მარქსიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარქსიზმი — კარლ მარქსის მიერ დაარსებული ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება.

მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობლ ნაშრომში კაპიტალი.

კომუნიზმი ემყარება მარქსიზმის იდეებს.

როგორც ფილოსოფიური მიმართულება მარქსიზმი ეფუძნება მატერიალისტურ გაგებას რომლის მიხედვითაც საზოგადოების ცხოვრების ფორმას− საზოგადოებრივ ფორმაციას, ეკონომიკა განსაზღვრავს. ეს თეორია აგებულია მთავარ დებულებაზე კლასობრივი ბრძოლის შესახებ და გულისხმობს საზოგადოებრივი ფორმაციების ძირითადად ძალადობრივი, რევოლუციური გზით ცვლილებას. ამასთანავე, კლასობრივ ბრძოლას მარქსიზმში კანონის ძალა ენიჭება. მაგალითად „კლასობრივი ბრძოლის კანონით“ წინასწარ განსაზღვრულია, რომ კაპიტალიზმის პირობებში ჩაგრული კლასი− პროლეტარიატი, ახსდგება მჩაგვრელი, „ექსპლოატატორი“ კლასის−ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მოვა ხელისუფლების სათავეში და დაამყარებს „პროლეტარიატის დიქტატურას“. ეს იქნება პირველი ნაბიჯი საბოლოო მიზნის − უკლასო, კომუნისტური წყობილების დამყარების მიღწევის გზაზე.

მარქსიზმი საფუძვლად დაედო ორ პრინციპულად განსხვავებულ იდეოლოგიას, პოლიტიკურ მიმდინარეობასა და სახელმწიფოებრივ წყობას. ერათი მხრივ, მარქსიზმს ეფუძვნება თანამედროვე დასავლური სოციალ−დემოკრატია, რომელიც უარყოფს მარქსიზმის რევოლუციურ, ძალადობრივ დებულებებს, მაგრამ ამავე დროს, სახელმძღვანელო დებულებად ირჩევს „სოციალური სამართლიანობის“ მარქსისტულ პრინციპს. დღეს ევროპის წამყვან ქვეყნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიები სახელისუფლო პარტიებია. მათი პოლიტიკური მიზანი კი „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაა. ამიტომ, გერმანულ სახელმწიფოს „სოციალურ სახელმწიფოს“, შვედეთის საზოგადოებრივ−პოლიტიკურ სისტემას კი „შვედურ სოციალიზმს“ უწოდებენ. მეორე მხრივ კი, ლენინისა და სტალინის მოძღვრებებით ტრანსფორმირებულ მარქსიზმს ეფუძვნებოდა საბჭოთა რეჟიმი და მისი იდეოლოგია, ანუ ე.წ. „რეალურად არსებული სოციალიზმი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Castro, Fidel; Ramonet, Ignacio (interviewer) (2009) My Life: A Spoken Autobiography. New York: Scribner. ISBN 978-1-4165-6233-7. 
  • Coltman, Leycester (2003). The Real Fidel Castro. New Haven and London: Yale University Press. ISBN 978-0-300-10760-9. 
  • Green, Sally (1981). Prehistorian: A Biography of V. Gordon Childe. Bradford-on-Avon, Wiltshire: Moonraker Press. ISBN 0-239-00206-7. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: