საბაჟო (ხობის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
საბაჟო | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხობის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭალადიდი |
კოორდინატები | 42°13′13″ ჩ. გ. 41°47′49″ ა. გ. / 42.22028° ჩ. გ. 41.79694° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჭალადიდი |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1448[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 %, უკრაინელები 0,55 %, რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საბაჟო (ყოფილი ჭალადიდი) — სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის თემის ცენტრი (სოფლები: საქორქიო, საღვამიჩავო, საჭოჭუო).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელში გადის სენაკი–ფოთის სარკინიგზო ხაზი და მდებარეობს რკინიგზის სადგური — ჭალადიდი. ასევე სოფელზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, ლიმონათის ქარხანა, საავადმყოფო.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1448 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1759 | 846 | 913 |
2014[1] | ![]() |
717 | 731 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 545.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|