შინაარსზე გადასვლა

მირიან ხოსიტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირიან ხოსიტაშვილი
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1985(1985-06-30) (39 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ეთნოლოგი
მუშაობის ადგილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქართული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მირიან ხოსიტაშვილი (დ. 30 ივნისი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეთნოლოგი, ეთნოლოგიის დოქტორი (2018), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე,[1] საქართველოს საპატრირქროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი.[2]

მირიან ხოსიტაშვილი დაიბადა 1985 წლის 30 ივნისს, თბილისში. 2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაამთავრა ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. 2006-2009 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ეთნოლოგიის მაგისტრის სპეციალობით. 2011-2018 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიაქროს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტეტზე, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული, სოციალური და სამეურნეო პრობლემები, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე“. არის ეთნოლოგიის დოქტორი (2018).

მირიან ხოსიტაშვილი 2008-2009 წლებში იყო გაზეთ „ძველი დიღომის“ რედაქტორი. 2010-2011 წლებში ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 2018 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი.[3]

სამეცნიერო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2019 წ. „ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე)“, (თანაავტორი);
  • 2017-2019 წლებში ჟურნალი ველური ბუნება (სარედაქციო კოლეგიის წევრი);
  • 2018 წ. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ალბომი“ (პროექტის ავტორი);
  • 2018 წ. „ეგნატე გაბლიანი (1881-1937) ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა II (რედაქტორი);
  • 2018 წ. დისერტაცია „თბილისისა და საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული სოციალური და სამეურნეო პრობლემები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე“;
  • 2017 წ. „საქართველო და ორი დიდებული ქალი“. (წიგნის რედაქტორი);
  • 2017 წ. „თბილისის საგარეუბნო ზონისა და საქალაქო (ურბანული) აგლომერაციის ურთიერთმიმართების ისტორიული და კულტურულ-სოციალური ასპექტები“;
  • 2017 წ. რ თოფჩიშვილი „საქართველოს ისტორიული მხარეები“ ( წიგნის რედაქტორი);
  • 2017 წ. ნ.შოშიტაშვილი. :საქართველოს საძიებლად თურქეთში“ (წიგნის რედაქტორი);
  • 2017 წ. „ზოგიერთი მოსაზრება თბილისის საგარეუბნო ზონის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით“;
  • 2016 წ. „ქართველი ასულის შურისძიება“ (წიგნის რედაქტორი);
  • 2016 წ. „დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდებრობა“ (წიგნის რედაქტორი);
  • 2015 წ. „ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები“ (წიგნის რედაქტორი);
  • 2015 წ. ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკა“ (სარედაქციო კოლეგიის წევრი);
  • 2015 წ. „ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები ზაქარია ჭიჭინაძის შემოქმედებაში“;
  • 2014 წ. „თბილისის და მისი საგარეუბნო ზონის მოსახლეობის დემოგრაფიული საკითხები“;
  • 2014 წ. „თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვის რეგიონების ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ტერიტორიის ისტორიული დემოგრაფიის საკითხები“;
  • 2013 წ. „თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონების ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ტერიტორიის ისტორიული დემოგრაფიის საკითხები“;
  • 2013 წ. „ქ.ართვინის მოსახლეობა XIX საუკუნეში“;
  • 2012 წ. „მიგრაციული პროცესების ეთნოგრაფიული ასპექტები“;
  • 2012 წ. „პარხლისწყლის ხეობის ეთნიკურ ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები“;
  • 2011 წ. „ეკომიგრანტთა ადაპტაციის პრობლემები საქართველოში (დმანისის რაიონი)“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]