მატადი
ქალაქი | |
---|---|
მატადი ფრანგ. Matadi | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ცენტრალური კონგოს პროვინცია |
კოორდინატები | 5°49′00″ ს. გ. 13°29′00″ ა. გ. / 5.81667° ს. გ. 13.48333° ა. გ. |
დაარსდა | 1879 |
ფართობი | 110 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 18 მ |
მოსახლეობა | 306 053 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 2782,30 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
მატადი (ფრანგ. Matadi) — მთავარი საზღვაო პორტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ცენტრალური კონგოს პროვინციის (ქვემო კონგოს პროვინცია) ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 306 053 ადამიანს[1].
დასახელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა მატადი კონგოს ენაზე ნიშნავს «ქვას». ქალაქი აშენებულია ბორცვის მკვეთრად დაქანებულ ფერდოზე (ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ვინც ცხოვრობენ მატადიში, კარგად იციან რას ნიშნავს «ზემოთ ასვლა», «ქვემოთ ჩამოსვლა» და «ოფლიანობა»).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატადი ჰენრი მორტონ სტენლიმ დააარსა 1879 წელს. კონგოს მეორე ომის წლებში, 1998 წლის აგვისტოში, მატადი დაიპყრო პოლკოვნიკ ჯეიმზ კაბარერეს აჯანყებულებმა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს მდინარე კონგოს მარცხენა სანაპიროზე, 148 კმ-ში მდინარის ატლანტის ოკეანესთან მიერთების ადგილიდან, ზღვის დონიდან 18 მეტრ სიმაღლეზე[2].
მდინარე კონგოს ზედა დინებაში არსებობს მთელი რიგი გამოქვაბულები, ცნობილი სახელწოდებით დიოგუ კანის კლდეები, რომელიც მას დაერქვა ამ პორტუგალიელი ზღვაოსანის მიერ 1485 წელს კედლებზე გაკეთებული წარწერების პატივსაცემად. კამბიერის მთა და იელაბის ჭორომები ასევე მდებარეობენ ქალაქთან ახლოს.
ეკონომიკა და ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარის ატლანტის ოკეანესთან მიერთების ადგილი — ყველაზე ფართეა აფრიკაში. (მატადის გარდა, იქ მდებარეობს კიდევ სამი ქალაქი: ბომა და ბანანა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სოიო ანგოლაში). მატადი — ქვეყნის მთავარი პორტია, მისი საშუალებით ხორციელდება ქვეყნის ძირითადი საგარეო ტვირთბრუნვა. ძირითადად გააქვთ ყავა და მერქანი. სახელმწიფო თევზსაჭერი კომპანია «Pemarza» მატადის პორტის საშუალებით ამარაგებს დედაქალაქს თევზით. ქალაქთან სიახლოვეს მდებარეობს ჩიმპის აეროპორტი.
მატადის ხიდი — ესაა ქალაქ მატადიდან სამხრეთში მდინარე კონგოზე 1983 წელს აშენებული 722 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდი (ძირითადი მალის სიგრძე შეადგენს 520 მეტრს). ხიდზე გადის ძირითადი ავტოგზა, რომელიც კინშასას აკავშირებს სანაპიროსთან, შემდეგ კი მიემართება ქალაქებისკენ ბომა, ბანანა და მოანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი შენდებოდა ერთობლივი დანიშნულების, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო, დღეისათვის მასზე არ ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა. რკინიგზა ქალაქ მატადის აკავშირებს კინშასასთან (366 კმ) და აქვე მთავრდება, არ გრძელდება სანაპიროსკენ.
მდინარე მპოზოზე აშენებული ელექტროსადგური უზრუნველყოფს მატადის ელექტროენერგიით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer
- ↑ Matadi, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
|