აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
დაქვემდებარება |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | სოხუმი | ||||
შიდა დაყოფა | გალის რაიონი, გუდაუთის რაიონი, გულრიფშის რაიონი, ოჩამჩირის რაიონი, სოხუმის რაიონი და გაგრის საქალაქო საბჭო | ||||
კოორდინატები | 43°00′00″ ჩ. გ. 41°01′00″ ა. გ. / 43.0000000° ჩ. გ. 41.0166694° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1931 | ||||
ფართობი | 8 600 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | აფხაზური, ქართული და რუსული[1] | ||||
გაუქმდა | 1992 | ||||
![]() |
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ასსრ (აფხ. Аԥснытәи Автономтә Советтә Социалисттә Республика, Аԥснытәи АССР; რუს. Абхазская Автономная Советская Социалистическая Республика, Абхазская АССР; 19 თებერვალი, 1931 — 1992) — ავტონომიური რესპუბლიკა რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სოხუმი.
მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფხაზეთის ასსრ მდებარეობდა საქართველოს სსრ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილო დასავლეთი საზღვარი მდ. ფსოუზე გადიოდა, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე (ქვემო დინებაზე). ჩრდილოეთით ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, აღმოსავლეთით მესტიისა და წალენჯიხის რაიონები, სამხრეთით ზუგდიდის რაიონი. ფართობი 8.7 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 12.5 %), მოსახლეობა 509.1 ათასი კაცი (1981).
ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფხაზეთის ასსრ შედგებოდა 5 ადმინისტრაციული რაიონისაგან: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის. ასევე1 გაგრის საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია, 6 ქალაქი (გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი) და 4 დაბა (ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში).
მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აფხაზეთის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 6 ივნისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აფხაზეთის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აფხაზეთის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.
აფხაზეთის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.
1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ სოხუმში შედგა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა დიმიტრი გულიამ. აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ანდრია ჭოჭუა. თავჯდომარის მოადგილეებად — პარასკევა გრიგოლია და გედევან ხაჩატურიანი.
აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მიხეილ დელბა, თავჯდომარის მოადგილედ იასონ ზარანდია[2].
კანონმდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე მისი დაარსებისთანავე მოქმედებდა რესპუბლიკის უმაღლესი კანონი — კონსტიტუცია[3]. 1925-1994 წლებში მოქმედებდა შემდეგი კონსტიტუციები:
- აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია (1925);
- აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია (1927);
- აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1935);
- აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1937);
- აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1978).
მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო
1934 წლის 13 ივლისს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №001 ბრძანებით შეიქმნა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აფხაზეთის ასსრ-ის სამმართველო. სამმართველოს უფროსები იყვნენ:
- მიხეილ არქიფოს ძე სტეფანოვი — 15.07.1934 - 11.11.1934;
- ვლადიმერ ეზუგის ძე ამპარი — 11.11.1934 - 21.12.1936.
1937 წლის 5 აგვისტოს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №00457 ბრძანებით შეიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (1946 წლიდან სამინისტრო), რომლის სახახლო კომისრები (მინისტრები) იყვნენ:
- ვასილ გიორგის ძე ჟუჟუნავა — 21.12.1936 - 16.07.1937;
- გრიგოლ ალექსის ძე ფაჩულია — 16.07.1937 - 27.10.1938;
- ამაიაკ ზაქარიას ძე ქობულოვი — 27.10.1938 - 21.12.1938;
- მიხეილ ნიკოლოზის ძე კუკუტარია — 15.12.1938 - 10.05.1939;
- ვარლამ ალექსის ძე კაკუჩაია — 10.05.1939 - 07.03.1941;
- კაპიტონ გრიგოლის ძე ნაჭყებია — 07.03.1941 - 03.08.1941;
- ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა — 03.08.1941 - 21.05.1943;
- შალვა ილარიონის ძე ბოკუჩავა — 21.05.1943 - 24.05.1952;
- მიხეილ იგორის ძე მილორავა — 03.07.1952 - 18.04.1953;
- კაპიტონ გრიგორის ძე ნაჭყებია — 18.04.1953 - 31.07.1953;
- პლატონ გამჟალის ძე არშბა — 26.08.1953 - 27.09.1968;
- ვალერი მიხეილის ძე ხინთბა — 27.09.1968 - 09.02.1973;
- პეტრე ვასილის ძე კოვალჩუკი — 09.02.1973 - 09.03.1976;
- ორჯონ შალვას ძე ქოჩლაძე — 09.03.1976 - 18.05.1978;
- ივანე ალექსის ძე კლიმოვი — 18.05.1978 - 13.07.1982;
- მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩულკოვი — 13.07.1982 - 1989;
- გივი ნიკოლოზის ძე ლომინაძე — 07.08.1989 - 05.12.1992.
აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო უშიშროების ორგანოები
1921 წლის 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის სსრ საოლქო საგანგებო კომისია, რომლის თავჯდომარეები იყვნენ:
- ისააკ ექვთიმეს ძე ჟვანია — 04.03.1921 - 17.03.1921;
- ერმილე კონსტანტინეს ძე დამენია — 08.03.1921 - 12.1921;
- ერმილე კონსტანტინეს ძე დამენია — 21.04.1922 - 1922;
- სევერიან ილარიონის ძე კუხალეიშვილი — 1922 - 1922;
- ალექსი სერგის ძე აგრბა — 1922 - 23.10.1923;
- ნიკოლოზ ივანეს ძე ბახტაძე — 23.10.1923 - 03.09.1925;
- ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ნაჭყებია — 03.09.1925 - 07.09.1926.
1926 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა აფხაზეთის სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო, რომლის თავჯომარეები იყვნენ:
- ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ნაჭყებია — 07.09.1926 - 17.01.1929;
- გრიგოლ ბესარიონის ძე მალანია — 17.01.1929 - 05.11.1930;
- ალექსანდრე ნესტორის მიქელაძე — ძე 05.11.1930 - 09.1933;
- ვლადიმერ ეზუგის ძე ამპარი — 09.1933 - 20.03.1934;
- მიხეილ არქიპოს ძე სტეფანოვი — 20.03.1934 - 10.07.1934.
აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი (1946 წლიდან სამინისტრო), რომლის სახალხო კომისრები (მინისტრები) იყვნენ:
- იასონ ამბროსის ძე ჟღენტი — 07.03.1941 - 23.05.1941;
- ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა — 23.05.1941 - 03.08.1941;
- ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა — 21.05.1943 - 26.05.1950;
- შალვა იონას ძე კუჭავა — 15.07.1950 - 13.06.1952;
- ვლადიმერ ვიქტორის ძე თოფურია — 14.06.1952 - 14.04.1953.
აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თავმჯდომარეები:
- ოთარ ალექსანდრეს ძე ქავთარაძე — 01.06.1954 - 24.07.1956;
- თევდორე სერგოს ძე პილიუგინი — 24.07.1956 - 19.08.1969;
- ნოდარ შალვას ძე მაისურაძე — 19.08.1969 - 09.03.1971;
- ლევან ვართანის ძე გალუსტოვი — 09.03.1971 - 10.05.19;
- გრიგოლ იორდანის ძე კომოშვილი — 10.05.1978 - 16.12.1990;
- ავთანდილ შოთას ძე იოსელიანი — 16.12.1990 - 01.07.1992.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რევოლუციამდელ აფხაზეთში მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო წერა-კითხვის მცოდნე. 1914-1915 სასწავლო წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო 150 დაწყებითი სკოლა (7,6 ატასი მოსწავლე), 4 უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი (0,6 ათასი მოსწავლე) და 2 საშუალო სკოლა (0,5 ათასი მოსწავლე). საშუალო-სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლები, აგრეთვე ბაგა-ბაღები არ იყო.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია (დასრულდა 1933 წელს), შემოღებულ იქნა სავალდებულო სწავლება. 1980 წელს მუშაობდა 200-ზე მეტი სკოლამდელი დაწესებულება (14 ათასამდე აღსაზრდელი), 70 დაწყებითი სკოლა (10,1 ათასამდე მოსწავლე), 84 რვაწლიანი სკოლა (9 ათასამდე მოსწავლე), 187 საშუალო სკოლა (70 ათასი მოსწავლე), 24 მუშა-ახალგაზრდობის სკოლა (7 ათასი მოსწავლე). 8 პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, 16 სპპორტსკოლა, 5 ნორჩ ტექნიკოსთა და ნატურალისტთა სადგური. 6 საშუალო-სპეციალური სასწავლებელი (ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო, ტექნიკუმები, სამედიცინო, სამუსიკო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამხატვრო სასწავლებლები), 2 პროფტექნიკუმი (3 ათასამდე მოსწავლე), უმაღლესი სასწავლებლები: აფხაზეთის მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუპტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (20,6 ათასი სტუდენტი).
