ვიკა სირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვიქტორია (ვიკა) სირაძე (დ. 27 მაისი, 1929, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ინჟინერი, პოლიტიკური ლიდერი, თანამდებობის პირი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–V და VII–XI მოწვევების დეპუტატი. სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.

1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და შემდეგ სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა.

1949–1952 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952–1955 წლებში კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955–1962 წლებში პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიონული კომიტეტის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962–1973 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973–1986 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1986–1989 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1994 წლებში მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]