კადმიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადმიუმი
48 Cd
112.41
4d10 5s2
კადმიუმი, 48Cd
Cadmium-crystal bar.jpg
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-თეთრი
სტანდ. ატომური
მასა
Ar°(Cd)

112.41
კადმიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Zn

Cd

Hg
ვერცხლიკადმიუმიინდიუმი
ატომური ნომერი (Z) 48
ჯგუფი 12 ჯგუფი ჯგუფი
პერიოდი 5 პერიოდი
ბლოკი D-block.jpg d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 4d10 5s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 18, 2
ელემენტის ატომის სქემა
Electron shell 048 Cadmium.svg
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
777 °C ​(1050 K, ​​1431 °F)
დუღილის
ტემპერატურა
1377 °C ​(1650 K, ​​2511 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 2,64 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 2,375 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 7,43 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 141 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 26,4 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 796 882 990 1139 1345 1646
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 1, +2 (a strongly basic oxide)
ელექტროდული პოტენციალი −2,89
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 0,95
იონიზაციის ენერგია
  • 1: 549,5 კჯ/მოლ
  • 2: 1064,2 კჯ/მოლ
  • 3: 4138 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 215 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 195±10 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+2e) 112 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 249 პმ
მოლური მოცულობა 33,7 სმ3/მოლი
Strontium spectrum visible.png
კადმიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა უბური წიბოცენტრული
Cubic-face-centered.svg
მესრის პერიოდი 6,080 Å
თერმული გაფართოება 22,5 µმ/(მ·K) (at 25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 26,79 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 35,4 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა −92,0·10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 15,7 გპა
წანაცვლების მოდული 6,03 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0,28
მოოსის მეთოდი 1,5
CAS ნომერი 7440-24-6
ისტორია
აღმოჩენილია უილიამ კრუიკშენკი და ადერ კროუფორდი (1787)
პირველად მიღებულია ჰამფრი დეივი (1808)
კადმიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
82Sr syn 25,36 d ε 82Rb
83Sr syn 1,35 d ε 83Rb
β+ 83Rb
γ
84Sr 0,56% სტაბილური
85Sr syn 64,84 d ε 85Rb
γ
86Sr 9,86% სტაბილური
87Sr 7,00% სტაბილური
88Sr 82,58% სტაბილური
89Sr syn 50,52 d ε 89Rb
β 89Y
90Sr trace 28,90 y β 90Y

კადმიუმი[1][2] (ლათ. Cadmium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის, მეხუთე პერიოდის, მეთორმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის თანაქვეჯგუფის, IIB) ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 48. რბილი ჭედადი წელვადი გარდამავალი ლითონია, აქვს მოვერცხლისფრო-თეთრი რუხი ფერი. მშრალ ჰაერზე მდგრადია, ტენიან ჰაერზე მასზე ჩნდება კადმიუმის ოქსიდის თხელი ფენა, რომელიც ხელს უშლის მის შემდგომ ჟანგვას.

აღმოჩენის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენილია გერმანელი პროფესორის ფრიდრიხ შტომეიერის მიერ 1817 წ. მაგდებურგის პროვიზორებმა თუთიის ოქსიდის ZnO შესწავლისას იეჭვიანეს მასში დარიშხანის მინარევის არსებობა. შტრომეიერმა გამოჰყო ZnO-საგან მუქი-ყავისფერი ოქსიდი, წყალბადით აღადგინა ის და მიიღო მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი, რომელმაც მიიღო სახელწოდება - კადმიუმი.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტრომაიერმა კადმიუმი დაარქვა მადნის ბერძნული სახელწოდების მიხედვით, საიდანაც გერმანიაში მოიპოვებდნენ თუთიას, — καδμεία. თავის მხრივ, მადანმა სახელწოდება მიიღო კადმის ძველბერძნული მითოლოგიის გმირის პატივსაცემად.

ბუნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს 130 მგრ/ტ, ზღვის წყალში 0,11 მკგ/ლ. კადმიუმი მიეკუთვნება იშვიათ, გაბნეულ ელემენტებს: მას ბევრი მინერალი შეიცავს იზომორფული მინარევის სახით და ყოველთვის იმყოფება თუთიის მადნებში. ცნობილია მხოლოდ კადმიუმის 6 მინერალი. კადმიუმის ძალიან იშვიათ მინერალებს წარმოადგენენ გრინოკიტი CdS (77,8% Cd), ჰოულიიტიт, ოტავიტი CdCO3, მონტემპონიტი CdO (87,5% Cd), კადმოსელიტი CdSe (47% Cd), ქსანტოხროიტი CdS(H2O)х (77,2% Cd). კადმიუმის ძირითადი მასა გაბნეულია ბევრ მინერალებში (50-ზე მეტი), უპირატესად თუთიის, ტყვიის, სპილენძის, რკინის, მანგანუმის და ვერცხლისწყლის სულფიდებში. კადმიუმის მაქსიმალური კონცეტრაცია შეინიშნება თუთიის მინერალებში და, უპირველეს ყოვლისა, სფალერიტში (5%-მდე). უმეტეს შემთხვევაში კი კადმიუმის შემცველობა სფალერიტში არ აღემატება 0,4 – 0,6%. სხვა სულფიდებში, მაგალითად, სტანინში კადმიუმი არის მიახლოებით 0,003 – 0,2%, გალენიტში 0,005 – 0,02%, ჰალკოპირიტში 0,006 – 0,12%; ამ სულფიდებიდან კადმიუმს ჩვეულებრივ არ გამოყოფენ.

