მაოიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაოიზმი ან მაო ძედუნის ნააზრევიმარქსიზმ-ლენინიზმის ნაირსახეობა, რომელიც მაო ძედუნმა შექმნა სოციალისტური რევოლუციის რეალიზაციისთვის , ჩინეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის საზოგადოებაში და მოგვიანებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ფილოსოფიური განსხვავება მაოიზმსა და მარქსიზმ-ლენინიზმს შორის იმაში მდგომარეობს, რომ გლეხი რევოლუციური ავანგარდი უფროა წინა ინდუსტრიულ საზოგადოებებში, ვიდრე პროლეტარიატი. მარქსიზმ-ლენინიზმის ეს განახლება და ადაპტაცია ჩინურ პირობებთან, რომელშიც რევოლუციური პროცესი არის პირველადი და იდეოლოგიის მადიდებლობა მეორეხარისხოვანი, წარმოადგენს ურბანულ მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც ადაპტირებულია წინა ინდუსტრიულ ჩინეთში. მიუხედავად მარქსიზმისა და მაოიზმის მსგავსებისა, მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავები. მარქსიზმი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის თანასწორობა იქნება. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ემყარება კარლ მარქსის მიერ დადგენილ დოგმებს. მაოიზმს, თავის მხრივ, სურს, რომ მისმა ქვეყანამ, ჩინეთმა, დაინახოს პროლეტარიატის რევოლუციის საჭიროება და შეცვალოს იმდროინდელი საზოგადოება. მას არ შეეძლო მარქსიზმის ზუსტი კოპირება ჩინეთში, სადაც ფერმერთა უზარმაზარი მოსახლეობა ცხოვრობდა. ასე რომ, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა თეორიაში და შეუსაბამა ჩინეთის პირობებს, მაო ძედუნმა მარქსიზმ – ლენინიზმის ერთგვარი ადაპტაცია მოახდინა ჩინურ პირობებთან. [1][2][3][4][5][6]

1950-იანი წლებიდან დენ სიაპონ- ის ჩინურ ეკონომიკურ რეფორმებამდე, 1970-იანი წლების ბოლოს, მაოიზმი იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და მაოისტური რევოლუციური მოძრაობების პოლიტიკური და სამხედრო იდეოლოგია მთელ მსოფლიოში.[7] 1960-იანი წლების სსრკ-ჩინეთის განხეთქილების შემდეგ, ჩინეთის კომუნისტური პარტია და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აცხადებდნენ, რომ თითოეული მათგანი იყო იოსებ სტალინის, მარქსიზმ – ლენინიზმისა და მსოფლიო კომუნიზმის იდეოლოგიის ერთადერთი მემკვიდრე.[1]

1970-იანი წლების ბოლოს პერუს კომუნისტურმა პარტიამ ნათელმა გზამ შექმნა და მაოიზმის სინთეზირება მოახდინა მარქსიზმ – ლენინიზმ – მაოიზმში და შექმნა მარქსიზმ – ლენინიზმის თანამედროვე ნაირსახეობა.[8]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ჩინური ინტელექტუალური ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასასრულს, თანამედროვე ჩინური ინტელექტუალური ტრადიცია განისაზღვრება ორი ცენტრალური კონცეფციით: (i) ხატმებრძოლეობა (იკონოკლაზმი) და (ii) ნაციონალიზმი.[9]

იკონოკლასტების რევოლუცია და ანტი-კონფუციანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის ბოლოსთვის, ჩინეთის ტრადიციული ელიტის (ანუ მემამულეებისა და ბიუროკრატების) პროპორციულად მცირე, მაგრამ სოციალურად მნიშვნელოვანმა ჯგუფმა, აღმოჩინა, რომ ისინი უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ კონფუციანიზმის ეფექტურობას და მორალურ ვალიდურობა.[10] ამ სკეპტიკურმა იკონოკლასტებმა ჩამოაყალიბეს ჩინური საზოგადოების ახალი სეგმენტი, თანამედროვე ინტელიგენცია, რომლის ჩამოყალიბება იქცა სოციალური კლასების განადგურების დასაწყისად.[11]

ჩინეთის იმპერიის უკანასკნელი დინასტიის დაცემამ 1911 წელს ნიშნავდა კონფუცის მორალური წესრიგის საბოლოო მარცხს და კონფუციანიზმი გადაიქცა პოლიტიკური კონსერვატიზმის სინონიმად ინტელიგენციის გონებაში. ეს იყო კონსერვატიზმისა და კონფუციანიზმის ასოციაცია, რომელიც კრძალავდა XX საუკუნის პირველი ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის ინტელექტუალური აზრის იკონოკლასტურ ბუნებას.[12]

ჩინურმა იკონოკლაზმამ ყველაზე მკაფიო და ხმამაღალი გამოხატულება მიიღო ჩენ დუქსიუს ახალი კულტურის მოძრაობის დროს, რომელიც მიმდინარეობდა 1915 და 1919 წლებში.[12] „წარსულის ტრადიციებისა და ღირებულებების სრული განადგურების“ მოთხოვნით გამოდიოდა ახალი კულტურის მოძრაობა. აღნიშნულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ახალი ახალგაზრდობა, პერიოდული გამოცემა, რომელიც გამოქვეყნდა ჩენ დუქსიუს მიერ და ღრმა გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მაო ძედუნზე, რომლის პირველი გამოქვეყნებული ნაშრომი გამოჩნდა ამავე ჟურნალის გვერდებზე.

ნაციონალიზმი და მარქსიზმის მიმართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იკონოკლაზმთან ერთად, რადიკალური ანტიიმპერიალიზი დომინირებდა ჩინეთის ინტელექტუალურ ტრადიციაზე და ნელ-ნელა გადაიზარდა სასტიკ ნაციონალისტურ სიფიცხეში, რამაც ძლიერად იმოქმედა მაოს ფილოსოფიაზე და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მარქსიზმის ადაპტირებისას ჩინურ მოდელთან.[13] იმდროინდელი ჩინური ნაციონალისტური სენტიმენტების გასაგებად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ვერსალის ხელშეკრულებას, რომელიც 1919 წელს გაფორმდა. ხელშეკრულებამ გამოიწვია მწარე ნაციონალისტური უკმაყოფილების ტალღა ჩინელ ინტელექტუალებზე, რადგანაც ადრე გერმანიის მიერ კონტროლირებადი შანდუნი - ჩინელებთან კონსულტაციის გარეშე გადაეცა იაპონიის კონტროლს.[14]

ნეგატიურმა რეაქციამ კულმინაციას მიაღწია1919 წლის 4 მაისს მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც 3000 სტუდენტმა დაიწყო საპროტესტო აქცია პეკინში, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ იაპონიისთვის ვერსალის ხელშეკრულებით დათმობის შესახებ. საპროტესტო მოძრაობამ ძალადობრივი სახე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა დაიწყეს თავდასხმა მინისტრთა სახლებსა და ოფისებზე, რომლებიც იაპონელებთან თანამშრომლობდნენ ან პირდაპირ ანაზღაურებად იღებდნენ მათგან.[14] 4 მაისის ინციდენტი და მოძრაობა აღმოჩნდა კატალიზატორი და გააღვიძა დიდი ხნის მიძინებული პოლიტიკური საზოგადოება.

კიდევ ერთმა საერთაშორისო მოვლენამ დიდი გავლენას იქონია არამარტო მაოზე, არამედ ჩინურ ინტელიგენციაზე. რუსეთის რევოლუციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩინელ ინტელექტუალთა შორის, თუმცა ჩინეთში სოციალისტური რევოლუცია არ განიხილებოდა სიცოცხლისუნარიან ვარიანტად 4 მაისის ინციდენტის შემდეგ.[15] ამის შემდეგ, მარქსისტად გახდომა იყო ერთი გზა, რომ ჩინელ ინტელექტუალებს უარი ეთქვათ როგორც ჩინურ ტრადიციებზე ასევე ჩინეთის აწმყოს ფორმირებაში დასავლეთის ბატონობაზე.