1980 წლის მონაცემებით აფხაზეთში 380 მასობრივი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, აგრეთვე აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (2 ფილიალით) და დ. გულიას სახლ-მუზეუმი და 258 კლუბი.
მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფხაზეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარება ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო.პირველი ბოლშევიკური გაზეთი „სოხუმსკაია პრავდა“ გამოვიდა 1918 წლის აპრილს რუსულ ენაზე. პირველი გაზეთი აფხაზურ ენაზე „აფსნი“ 1919 წლის თებერვალში. 1921 წელს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ორი კვირით ადრე, სოჭში რუსულ ენაზე გამოვიდა აფხაეთის სამხედრო-რევოლუციური დროებითი კომიტეტის ორგანო „გოლოს ტრუდოვოი აბხაზიი“ («Голос трудовой Абхазии», 1921-1923), რომელსაც შემდეგ ეწოდა „ტრუდოვაია აბხაზია“ («Трудовая Абхазия», 1924-1926), ბოლოს — „სოვეცკაია აბხაზია“ («Советская Абхазия», 1927-1991).
აფხაზეთის ასსრ–ში გამოდიოდა რესპუბლიკური გაზეთები:
- „Советская Абхазия“ („საბჭოთა აფხაზეთი“, 1927-1991 წლებში, რუსულ ენაზე);
- „Аҧсны ҟаҧшь“ („წითელი აფხაზეთი“, 1921-1991 წლებში, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 15 ათ. ც.);
- „საბჭოთა აფხაზეთი“ (1937-1990 წლებში, ქართულ ენაზე, ტირაჟი 23 ათ. ც.);
- „Κοκινος καπνας“ („წითელი მეთამბაქოე“, 1932-1938 წლებში, ბერძნულ ენაზე);
- „Mçita Murunxi“ („წითელი ვარსკვლავი“, 1929-1938 წლებში, ლაზურ ენაზე, ლათინურის საფუძველზე).
ჟურნალები:
- „ალაშარა“ („სინათლე“, 1955 წლიდან, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 7 ათ. ც.)
აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა
- „ამცაბზი“ („ალი“, 1957 წლიდან, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 10,4 ათ. ც.);
- „აფსნი აკაზარა“ („აფხაზეთის ხელოვნება“, 1979 წლიდან, აფხაზეთურ ენაზე, ტირაჟი 2 ათ. ცალი);
- „აშკოლი აფსთაზაარეი“ („სკოლა და ცხოვრება“, 1979 წლიდან, ტირაჟი 2 ათ. ც.);
გამომცემლობა „ალაშარა“ („სინათლე“, 1930 წლიდან) აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცემდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სასწავლო, სასოფლო-სამეურნეო, მხატვრულ ლიტერატურას, ყოველწლიურად უშვებდა 100-ზე მეტი დასახელების წიგნს 320 ათ. ც. საერთო ტირაჟით.
რადიომაუწყებლობა აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე დაიწყო 1932 წლიდან. ტრანსლიაცია მიმდინარეობდა დღეში 3-ჯერ აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. აფხაზეთის ტელევიზია მუშაობს 1978 წლის ოქტომბრიდან, კვირაში 2-ჯერ. ტელე-რადიო პროგრამების ტრანსლიაცია ხდებოდა მოსკოვიდან, თბილისიდან, სოჭიდან. აფხაზეთის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა შედიოდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სისტემაში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 310.
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 23-26, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა", დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ონლაინ გამოცემა (რუსული).
- Прицкер Л. М., Советская Абхазия в датах (1921-1980), Сухуми, 1981