მხედრიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მხედრიონის დროშა

მხედრიონი — სამხედრო ორგანიზაცია საქართველოში 1989-1995 წლებში. დაფუძნდა ჯაბა იოსელიანის მიერ. მისი თვალსაჩინო წევრები აგრეთვე იყვნენ თეიმურაზ ხაჩიშვილი, დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, და სხვები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია თავდაპირველად 1989 წლის აგვისტოში პატრიოტული მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. 1990 წლის შემოდგომაზე გაუქმდა მისი სამართლებრივი სტატუსი, ხოლო 1991 წლის თებერვალში დაშლილ იქნა საბჭოთა და ქართული სამხედრო ძალების მიერ. „მხედრიონი“ აღადგინა ჯაბა იოსელიანმა 1991 წელს და ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებაში. 1992-1993 წლებში ორგანიზაცია მონაწილეობდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში. 1992 წლიდან მხედრიონი ეწეოდა ბენზინით ვაჭრობას, იარაღისა და სიგარეტის კონტრაბანდას ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით. მისი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის იმდროინდელი გავლენის გამო მხედრიონი დაუსჯელად მოქმედებდა. სამეგრელოში მხედრიონი ებრძოდა გამსახურდიას მომხრეებს, აპატიმრებდა, ძარცვავდა და ხოცავდა მოსახლეობას. 1992 წლის მაისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს „მხედრიონის“ საპატიო წევრი გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი. 1993 წლის სექტემბერში მხედრონს ეწოდა „ქართველ მაშველთა კორპუსი“ და სახელმწიფო კომიტეტის სტატუსი მიიღო. 1995 წლის 29 აგვისტოს შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანი და 200 მხედრიონელი, ოქტომბერში „მხედრიონის“ საქმიანობა აიკრძალა. 2001 წელს „მხედრიონს“ („პატრიოტთა კავშირი“) უარი ეთქვა პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]