რეიუნიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეიუნიონი
ფრანგ. Réunion
რეიუნიონი
თარგი:ქვეყნის მონაცემები რეიუნიონი
ჰიმნი: მარსელიეზა
დედაქალაქი სენ-დენი
21°07′ ს. გ. 55°32′ ა. გ. / 21.117° ს. გ. 55.533° ა. გ. / -21.117; 55.533
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ნასიმა დინდარი
 -  რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი დიდიე რობერი
 -  პრეფექტი დომინიკ სორენი
ფართობი
 -  სულ 2,512 კმ2 
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 827 000 კაცი 
 -  2011 აღწერა 828 581 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 329,85 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ 14,4 მილიარდი € 
 -  ერთ მოსახლეზე 17 520 € 
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი +4
ქვეყნის კოდი RE
Internet TLD .re
სატელეფონო კოდი +262

რეიუნიონი (ფრანგ. Réunion) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 828 581 ადამიანს[1]. ადმინისტრაციული ცენტრი — სენ-დენი (145 238 ად. 2012 წ.). სასაათე სარტყელია UTC+4 და არ იცვლება ზაფხულის დროზე, შესაბამისად ემთხვევა საქართველოს დროს.

რეიუნიონი ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონია და როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი, წარმოადგენს ევროზონის ნაწილს.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის რუკა
კუნძულ რეიუნიონის ხედი კოსმოსიდან
რეიუნიონის ფიზიკური რუკა
რეიუნიონის სანაპირო

კუნძულის ტერიტორიის ფართობია — 2512 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 207 კმ. იგი მასკარენის კუნძულების ყველაზე დასავლეთი კუნძულია. კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პითონ-დე-ნეჟის ჩამქრალი ვულკანი (3069 მეტრი), მისი უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 12-20 ათასი წლის წინ. სიმაღლით მეორეა — გრო-მორნი (3019 მეტრი) პითონ-დე-ნეჟის მთიანეთში. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პითონ-დე-ლა-ფურნეზის (Piton de la Fournaise) მოქმედი ვულკანი, სიმაღლით 2631 მეტრი. XVII საუკუნიდან დაფიქსირებულია მისი დაახლოებით 150 ამოფრქვევა. კუნძულის ყველაზე დაბალი წერტილი მისი სანაპირო ზოლია. ლავურ მინდვრებს უკავია რეიუნიონის ფართობის დაახლოებით 20 %.

მიუხედავად იმისა, რომ რეიუნიონი მდებარეობს მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში, მისი გეოლოგია განსხვავდება არქიპელაგის სხვა კუნძულებისაგან. პითონ-დე-ნეჟი სიმაღლით ბევრად აღემატება მავრიკის უმაღლეს წერტილს (პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი, 826 მეტრი) და კუნძულ როდრიგესს (390 მეტრი). რეიუნიონი წარმოიქმნა 2 მილიონი წლის წინ, მაშინ როდესაც მავრიკი — 8 მილიონზე მეტი წლის წინ.

კუნძულის ცენტრალური ნაწილი — ეროზიით დანგრეული ვულკანური რაიონი, რომელშიც მრავლადაა ფართე ცირკები, რომელთა ფსკერი დაფარულია ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით. მდინარეები სავსეა ჩანჩქერებით.

ცირკებს ეხებიან მაგიდისებური პლატოები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ისინი დაფარულია ტყეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის პლატოებს ზოგან არა აქვს ნიადაგი, შედგება შავი ბაზალტისაგან.

კლიმატი ტროპიკული და პასატურია. მთებში ტემპერატურა დაბალია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა დაბალია, ხოლო ატმოსფერული ნალექები ცოტაა, ნოემბრიდან მაისამდე — ცხელი და ნოტიო სეზონია.

მთებში — ტროპიკული ტყეები და მინდვრებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით — სავანებია.

რეიუნიონი — მასკარენის ტყეების ეკორეგიონის ნაწილია, რომელიც XVII საუკუნიდან საკმაოდ დაზარალებულია, მასზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ბევრი ენდემური სახეობა გადაშენებულია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ადმინისტრაციულად რეიუნიონი იყოფა 4 ოლქად.

ოლქი ადმ. ცენტრი მოსახლეობა,[3]
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კანტონების რიცხვი კომუნების რიცხვი
1 სენ-ბენუა სენ-ბენუა 122 225 736 166,07 9 6
2 სენ-დენი სენ-დენი 197 883 423 467,81 14 5
3 სენ-პოლი სენ-პოლი 211 448 467 452,78 10 5
4 სენ-პიერი სენ-პიერი 297 025 878 338,30 16 8
სულ 49 24

ოლქები იყოფიან 24 კომუნად.

რეიუნიონის ადმინისტრაციული რუკა
კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
INSEE-ს კოდი საფოსტო
ინდექსი
მოსახლეობა,
ად. (2011 წელი)
ფართობი,
კმ²
1 ანტრ-დე Entre-Deux 97403 97414 6285 66,83
2 ბრა-პანონი Bras-Panon 97402 97412 11 838 88,55
3 ლა-პლენ-დე-პალმისტი La Plaine-des-Palmistes 97406 97431 5354 83,19
4 ლა-პოსესიონი La Possession 97408 97419 30 911 118,35
5 ლე-პორი Le Port 97407 97420 37 558 16,62
6 ლე-ტამპონი Le Tampon 97422 97430 74 998 165,43
7 ლე-ავირონი Les Avirons 97401 97425 10 705 26,27
8 ლ'ეტან-სალე L'Étang-Salé 97404 97427 13 530 38,65
9 პეტიტ-ილი Petite-Île 97405 97429 11 573 33,93
10 სალასი Salazie 97421 97433 7418 103,82
11 სენ-ბენუა Saint-Benoît 97410 97470 35 733 229,61
12 სენ-დენი Saint-Denis 97411 97400 145 347 142,79
13 სენ-ჟოზეფი Saint-Joseph 97412 97480 36 401 178,50
14 სენ-ლე Saint-Leu 97413 97436 30 207 118,37
15 სენ-ლუი Saint-Louis 97414 97450 31 837 98,90
16 სენ-პიერი Saint-Pierre 97416 97410 80 356 95,99
17 სენ-პოლი Saint-Paul 97415 97460 103 916 241,28
18 სენ-ფილიპი Saint-Philippe 97417 97442 5031 153,94
19 სენ-ანდრე Saint-André 97409 97440 55 090 53,07
20 სენტ-მარი Sainte-Marie 97418 97438 29 962 87,21
21 სენტ-როზი Sainte-Rose 97419 97439 6792 177,60
22 სენტ-სიუზანი Sainte-Suzanne 97420 97441 22 574 58,84
23 სილაო Cilaos 97424 97413 5623 84,40
24 ტრუა-ბასენი Trois-Bassins 97423 97426 7226 42,58
სულ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საფრანგეთის რეგიონების მოსახლეობა (2011 წელი)
  2. Réunion is pictured on all Euro banknotes, on the back at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomination.
  3. რეიუნიონის მოსახლეობა (2011 წელი)