რკინიგზა

რკინიგზა — გზა რელსებიანი ლიანდაგებით, რომლის დანიშნულებაა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გადაადგილება.
რკინიგზა გამოიყენება ტვირთების სწრაფი გადატანისთვის და მგზავრების გოგორწყვილებიანი სატრანსპორტო საშუალებებით სწრაფი გადაყვანისათვის.[1] რკინიგზაზე ასეთი გადატანისთვის და გადაყვანისთვის განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტი.
ცნება რკინიგზა აღნიშნავს რელსებით აღჭურვილ მიწის ზოლს, ან ხელოვნური ნაგებობების ზედაპირს (გვირაბი, ხიდი, ესტაკადა), რომელიც გამოიყენება სარელსო ტრანსპორტის მოძრაობისათვის. რკინიგზა შეიძლება შედგებოდეს ერთი ლიანდაგისგან ან რამდენიმესაგან. რკინიგზა არსებობს ელექტრო, დიზელის, ტურბინის, თბო ან კომბინირებული წევით. რკინიგზის განსაკუთრებული სახეობა — კბილებიანი. ჩვეულებრივ რკინიგზა აღჭურვილია რკინიგზის სიგნალიზაცით, ხოლო ელექტრო წევიანი რკინიგზა — საკონტაქტო ქსელით. განასხვავებენ საერთო სარგებლობის რკინიგზებს, სამრეწველო რკინიგზებს (საწარმოების და ორგანიზაციების მისასვლელი ლიანდაგები) და ქალაქის რკინიგზებს — მეტროპოლიტენი და ტრამვაი.
ტერმინი რკინიგზა ასევე გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადატანის სატრანსპორტო სარკინიგზო სისტემის აღსანიშნავად. ყველა ექსპლოატაციაში მყოფ რკინიგზას ქვია სარკინიგზე ქსელი, რაც წარმოადგენს სატრანსპორტო სისტემას ტვირთების გადასატანად და მგზავრთა გადასაყვანად.
ლიანდაგების რაოდენობის მიხედვით რკინიგზა არსებობს ერთლიანდაგიანი, ორლიანდაგიანი და მრავალლიანდაგიანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად ადამიანები აკეთებდნენ ხის ან ქვის ლიანდაგებს, რითიც შეიძლებოდა გადაეადგილებინათ რაიმე ტვირთი. XV საუკუნეში გამოჩნდა თუჯის რელსები, რისი მეშვეობითაც ცხენის ან ჯალამბრის წევის დახმარებით გადაადგილებდნენ ტვირთებს ინგლისის, ირლანდიის, ასევე საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მაღაროებში. 1820 წელს ჯონ ბიორკინშოუმ გამოიგონა რკინის რელსები, რომელიც ხარისხით მნიშვნელოვნად ჯობდა თუჯისას, რამაც იმპულსი მისცა დიდი რკინიგზების მშენებლობას. 1825 წლიდან ინგლისის რკინიგზაზე დაიწყეს ორთქლმავლის წევის გამოყენება (სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზა). 1830 წელს ინგლისში მოქმედება დაიწყო ლივერპული-მანჩესტერის დიდმა რკინიგზამ, ხოლო აშშ-ში მოქმედება დაიწყო ყველაზე პირველმა რკინიგზამ. 1840 წლისთვის დიდ ბრიტანეთში რკინიგზების საერთო სიგრძე უკვე შეადგენდა 2390 კმ-ს.[2]
1916 წელს ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ სარკინიგზე ქსელს ფლობდა აშშ — 429 ათ. კმ, რის შემდეგაც მან კლება დაიწყო.[3]
1836 წლიდან ნიჟნი ტაგილში მოქმედება დაიწყო ქარხნის რკინიგზამ, რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა ვიის მეტალურგიული ქარხანა და რუდიანსკის სპილენძის საბადო, სადაც გამოიყენებოდნენ ჩერეპანოვების ორთქლმავლები.[4] 1837 წელს რუსეთში ექსპლოატაციაში შევიდა პირველი საჯარო რკინიგზა პეტერბურგსა და ცარსკოე სელოს შორის. 1851 წელს აშენდა მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის ორლიანდაგიანი რკინიგზა.
