შინაარსზე გადასვლა

სტენლი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტენლი
სტენლის მთა. მარცხნივ ალექსანდრას პიკი, მარჯვნივ — მარგერიტის პიკი
სტენლის მთა. მარცხნივ ალექსანდრას პიკი, მარჯვნივ — მარგერიტის პიკი
კოორდინატები: 00°23′09″ ჩ. გ. 29°52′18″ ა. გ. / 0.38583° ჩ. გ. 29.87167° ა. გ. / 0.38583; 29.87167
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
უგანდის დროშა უგანდა
სიმაღლე 5109[1] 
ქედი რუვენზორი
პირველი ასვლა 1906
სტენლი (მთა) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სტენლი (მთა)
სტენლი (მთა) — უგანდა
სტენლი (მთა)

სტენლი (ფრანგ. Mont Stanley) — მთა, რუვენზორის მთიანეთის ნაწილი.

მთა, რომელსაც სახელი აფრიკის მკვლევარის სერ ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად დაერქვა და მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უგანდის სახელმწიფო საზღვარზე, ამ ქვეყნების ყველაზე უფრო მაღალი წერტილია. სტენლის მთა შედგება რამდენიმე მწვერვალისაგან, რომელთაგან სამი, მარგერიტა (5109 მ), ალექსანდრა (5091 მ) და ალბერტი (5087 მ), 5 კმ-ით აღემატება ზღვის დონეს. აფრიკაში სიმაღლის მიხედვით მთას უკავია მესამე ადგილი და მხოლოდ კილიმანჯაროს და კენიის მთებს ჩამორჩება.

გეოლოგიურად, როგორც რუვენზორის მთები, სტენლის მთაც აგებულია უძველესი კრისტალური ფიქლებით. მასზე პირველი ასვლა 1906 წელს განახორციელა პრინცმა ლუიჯი ამედეომ და მისმა გუნდმა.[2] პირველმა ამსვლელმა უმაღლეს მწვერვალს სახელი იტალიის დედოფლისმარგარიტა სავოელის პატივსაცემად დაარქვა.

ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლემდე ჭარბობს ტროპიკული ტყეები, უფრო მაღლა — უპირატესად ბამბუკი და ხისევრი მანანა (Erica aborea), 3800 მეტრზე უფრო მაღლა — ალპური მდელოები, 4000 მეტრზე ზემოთ — ხავსები და ლიქენები. მიუხედავად იმისა, რომ სტენლის მთა ეკვატორზე მდებარეობს, მწვერვალები დაფარულია ყინულით, რომელთა ფართობი ყოველწლიურად კლებულობს.[3]

რაიონის ფლორა და ფაუნა ენდემურია და სტენლის მთა შედის რუვენზორის მთების ეროვნულ პარკში, 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Peakbagger.com
  2. Peter Bridges, ‘A Prince of Climbers’, Virginia Quarterly Review, 76-1 (Winter 2000), 38-51.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2016-10-12.
  3. Climate Change and the Aquatic Ecosystems of the Rwenzori Mountains. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2016-10-12.
  4. რუვენზორის მთების ეროვნული პარკი-მაუნტინსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-11. ციტირების თარიღი: 2016-10-12.