ლითიუმი
ლითიუმი |
3 Li |
6,94 |
2s1 |
ლითიუმი (ქიმიური სიმბოლო — ; ლათ. lithium) — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის მეორე პერიოდის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი — 3. პერიოდულ ცხრილში ის 1-ელ, ტუტე ლითონების, ჯგუფში მდებარეობს. სუფთა ფორმით ლითიუმი რბილი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია, რომელიც სწრაფად იჟანგება ჰაერზე და წყალში. ის ყველაზე მსუბუქი მყარი ელემენტია და ძირითადად გამოიყენება სითბოს გამტარებში, ბატარეებში და ასევე, როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში, კერძოდ ნერვულ სტაბილიზატორებში.
გამოყენების სხვა სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობები: ლითიუმი გამოიყენება ლითიუმის ბატარეების დამზადებისას ანოდად. ასევე შექმნილია ბატარეები, რომელიც შეიცავენ ლითიუმის იონს. ცნობილია ლითიუმ-რკინის ფოსფორბატარეები და ნანომეტრული ბატარეები. ლითიუმის ნიობატი (ნიობიის მჟავას მარილი) გამოიყენება ტელეკომუნიკაციების საშუალებებში, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ოპტიკური მოდულატორები.
ქიმიური გამოყენების სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლითიუმის ქლორიდი და ლითიუმის ბრომიდი ძლიერ ჰიგროსკოპული არიან და გამოიყენებიან როგორც გამომშრობი საშუალება. ლითიუმის შენალღობი ალუმინთან, კალიუმთან, სპილენძთან და მაგნიუმთან გამოიყენება გამძლე მასალების დასამზადებლად. ლითიუმი გამოიყენება, როგორც მაღალტემპერატურული საპოხი ნივთიერება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მისი მნიშვნელობა ატომგულურ ენერგეტიკაში, როგორც ძვირფასი ნედლეული თერმობირთვული პროცესებისათვის. მეტალური ლითიუმი გამოიყენება ორგანოლითიუმის ნაერთების მოსამზადებლად. ლითიუმორგანული ნაერთები შეიცავენ Li-C კავშირს და გამოიყენება ორგანულ სინთეზებში გრინიარის რეაგენტის შემცვლელად. ლითიუმი არის ოლეფინების პოლიმერიზაციის რეაქციებში კატალიზატორი. — ლითიუმალუმინიუმჰიდრიდი სელექციური კატალიზატორია ორგანულ სინთეზში. ლითიუმის სულ უმნიშვნელო რაოდენობა ლითონებს ანიჭებს მნიშვნელოვან სიმაგრეს, ამცირებს მათ სიმყიფეს და გაფართოების კოეფიციენტს. ლითიუმ-კალციუმის შენადნობები იხმარება შავ მეტალურგიაში, კერძოდ უჟანგავი ფოლადისათვის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 228.
- Плющев В. Е., Степин Б. Д. Химия и технология соединений лития, рубидия и цезия. — М.-Л.: Химия, 1970. — 407 с.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერიოდული ცხრილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | |||||||||||||||||||||||||
1 | H | He | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | ||||||||||||||||||||||||||||||||||
3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | ||||||||||||||||||||||||||||||||||
4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | ||||||||||||||||||||||||
5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | ||||||||||||||||||||||||
6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | ||||||||||
7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | ||||||||||
|