თანამედროვე სამყაროს სარკინიგზე ქსელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო რკინიგზების საერთო სიგრძე შეადგენდა 13,2 მილიონ კმ-ს, ამასთან მათი საერთო სიგრძის ნახევარზე მეტი მოდიოდა აშშ-ზე, რუსეთზე, კანადაზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ავსტრალიაზე, არგენტინაზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე და ბრაზილიაზე. ყველაზე უფრო მჭიდრო სარკინიგზო ქსელი მდებარეობს ევროპაში. ამასთან მსოფლიოში არსებობს უზარმაზარი სივრცე, სადაც სარკინიგზო ქსელი საკმაოდ იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს.[5]
რკინიგზის მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარელსო ლიანდაგი შედგება რელსებისაგან, შპლებისაგან, სამაგრი ნაწილებისაგან და სხვა ელემენტებისაგან, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ ლიანდაგის ზედნაშენს. ლიანდაგის ზედნაშენს აგებენ მიწის ვაკისზე, რომელიც წარმოადგენს ადრევე მომზადებულ მიწის ზედაპირს, რომელიც ხელოვნურ ნაგებობებთან ერთობლიობაში, რომლებიც იქმნება რკინიგზის ხაზის მდინარეების, დიდი ნაკადულების, ხეობების და ა.შ. გადაკვეთისას, ქმნის ლიანდაგის ქვედა ნაშენს.
სარელსო ლიანდაგის ძირითად მახასიათებლებს მიაკუთვნებენ ლიანდაგის სიგანეს. ჩვეულებრივ ერთ ქვეყანაში მიღებულია ძირითადად ერთნაირი ლიანდაგის სიგანე ყველა სარკინიგზო ქსელისთვის. მაგრამ გვხვდება გამონაკლისი შემთხვევები ისტორიული, ტექნიკური ან ბუნებრივი მიზეზების გამო (მაგალითად, მთიან ლიანდაგებზე). განასხვავებენ ფართელიანდაგიან (მაგალითად, 1520 მმ საბჭოთა კავშირში (დღეისათვის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), 1435 მმ ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, 1676 მმ ინდოეთსა და მის ახლო სამეზობლოში) და ვიწროლიანდაგიან რკინიგზებს (მაგალითად, 762, 891, 914, 1000 მმ). ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები ხშირად აშენებულია, როგორც სამრეწველო საწარმოებთან მისასვლელი ლიანდაგები.
რკინიგზების მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რკინიგზების მშენებლობის დროს ხორციელდება მუშაობის ორი ძირითადი სახეობა: მიწის ვაკისის მშენებლობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. მიწის სამუშაოებზე იყენებენ საერთო მძიმე ტექნიკას, ისეთებს, როგორებიცაა ექსკავატორები, ბულდოზერები, სკრეპერები და სხვები. ლიანდაგების დასაგებად ასევე გამოიყენება სპეციალური ტექნიკა, ისეთები, როგორებიცაა ლიანდაგდამგებები და რგოლამწყობი მანქანები, ლიანდაგის დასაბალასტებლად და სარელსო-საშპლე რგოლების დასარეხტირებლად ელექტროდამბალასტებლები. რკინიგზის სარემონტოდ გამოიყენება სხვადასხვა სალიანდაგო მანქანები.
ჩვეულებრივ თავდაპირველად აშენებენ ერთ მთავარ ლიანდაგს, ხოლო მოგვიანებით აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც ჩნდება ექსპლოატაციის პროცესში, აშენებენ მეორე და მეტ ლიანდაგებს. ამიტომ პერსპექტიულ მიმართულებებზე ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისას ითვალისწინებენ მომავალში მეორე ლიანდაგის დაგების და რკინიგზის სადგურის მოედნის გაზრდის შესაძლებლობას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Железная дорога დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში.
- Железная дорога в Железнодорожном энциклопедическом словаре.
- Железная дорога კოლიერის ენციკლოპედიაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kolej żelazna. დაარქივებული 2018-04-26 საიტზე Wayback Machine. Encyklopedia Gutenberga.
- ↑ Статья «Промышленная революция», табл.2 на krugosvet.ru. ციტირების თარიღი: 2010-10-06
- ↑ Железные дороги в США
- ↑ Металлургические заводы Урала XVII—XX вв. : [арх. 20 октября 2021 : Энциклопедия / глав. ред. В. В. Алексеев. — Екатеринбург : Издательство Академкнига, 2001. — С. 165. — 536 с. — 1000 экз. — ISBN 5-93472-057-0.]
- ↑ Мировая транспортная система и логистика: основные направления развития. ციტირების თარიღი: 2024-06-14