შინაარსზე გადასვლა

საქართველოს კომუნისტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლშევიკი (მრავალმნიშვნელოვანი).

საქართველოს კომუნისტისაქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თეორიული და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა 1930 წლის აპრილიდან თბილისში; 1952 წლის ოქტომბრამდე „ბოლშევიკი“ ერქვა. ჟურნალის რედაქტორებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ კ. ორაგველიძე, პ. შარია, ი. თავაძე, ა. ნუცუბიძე, დ. მჭედლიშვილი, ბ. ნანიტაშვილი, ი. ნატროშვილი, გ. გირცხალავა, შ. გაგოშიძე, გ. ვარდოსანიძე, ვ. ქარუმიძე. 1982 წლიდან რედაქტორი იყო ვ. კეშელავა. 1981 წლის ივნისიდან გამოდიოდა ქართულ და რუსულ ენებზე. ტირაჟი 30ათასი (1985).