კასპის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კასპის მუნიციპალიტეტი
SK-Kaspi-ka.svg

კასპის მუნიციპალიტეტი დროშა კასპის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

კასპი

რეგიონი

შიდა ქართლის მხარე

სიმჭიდროვე

54,5 კაცი/კმ²

ფართობი

803,2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 43 771 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 86,5 %
აზერბაიჯანელები 8,8 %
ოსები 4,0 %
სომხები 0,2 %
რუსები 0,2 %[1]

კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

კასპის კულტურის სახლი

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ.კმ. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 43 771 კაცი (2014)[1]; სიმჭიდროვე — 54,5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 55 416
2002 52 443 Decrease2.svg
2014 43 771 Decrease2.svg

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. მუნიციპალიტეტს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი. ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი 2016.