ამპლიტუდა
ფიზიკაში ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან. მაგალითად, ბგერითი ტალღის ამპლიტუდა არის ტალღის გავრცელების დროს წნევის რხევის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.
წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 = (პიკური) ამპლიტუდა (),
2 = პიკებს (მაქსიმუმებს) შორის ამპლიტუდა (),
3 = საშუალო კვადრატული ამპლიტუდა (),
4 = პერიოდი
მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალურ გადახრებს შორის სხვაობა. სინუსოიდური ტალღისათვის მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა (პიკური) ამპლიტუდის გაორმაგებული მნიშვნელობის ტოლია (იხილე სურათი).
პიკური ამლიტუდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პიკური ამპლიტუდა, ან უბრალოდ ამპლიტუდა არის რაიმე სიგნალის გავრცელებისას/რხევისას მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.
საშუალო კვადრატული ამპლიტუდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საშუალო კვადრატული ამპლიტუდა ხშირად გამოიყენება ელექტრობასა და მომიჯნავე დარგებში. ის განისაზღვრება როგორც წონასწორობის მდგომარეობიდან გადახრის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური ტალღისთვის საშუალო კვადრატული საშუალო ამპლიტუდა არის ამლიტუდა/21/2.