ლობიტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ლობიტუ
პორტ. Lobito
Lobito restinga2.jpg
დროშა გერბი
Bandeira do lobito2.jpg Brasão do lobito2.jpg

ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
პროვინცია ბენგელის პროვინცია
კოორდინატები 12°20′53″ ს. გ. 13°32′44″ ა. გ. / 12.34806° ს. გ. 13.54556° ა. გ. / -12.34806; 13.54556
დაარსდა 1843
ფართობი 3648 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17
მოსახლეობა 149 249 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 40,91 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ლობიტუ — ანგოლა
ლობიტუ

ლობიტუ (პორტ. Lobito) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ანგოლაში, ბენგელის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კატუმბელის ესტუარის ჩრდილოეთით, დაახლოებით 35 კმ-ში პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ ბენგელიდან. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 17 მეტრს[1]. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 149 249 ადამიანს; მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერით — 324 050 ადამიანს[2]. მდინარე კატუმბელაზე ხიდის აშენების შემდეგ ლობიტუ შეერწყა ქალაქ ბენგელას ერთ მეგაპოლისად, მოსახლეობით თითქმის 1 მილიონი ადამიანი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებად ქალაქად სამხრეთ აფრიკაში.

ქალაქი დაარსდა 1843 წელს პორტუგალიის კოლონიალური სამფლობელო პორტუგალიის დასავლეთი აფრიკის ტერიტორიაზე. ქალაქი ბენგელის სარკინიგზო ხაზის, რომელიც აკავშირებს ატლანტის ოკეანის სანაპიროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთთან, ბოლო პუნქტია. იგი მსხვილი საზღვაო პორტია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]