ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)
Jump to navigation
Jump to search
სოფელი | |||
---|---|---|---|
ახალსოფელი | |||
ეკლესია სოფელში | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°54′17″ ჩ. გ. 45°58′37″ ა. გ. / 41.90472° ჩ. გ. 45.97694° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ძველი გავაზი | ||
ცენტრის სიმაღლე | 440 მ | ||
მოსახლეობა | 4158[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,5 %) | ||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
ახალსოფელი[2] (ყოფ. ძველი გავაზი) — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარეებს ავანისხევისა და შაროხევს შორის, ზღვის დონიდან 440 მეტრზე. თემის ცენტრი (სოფელი: ბალღოჯიანი, თივი, თხილისწყარო, სარუსო, საცხენე). ყვარლიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალსოფელი მდებარეობს ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე. XVIII საუკუნეში ლეკიანობისგან შევიწროებული გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. ძველი გავაზის ტერიტორია ხელახლა 1850 წელს დაასახლეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4158 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 5367 | 2524 | 2843 |
2014[1] | ![]() |
2044 | 2114 |
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალსოფლის მიდამოებშია VI ს. ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 285.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|