განსხვავებები მარქსიზმისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაოიზმსა და მარქსიზმს შორის ორი განსხვავებაა იმაში, თუ როგორ განისაზღვრება პროლეტარიატი და რა პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებით წამოიწყება კომუნისტური რევოლუცია:

  1. კარლ მარქსისთვის პროლეტარიატი იყო ურბანულ მუშათა კლასი, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც ბურჟუაზიამ დაამარცხა ფეოდალიზმი.[16] მაო ძედუნისთვის, პროლეტარიატი იყო მილიონობით გლეხი, რომელსაც იგი ხალხის მასას უწოდებდა. მაომ თავისი რევოლუცია გლეხებზე დაყრდნობით დააფუძნა, რადგან მათ ორი თვისება გააჩნდათ: (i) ისინი ღარიბი იყვნენ, და (ii) ისინი იყვნენ პოლიტიკურად ცარიელი/სუფთა ფენა. მაოს სიტყვებით: „სუფთა ფურცელს ლაქები არ აქვს და ამიტომ მასზე შეიძლება დაწერილი იყოს უახლესი და ლამაზი სიტყვები“.[17]
  2. მარქსისთვის პროლეტარული რევოლუცია შინაგანად იყო გააქტიურებული, გამოწვეული წარმოების კაპიტალისტური რეჟიმით. კაპიტალიზმის განვითარებამ წარმოქმნა დაძაბულობა პროდუქტიულ ძალებსა და წარმოების რეჟიმს შორის.[18] პოლიტიკური დაძაბულობა ნაყოფიერ ძალებს (მუშებს) და საწარმოო საშუალებების მფლობელებს (კაპიტალისტებს) შორის პროლეტარული რევოლუციის გარდაუვალი სტიმული იქნებოდა, რაც გამოიწვევს კომუნისტურ საზოგადოებას, როგორც მთავარ ეკონომიკურ სტრუქტურას. მაო არ წერდა მარქსის მსგავსად ეკონომიკურ სისტემაში გარდაუვალი ციკლურობის შესახებ. მისი მიზანი იყო ჩინეთის ერის გაერთიანება და ამრიგად, ჩინეთისთვის პროგრესული ცვლილების გაცნობიერება კომუნიზმის ფორმით, ამიტომ საჭირო გახდა რევოლუცია რაც შეიძლება მალე. სახალხო მასების დიდ კავშირში (1919), მაომ თქვა: „სახელმწიფოს შლამ, კაცობრიობის ტანჯვამ და საზოგადოების სიბნელეებმა უკიდურესობამდე მიაღწია“.[19]

ამრიგად, ორივე თეორია ყურადღებას ამახვილებს პროლეტარიატის რევოლუციაზე, რომელიც შეცვლის საზოგადოებას: მარქსიზმი ყურადღებას ამახვილებს ქალაქის მუშებზე, ხოლო მაოიზმი ყურადღებას ამახვილებს გლეხზე ან მიწათმოქმედებაზე. მარქსიზმს სჯერა,რომ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ინდუსტრიულია და ინდუსტრიალიზაცია პროლეტარიატის რევოლუციის აუცილებელი კომპონენტია. მაოიზმი კი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ინდუსტრიალიზაციას ან ტექნოლოგიებს. შესაბამისად, მარქსიზმისთვის პრიორიტეტულია სამრეწველო პროდუქტი და მაოიზმისათვის — სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

კიდევ ერთი განსხვავება ეხება ეკონომიკისადმი მიდგომას: მარქსიზმს სჯეროდა, საზოგადოებაში მიმდინარე ყველა ცვლილება ან ნებისმიერი რამ, უკავშირდება ეკონომიკას. მაოიზმისათვის კი საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები ადამიანური ბუნების შედეგია და არა ეკონომიკის.

