლიციო უბნები
(1902 წელი)
მოსახლეობა[6]
ქუთაისის მაზრა
საპოლიციო უბნები:
192513
I. ქუთაისის უბანი (რეზიდ. ქუთაისი) 35660
II. ტყიბულის უბანი (რეზიდ. ტყიბული) 28947
III. ბაღდათის უბანი (რეზიდ. ბაღდათი) 46102
IV. სამტრედიის უბანი (რეზიდ. სამტრედია) 40844
V. ხონის უბანი (რეზიდ. ხონი) 40960
ზუგდიდის მაზრა
საპოლიციო უბნები:
124220
I. ზუგდიდის უბანი (რეზიდ. ზუგდიდი) 45537
II. წალენჯიხის უბანი (რეზიდ. წალენჯიხა) 48433
III. რედუტ-კალეს უბანი (რეზიდ. ხობი) 30250
ლეჩხუმის მაზრა
საპოლიციო უბნები:
51646
I. ალპანის უბანი (რეზიდ. აჟარა) 20431
II. ცაგერის უბანი (რეზიდ. ცაგერი) 19521
III. სვანეთის უბანი (რეზიდ. ბეჩო) 11694
ოზურგეთის მაზრა
საპოლიციო უბნები:
87455
I. გურიანთას უბანი (რეზიდ. ოზურგეთი) 23095
II. ლანჩხუთის უბანი (რეზიდ. ლანჩხუთი) 29124
III. ჩოხატაურის უბანი (რეზიდ. ჩოხატაური) 35236
რაჭის მაზრა
საპოლიციო უბნები:
67918
I. ონის უბანი (რეზიდ. ონი) 32371
II. ამბროლაურის უბანი (რეზიდ. ამბროლაური) 35547
სენაკის მაზრა
საპოლიციო უბნები:
109482
I. აბაშის უბანი (რეზიდ. აბაშა) 33812
II. მარტვილის უბანი (რეზიდ. მარტვილი) 37053
III. ნაქალაქევის უბანი (რეზიდ. ძველი სენაკი) 29727
სენაკის პრისტავსტვო (რეზიდ. ქვემო სენაკი) 8890
შორაპნის მაზრა
საპოლიციო უბნები:
156201
I. ყვირილას უბანი (რეზიდ. ყვირილა) 29264
II. საჩხერის უბანი (რეზიდ. საჩხერე) 31994
III. ჭიათურის უბანი (რეზიდ. ჭიათურა) 30945
IV. ჩხარის უბანი (რეზიდ. ჩხარი) 29828
V. ბელოგორის უბანი (რეზიდ. ბელოგორი 31137
VI. ჭიათურის სამრეწველო უბანი 3033
სოხუმის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
67846
I. გუმისთას უბანი (რეზიდ. სოხუმი) 6609
II. გუდაუთის უბანი (რეზიდ. გუდაუთა) 14887
III. კოდორის უბანი (რეზიდ. ოჩამჩირე) 15821
IV. სამურზაყანოს უბანი (რეზიდ. ოქუმი) 30529
ბათუმის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
54853
I. ზემო-აჭარის უბანი (რეზიდ. ხულო) 20146
II. ქვემო-აჭარის უბანი (რეზიდ. ქედა) 14396
III. გონიის უბანი (რეზიდ. ზემო მარადიდი) 9934
IV. კინტრიშის უბანი (რეზიდ. ჩურუქსუ) 10377
ართვინის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
49085
I. ართვინის უბანი (რეზიდ. ართვინი) 12406
II. არტანუჯის უბანი (რეზიდ. არტანუჯი) 14698
III. შავშეთ-იმერხევის უბანი (რეზიდ. სათლელ-რაბათი) 21981

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20701, ст. 647
  2. § 3. Въ составъ губернии Кутаиской отделяются части теперешней Грузино-Имеретинской губернии: Кутаиский и Гурийский уезды; Абасъ-туманский и Хертвисский участки Ахалцыхскаго уезда, вместе съ г. Ахалцихомъ; селения Горийскаго Уезда, лежащия на западъ отъ хребта Хепинисхеви, и ущелье Мамисонское Осетинскаго округа. Сверхъ того къ обшему составу Кутаиской губернии причисляются: Мингрелия и Сванетия. Губернскимъ городомъ сей губернии назначается Кутаисъ.
  3. § 2. Кутаиская губерния разделяется на 5 уездовъ: 1) Кутаиский; 2) Шаропанский; 3) Рачинский; 4) Озургетский, и 5) Ахалцихский.
  4. Уезды сий состовлябтся изъ следующихъ частей: 1) Кутаиский, изъ настоящихъ участковъ Кутаискаго, Вакинскаго и Сабекскаго (теперешняго Кутайскаго уезда), съ отделениемъ къ Шаропанскому уезду: отъ перваго всех селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули, а отъ втораго всего пространства от Багдада до границы Ахалцихскаго уезда, по правую сторону реки Ханис-Цхали. 2) Шаропанский, изъ нинещнихъ участковъ: Сачхерскаго и Шаропанскаго (Кутаискаго же уезда), съ присоединениемъ отъ Кутаискаго участка селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули; отъ Сабескаго селении, расположенныхъ по правую сторону реки Ханис-Цхали; и сверхъ того, селений Горийскаго уезда, лежащихъ на западъ отъ хребта Хепинисхеви. 3) Рачинский, изъ настоящего Рачинскаго участка (теперешняго Кутаискаго уезда), съ присоединениемъ къ оному отъ Осетинскаго округа ущеля Мамисонскаго, и 5) Ахалцихский, изъ нинешняго Ахалцихскаго уезда: Абас-Туманскаго и Хертвисскаго|ბრძ. 20702, მუხლი 3
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901