თამაზ გუგუშვილი
თამაზ გუგუშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1946 |
დაბადების ადგილი | აბაშა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
თამაზ გუგუშვილი (დ. 18 მარტი, 1946, ქ. აბაშა) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1980 წლებში ეწეოდა მუშაობას საპროექტო ინსტიტუტების „საქსოფლმშენსახპროექტისა“ და „საქქალაქმშენსახპროექტის“ ეკონომისტად, ინჟინერ-ეკონომისტად, უფროსი ინჟინერ-ეკონომისტად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარი ინჟინრის და განყოფილების გამგის მოადგილედ, 1980-1990 წლებში იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სექტორის გამგე. 1990 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ წმინდა ილია მართლის საზოგადოება დემოგრაფიის და განახლების ქვეკომისიის თავმჯდომარე ჰუმანიტარულ და სოცილურ საკითხთა კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის შრომის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი. 2001-2005 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის მათ შორის მონოგრაფიის ავტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაზ გუგუშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ გუგუშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი