აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ან აფხაზეთის ასსრ (აფხ. Аҧснытәи Автономтә Советтә Социалисттә Республика, Аҧснытәи АССР; რუს. Абхазская Автономная Советская Социалистическая Республика, Абхазская АССР) – ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სსრ–ის შემადგენლობაში. იარსება 1931–დან 1990 წლამდე. აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მემკვიდრე.

ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ასსრ მდებარეობდა საქართველოს სსრ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილო დასავლეთი საზღვარი მდ. ფსოუზე გადიოდა, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე (ქვემო დინებაზე). ჩრდილოეთით ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, აღმოსავლეთით მესტიისა და წალენჯიხის რაიონები, სამხრეთით ზუგდიდის რაიონი. ფართობი 8.7 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 12.5 %), მოსახლეობა 509.1 ათასი კაცი (1981). დედაქალაქი — ქ. სოხუმი.

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ასსრ შედგებოდა 5 ადმინისტრაციული რაიონისაგან: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის. ასევე1 გაგრის საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია, 6 ქალაქი (გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი) და 4 დაბა (ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში).

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ასსრ–ში გამოდიოდა რესპუბლიკური გაზეთები:

  • "საბჭოთა აფხაზეთი" რუსულად («Советская Абхазия»), 1921 წლიდან;
  • "აფსნი ყაფშ" («Аҧсны ҟаҧшь», წითელი აფხაზეთი) აფხაზურად, 1921–1991 წლებში;
  • "საბჭოთა აფხაზეთი" ქართულად, 1937 წლიდან;
  • "კოკინოს კაპნას" ბერძნულად («Κοκινος καπνας», წითელი მეთამბაქოე), 1932—1938 წლებში;
  • "მჭითა მურუცხი" (წითელი ვარსკვლავი) ლაზურად, ლათინურის საფუძველზე, 1929—1938 წლებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]