პუენტ-ნუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პუენტ-ნუარი
ფრანგ. Pointe-Noire
Pointe-Noire Railway Station.jpg
პუენტ-ნუარის სარკინიგზო სადგური
ქვეყანა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
კოორდინატები 4°47′20″ ს. გ. 11°51′55″ ა. გ. / 4.78889° ს. გ. 11.86528° ა. გ. / -4.78889; 11.86528
დაარსდა 1883
ფართობი 1144 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1[1]
მოსახლეობა 829 134 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 724,77 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 242
ოფიციალური საიტი pointenoireinformation.com
პუენტ-ნუარი — კონგოს რესპუბლიკა
პუენტ-ნუარი

პუენტ-ნუარი (ფრანგ. Pointe-Noire) — ქალაქი კონგოს რესპუბლიკაში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა ბრაზავილის შემდეგ, პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, რომელზეც გადის ქვეყნის თითქმის მთელი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა. 2004 წლამდე იყო კუილუს დეპარტამენტის ცენტრი, შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე დეპარტამენტი.

2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 829 134 ადამიანს[2]; (195 000 ადამიანი 1980 წელს, 294 000 ადამიანი 1984 წელს, 455 000 ადამიანი 1996 წელს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1484 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა აქ დაინახეს შავი კლდეები და ამ ადგილს დაარქვეს შავი კონცხი (ფრანგულად — პუენტ-ნუარი). თვითონ ქალაქი მეთევზეთა პატარა დასახლების ადგილას დაარსდა 1883 წელს პიერ სავორნიან დე ბრაზას ექსპედიციის მიერ, როგორც სამხედრო პოსტი. 1950—1958 წლებში საფრანგეთის კოლონიისსაფრანგეთის ეკვატორული აფრიკის დედაქალაქი. 1924—1934 წლებში ქალაქი რკინიგზით შეუერთდა დედაქალაქ ბრაზავილს.

1927 წელს ქალაქში შეიყვანეს სასმელი წყალი, 1932 წელს აშენდა აეროპორტი, 1936 წელს პირველი საავადმყოფო, 1942 წელს აშენდა ახალი პორტი. 1997—1999 წლების სამოქალაქო ომმა გამოიწვია შიდა რეგიონებიდან ხალხის მასიური გადასახლება ქალაქში, რამაც მისი რაოდენობა ორჯერ გაზარდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კონცხზე ატლანტის ოკეანესა და პუენტ-ნუარის უბეს შორის.

კლიმატი ცხელი და ნოტიოა. ნალექები ბევრია, რომლის ყველაზე უფრო ცოტა რაოდენობა შეიმჩნევა სექტემბერ-ოქტომბერში.

ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით და სერფინგის ადგილებით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს ეძახიან კონგოს რესპუბლიკის საზღვაო ჭიშკარს. პორტის ტვირთბრუნვა შეადგენს 8,1 მილიონ ტონას (1983 წელი). პორტით ასევე სარგებლობს გაბონი (მანგანუმის წიაღისეულის გატანა), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩადი. მას აქვს ნავთობის დიდი ტერმინალი — «ჯენი».

ქალაქი დედაქალაქ ბრაზავილთან დაკავშირებულია რკინიგზით და ავტომაგისტრალით. საერთაშორისო აეროპორტია «აგოსტინიო-ნეტო», რომელსაც სახელი დაერქვა ანგოლის პირველი პრეზიდენტის აგოსტინიო ნეტოს პატივსაცემად.

პუენტ-ნუარს აქვს 1980 წელს აშენებული აფრიკაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ქალაქში ასევე განვითარებულია ხის სახერხი, ფანერის, საკვები პროდუქტების (ზეთის გამომხდელი, თევზის საკონსერვო), ქიმიური, ფეხსაცმლის წარმოება. მიმდინარეობს გემთმშენებლობა და თევზჭერა. ფუნქციონირებს თბოელექტროსადგური. ქალაქის გარეუბნებში — ოლ-სენ-პოლში და ჰოლში არსებობს კალიუმის მარილის საბადოები. სამხრეთში მიმდინარეობს ნავთობის წყალქვეშა საბადოების დამუშავება.

განაშენიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულარული დაგეგმარება აერთიანებს ქუჩების მართკუთხა და რადიალურ სისტემებს. ცენტრალურ ნაწილში — ადმინისტრაციული შენობები, ჰოსპიტალი, მისიების შენობები, ტაძარი, ოკეანოგრაფიული ცენტრი, სკოლა, პორტუგალიური არქიტექტურის ელემენტებიანი ევროპელების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ბაღებით არის შემოსაზღვრული. პორტიდან ჩრდილოეთით, პლატოზე — აფრიკული კვარტლები, განაშენიანებული ტრადიციული ქოხებით.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Decalo S., Thompson V. & Adloff R. 1984. Historical dictionary of Congo Pg 244-245. USA: The Scarecrow Press, Inc.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pointe-Noire, Congo Page. Fallingrain Global Gazetteer. წაკითხვის თარიღი: 2014-01-28.
  2. კონგოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა. GeoHive. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-29. წაკითხვის თარიღი: 2011-04-17.
  3. Le Havre - Les villes jumelées French. City of Le Havre. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-24. წაკითხვის თარიღი: 2013-08-07.