ოკაპის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოკაპის ველური ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Epulu Okapi Reserve.jpg
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 2°00′00″ ჩ. გ. 28°30′00″ ა. გ. / 2.00000° ჩ. გ. 28.50000° ა. გ. / 2.00000; 28.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 718
საფრთხის ქვეშ 1997- -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 718
რუს.ინგლ.ფრ.

ოკაპის ველური ბუნების ნაკრძალი (ფრანგ. Réserve de faune à okapis) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე იტურის აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეში, სუდანისა და უგანდის საზღვართან. ნაკრძალი მოიცავს 14 000 კმ² ტერიტორიას, რომლის 1/5-ს ტყეები შეადგენს.

ოკაპის ნაკრძალი იუნესკოს სიას 1997 წელს დაემატა. მის მთავარ საფრთხეს ტყეების ჩეხვა წარმოადგენს, რაც სასოფლო-სამეურნეო მიზნებითაა გამოწვეული, ასევე ცხოველებზე კომერციული ნადირობა, როდესაც მათ გასაყიდად იჭერენ. კიდევ ერთი პრობლემაა აქ არსებული ოქროს მაღაროები. 2005 წელს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულმა ბრძოლებმა ნაკრძალის ტერიტორიაზეც შეაღწია, რის გამოც მისი პერსონალი ევაკუირებულ იქნა. მაშინ როდესაც ადგილობრივი მბუტისა და ბანტუს ხალხი ტყესა და ველურ ბუნებას ტრადიციულად პატივს სცემს, ამ არეალის იმიგრანტებს იგივე დამოკიდებულება არ ახასაითებთ. ასევე პრობლემატურია მწირი დაფინანსება, რაც გამოწვეულია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცუდი პოლიტიკური სიტუაციითა და ეკონომიკური სიღატაკით. იმედოვნებენ, რომ ამ არეალში განვითარდება ეკოტურიზმი, რაც გაზრდის მის შემოსავლებს და აამაღლებს საზოგადოების ცნობერებას.

როგორც მისი სახელიდან ჩანს, ნაკრძალში ბევრი ოკაპი ბინადრობს. 1996 წლისთვის, მათი რიცხვი 3900–6350 იყო, მსოფლიოში სულ არსებული მათი 10 000 – 20 000 ერთეულიდან. მდინარე ეპულუზე მდებარეობს კონსერვაციისა და კვლევების ცენტრი. ის სათავეს იღებს 1928 წლიდან, როდესაც ამრეიკელმა ანთროპოლოგმა პატრიკ პუტნამმა ამ ტერიტორიაზე სადგური დააარსა, რომელიც გარეულ ოკაპებს იჭერდა და ამერიკისა და ევროპის ზოოპარკებში გზავნიდა. ის დღემდე ფუნქციონირებს ამავე მიზნებით, თუმცა განსხვავებული მეთოდოლოგიით — ოკაპებს იჭერენ და შემდეგ ტყვეობაში ზრდიან, ამის შემდეგ კი მხოლოდ მათ ნაშიერებს გზავნიან ზოოპარკებში. ასე დაბადებულ ცხოველებს გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი აქვთ. ამავე დროს, დაჭერილი ცხოველების მხოლოდ მინიმალური რიცხვია გენეტიკური გამრავლების უნარის მქონე. ეს ცენტრი ასევე ახორციელებს უმნიშვნელოვანეს კვლევებსა და საკონსერვაციო სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ოკაპებისა, ნაკრძალში ასევე ბინადრობს მრავალი საინტერესო და საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველი, ისეთები, როგორებიცაა ტყის სპილო და უიშვიათესი მაიმუნების 13 სახეობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე სახლობს ადგილობრივი მომთაბარე მბუტისა და ბანტუს ხალხი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]