კადმიუმი არ წარმოქმნის დამოუკიდებელ საბადოებს, და შედის სხვა ლითონების საბადოების შემადგენლობაში. კადმიუმის შემცველობა შედარებით მაღალია საშუალოტემპერატურულ ტყვია-თუთიის საბადოებში და ნაწილობრივ სპილენძ-კოლჩედანის საბადოებში .

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთადერთი მინერალი, რომელიც საინტერესოა კადმიუმის მისაღებად არის - გრინოკიტი, ეგრეთ წოდებული "კადმიუმის მატყუარა». მას მოიპოვებენ სფალერიტთან ერთად თუთიის მადნების გადამუშავებისას. გადამუშავებისას კადმიუმი გროვდება პროცესის თანაურ პროდუქტებში, საიდანაც შემდეგ მას გამოჰყოფენ. ახლა წელიწადში ხდება 10³ ტონაზე მეტი კადმიუმის წარმოება.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმი — მოვერცხლისფრო-თეთრი რბილი ლითონია რომელსაც ჰექსაგონალური კრისტალური მესერი აქვს. თუკი კადმიუმის ჯოხს მოვღუნავთ, მაშინ გავიგებთ გაბზარვის ხმას - ეს ლითონის მიკროკრისტალები ეხახუნებიან ერთმანეთს (ასევე ხმაურობს კალას ჯოხიც).

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმი პერიოდულ სისტემაში იმავე ჯგუფშია სადაც, თუთია და ვერცხლისწყალი, და უჭირავს შუალედური ადგილი მათ შორის, ამიტომაც ამ ელემენტების ზოგი ქიმიური თვისებები მსგავსია. ამ ელემენტების სულფიდები და ოქსიდები წყალში პრაქტიკულად უხსნადია. კადმიუმი ნახშირბადთან არ ურთიერთქმედებს და არ წარმოქმნის კარბიდებს[3].

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენადნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმი გამოიყენება როგორც მაგარი სარჩილავების კომპონენტი (შენადნობები ვერცხლის, სპილენძის და თუთიის საფუძველზე) მათი დნობის ტემპერათურის დასაწევად. წარმოებული კადმიუმის მიახლოებით 10 % არის — საიუველირო შენადნობის და ადვილადლღვობადი შენადნობების კომპონენტი. კადმიუმისა და ოქროს შენადნობს აქვს მომწვანო ფერი[4][5].

დამცავი საფარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოებული კადმიუმის 40 % გამოიყენება ლითონებზე ანტიკოროზიული საფარის დასატანებლად.

დენის ქიმიური წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის მიახლოებით 20 % მიდის კადმიუმიანი ელექტროდების დასამზადებლად, რომლებიც გამოიყენება აკუმულატორებში (ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორი და ვერცხლი-კადმიუმის აკუმულატორი), ვესტონის ნორმალურ ელემენტებში, სარეზერვო ბატერეებში (ტყვია-კადმიუმის ელემენტი, ვერცხლისწყალი-კადმიუმის ელემენტი) და სხვა.

პიგმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის მიახლოებით 20 % გამოიყენება არაორგანულ საღებავ ნივთიერებებში (სულფიდები და სელენიდები, არეული მარილები, მაგალითად, კადმიუმის სულფიდი — ლიმონის კადმიუმი).

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგჯერ კადმიუმი გამოიყენება ექსპერიმენტარულ მედიცინაში.

კადმიუმი გამოიყენება ჰომეოპატიურ მედიცინაში.

  • ბოლო წლებში კადმიუმს გამოიყენებენ ახალი სიმსივნის საწინააღმდეგო ნანო-მედიკამენტების წარმოებაში სსრკ-ში 1950—ან წლებში ჩატარებული იქნა პირველი წარმატებული ექსპერიმენტები, რომელიც დაკავშირებული იყო სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების შემუშავებასთან, კადმიუმის ნაერთების საფუძველზე.

ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმზე ფასი 2011 წელს შეადგინა მიახლოებით 3$ - 1 კგ.