მაოიზმი აღწერილია როგორც ჩინეთის პირობებისათვის ადაპტირებული მარქსიზმ-ლენინიზმი, ქვეყანაში საყოველთაოდ გამოიყენება მისი ვარიანტი მარქსიზმ-ლენინიზმ-მაოიზმი.

მაოიზმი ჩინეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოსტრევოლუციურ პერიოდში მაო ძედუნის აზრი განისაზღვრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში, როგორც „მარქსიზმი-ლენინიზმი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის კონტექსტში“, სინთეზირებულია მაოსა და ჩინეთის „პირველი თაობის “ მიერ. იგი ირწმუნება, რომ კლასობრივი ბრძოლა გრძელდება მაშინაც კი, თუ პროლეტარიატმა უკვე დაამხო ბურჟუაზია და თვით კომუნისტური პარტიის შემადგენლობაში შედის კაპიტალისტური რესტავრატორული ელემენტები. მაოიზმმა წარმოადგინა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი ყოვლისმომცველი თეორიული სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სოციალისტური რევოლუცია, სოციალისტური საზოგადოების შექმნა, სოციალისტური სამხედრო მშენებლობა და ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა წინააღმდეგობებს, თუ როგორ მოიხსენიონ სოციალისტური მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავაც შეიძლება ითქვას, რომ არის მთავარი ძალა, რომელმაც დაამარცხა „იმპერიალიზმი და ფეოდალიზმი“ და შექმნა „ახალი ჩინეთი“ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ, იდეოლოგია გადარჩა მხოლოდ კომუნისტური პარტიის კონსტიტუციის სახელით, რადგან დენგ სიაოპინმა გააუქმა ყველა მაოისტური პრაქტიკა 1978 წელს როდესაც შექმნა სახელმძღვანელო სახელწოდებით „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით “.[20]

კრიტიკა და განხორციელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ჩინეთის კომუნისტურ პარტიში პოპულარობის დაკარგვის მიუხედავად, მაო მაინც პატივსაცემი პიროვნებაა დღემდე.

მაოიზმი დაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიის სასარგებლოდა, დენ სიაპონის რეფორმებით 1978 წელს. დენს მიაჩნდა, რომ მაოიზმმა აჩვენა „ულტრა-მემარცხენეობის“ საფრთხეები, რაც გამოიხატა სხვადასხვა მასობრივ მოძრაობაში, რომლებიც მაოისტების ხანას ახასიათებდა. ჩინურ კომუნიზმში ტერმინი „მარცხენა“ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მაოისტური პოლიტიკის ევფემიზმი. ამასთან, დენმა აღნიშნა, რომ მაოიზმის რევოლუციური მხარე უნდა ჩაითვალოს მმართველი მხარისგან განცალკევებულად, რასაც მის ცნობილ ეპითეტამდე მივყავართ, რომ მაო იყო „70% მართალი, 30% არასწორი“.[21] ჩინელი მეცნიერები ზოგადად თანხმდებიან, რომ დენისეული ინტერპრეტაცია მაოიზმის შესახებ ინახავს ჩინეთში კომუნისტური მმართველობის ლეგიტიმურობას, მაგრამ ამავე დროს აკრიტიკებს მაოს ბრენდის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მმართველობას.

პოპულიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაოს მტკიცედ სწამდა ერთიანი ხალხის კონცეფციის.[22] მაოიზმის მრავალი სვეტი, როგორიცაა ინტელექტუალების უნდობლობა იყო ტიპური პოპულისტური იდეა.[13] „ხალხის ომის კონცეფცია, რომელიც ასე აქტუალურია მაოისტური აზრისთვის, პირდაპირ არის პოპულისტური სათავეებიდანვე. მაო თვლიდა, რომ ინტელექტუალები და პარტიული კადრები უნდა ყოფილიყვნენ მასის პირველი მოსწავლეები, რომ მოგვიანებით გახდარიყვნენ მასების მასწავლებლები. ეს კონცეფცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული „ხალხის ომის“ სტრატეგიისთვის.

ნაციონალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაოს ნაციონალისტურმა იმპულსებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარქსიზმის ადაპტირებაში ჩინურ მოდელთან და მაოიზმის ფორმირებაში.[23] მაოს ნამდვილად სჯეროდა, რომ ჩინეთს უნდა შეესრულებინა გადამწყვეტი როლი სოციალისტური რევოლუციის ტალღაში საერთაშორისო მასშტაბით. ამ რწმენამ, ან იმ მრისხანებამ, რომლითაც მაო მართავდა მის პოლიტიკას, ჩამოაშორა სხვა ჩინელ კომუნისტებს და წაიყვანა მაო იმ გზით, რასაც ლევ ტროცკი უწოდებდა „მესიანურ რევოლუციურ ნაციონალიზმს“, რაც მის პიროვნულ ფილოსოფიაში იყო.[22] გერმანიის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აქტივისტმა მაიკლ კოჰენენმა, რომელიც ყოფილი მაოისტია, შეაფასა მაოიზმი, როგორც ნაციზმის ჩინური ფორმა.[24]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marxism in the Chinese Revolution by Arif Dirlik.
  • Trotskyism and Maoism: Theory and Practise in France and the United States. A. Belden Fields (1988).
  • Maoism at the Grassroots: Everyday Life in China’s Era of High Socialism, edited by Jeremy Brown and Matthew D. Johnson.
  • Rethinking Mao: Explorations in Mao Zedong's Thought by Nick Knight.
  • The End of Concern: Maoist China, Activism, and Asian Studies by Fabio Lanza (2017).
  • The Function of „China“ in Marx, Lenin, and Mao by Donald Lowe.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lenman, B. P.; Anderson, T., eds. (2000). Chambers Dictionary of World History. p. 769.
  2. The five main contributions of Maoism to communist thought. Nuovo Partito Comunista Italiano (18 October 2007). ციტირების თარიღი: 6 December 2019.
  3. What is Maoism?. Revolutionary Anti-Imperialist Movement (5 August 2011). ციტირების თარიღი: 6 December 2019.
  4. Marxism-Leninism-Maoism Basic Course. Communist Party of India (Maoist) (11 June 2014). ციტირების თარიღი: 6 December 2019.
  5. Continuity and Rupture: Philosophy in the Maoist Terrain. Zero Books. 
  6. (2019-09-03) Maoism: A Global History. Knopf Doubleday Publishing Group. 
  7. Leninism and Maoism: Some Populist Perspectives on Marxism-Leninism in China. Jan-Mar 1971.
  8. Bullock, Allan; Trombley, Stephen, eds. (1999). The New Fontana Dictionary of Modern Thought (3rd ed.). p. 501.
  9. Meisner, Maurice. Mao's China and After, New York:Free Press, 1999. pp. 12–16.
  10. Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 10.
  11. Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 11.
  12. 12.0 12.1 Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 14.
  13. 13.0 13.1 Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 44.
  14. 14.0 14.1 Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 17.
  15. Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 18.
  16. Sandmo, Agnar. Economics Evolving: A History of Economic Thought, Princeton, NJ: Princeton University Press, 2011, p.000.
  17. Gregor, A. James; Chang, Maria Hsia (1978). "Maoism and Marxism in Comparative Perspective". The Review of Politics. 40: 3. pp. 307–327.
  18. Sandmo, Agnar (2011). Economics Evolving: A History of Economic Thought, Princeton, New Jersey: Princeton University Press, p.000.
  19. Mao, Zedong. "The Great Union of the Popular Masses". Selected Works of Mao Tse-tung. Retrieved 25 April 2019.
  20. Xinhua: Constitution of the Communist Party of China. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 October 2011. ციტირების თარიღი: 10 November 2011.
  21. 70 per cent good, 30 per cent bad.
  22. 22.0 22.1 Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 43.
  23. Meisner, Maurice. Mao's China and After. New York: Free Press, 1999. p. 42.
  24. Lee, Martin A. The Beast Reawakens: Fascism's Resurgence from Hitler's Spymasters to Today, 2013. p. 195.