ვარლამ კეშელავა
ვარლამ კეშელავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 ნოემბერი, 1930 |
დაბადების ადგილი | გაგრა |
გარდაცვალების თარიღი | 24 ივნისი, 2019 (88 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ვარლამ (ვაჟა) კეშელავა (დ. 14 ნოემბერი, 1930, გაგრა — გ. 24 ივნისი, 2019) — ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი.
1953 წელს დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1957-1975 მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე. 1976 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1978-1982 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების განყოფილების გამგის მოადგილე. 1982-1990 წლებში იყო ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ მთავარი რედაქტორი. 1990-1991 წლებში იყო გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი. 1999 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი. 2000 წლის იანვრიდან დირექტორი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, ეთიკა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1971).
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან.“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარლამ კეშელავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვარლამ (ვაჟა) კეშელავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ვარლამ კეშელავას ბიოგრაფია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს XI მოწვევა)