გამოყენების სხვა სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კადმიუმის სულფიდი გამოიყენება აპკურ მზის ბატარეებში რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტია მიახლოებით 10—16 %, ასევე როგორც ძალიან კარგი თერმოელექტრული მასალა.
  • კადმიუმი გამოიყენება როგორც ნახევარგამტარი მასალების და ლუმინოფორების კომპონენტი.
  • კადმიუმი ძალიან კარგად იტაცებს სითბურ ნეიტრონებს და გამოიყენებენ ატომური რეაქტორების რეგულირებადი ღერძის დასამზადებლად ასევე როგორც ნეიტრონებისაგან დასაცავად. ზოგჯერ ეს თვისებები გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის ექსპერიმენტალურ მოდელებში Neutron Capture Therapy
  • კადმიუმის ფტორობორატი — მნიშვნელოვანი ფლუსია, გამოიყენება ალუმინისა და სხვა ლითონების რჩილვის დროს.
  • კადმიუმის თბოგამტარობა აბსოლუტურ ნულთან ყველა ლითონს შორის ყველაზე მაღალია, ამიტომაც კადმიუმს ზოგჯერ გამოიყენებენ კრიოგენული ტექნიკისათვის.

ფიზიოლოგიური ქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Skull and Crossbones.svg

კადმიუმის ნაერთები საწამლავია. განსაკუთრებულად საშიშია მისი ოქსიდის ორთქლის შესუნთქვა (CdO)[6]. ჰაერის შესუნთქვა 1 წთ-ის განმავლობაში რომელიც შეიცავს კადმიუმის ოქსიდს 2,5 გრ/მ3, ან 30 წმ-ის განმავლობაში სადაც კონცენტრაციაა 5 გრ/მ3 წარმოადგენს მომაკვდინებელს.[7] კადმიუმი წარმოადგენს კანცეროგენს[8].

პირველადი დახმარება მწვავე კადმიუმით მოწამვლისას არის სუფთა ჰაერი, სრული სიმშვიდე, გაცივების თავიდან აცილება. სასუნთქი გზების გაღიზიანებისას — თბილი რძე სოდით, ინჰალაცია 2 %-იანი NaHCO3-ის სხნარით. ძლიერი ხველებისას — კოდეინი, დიონინი, მდოგვის საფენები მკერდზე, საჭიროა ექიმის დახმარება. კადმიუმის მარილებით მოწამვლისას მის ანტიდოტს წარმოადგენს ალბუმინი ნატრიუმის კარბონატთან.[7]

მწვავე ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის და ყველა მისი ნაერთის ორთქლი ტოქსიკურია, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, მის თვისებასთან დააკავშიროს გოგირდშემცველი ფერმენტები და ამინომჟავები.

კადმიუმის მარილებით მწვავე მოწამვლის სიმტომებია — ღებინება და კრუნჩხვები.

ქრონიკული ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმი — კუმულატიური საწამლავია (აქვს თვისება ორგანიზმში დაგროვებისა).

სანიტარულ-ეკოლოგიური ნორმატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასმელ წყალში კადმიუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,001 მგრ/დმ³ (СанПиН 2.1.4.1074-01).

ტოქსიკური ზემოქმედების მექანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის ტოქსიკური ზემოქმედების მექანიზმი ალბათ მდგომარეობს, კარბოქსილების, ამინების და განსაკუთრებულად ცილების მოლეკულების სულფჰიდრიდული ჯგუფების შეკავშირებასთან, რის შედეგად ქვეითდება ფერმენტული სისტემების აქტივობა[7]. კადმიუმის ხსნადი ნაერთები სისხლში მოხვედრის შემდეგ აავადდება ცენტრალური ნერვიული სისტემა, ღვიძლი და თირკმლები, ირღვევა ფოსფორ-კალციუმის მიმოცვლა. ქრონიკული მოწამლვა იწვევს ანემიას და ძვლების დაშლას.

კადმიუმი ნორმალური, მცირე რაოდენობით არის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. კადმიუმი ადვილად გროვდება მზარდ უჯრედებში (მაგალითად სიმსივნის ან სასქესო). ის უკავშირდება უჯრედების ციტოპლაზმატურ და ბირთვულ მასალას და აზიანებს მას. ის ცვლის ჰორმონებისა და ფერმენტების აქტიურობას. ეს განპირობებულია მისი თვისებით დააკავშიროს სულფჰიდრილური (-SH) ჯგუფები.

იზოტოპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადმიუმის არსებული რვა ბუნებრივი იზოტოპიდან ექვსი სტაბილურია, ორ იზოტოპზე აღმოჩენილია რადიოაქტიურობა. ესენია 113Cd (იზოთოპური გავრცობადობა 12,22 %, ბეტა-დაშლა ნახევარდაშლის პერიოდით 7,7×1015 წელი) და 116Cd (იზოთოპური გავრცობადობა 7,49 %, ორმაგი ბეტა-დაშლა ნახევარდაშლის პერიოდით 3,0×1019 წელი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 98
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 296.
  3. კადმიუმის ქიმია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  4. ოქრო - რომელი ფერია მოდაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-20. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  5. საიუველირო საქმე» ძვირფასი ლითონების შენადნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-09. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  6. კადმიუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  7. 7.0 7.1 7.2 კადმიუმისა და მისი ნაერთების ტოქსიკურობა :: შრომის დაცვა მეტალურგიაში
  8. McDonald‘s იბრუნებს 12 მლნ. ჭიქას კადმიუმის მინარევის გამო. ინტერფაქსი (4 ივნისი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-08. ციტირების თარიღი: 2010-06-04.