მალარია
| Malaria | |
|---|---|
|
| |
| დაავადებული ერითროციტები | |
| დარგი |
infectious diseases, tropical medicine, პარაზიტოლოგია |
| კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
| DiseasesDB | 7728 |
| ICD-10 | B50 |
| ICD-9 | 084 |
| OMIM | 248310 |
| MedlinePlus | 000621 |
| eMedicine | med/1385 |
| Patient UK | მალარია |
მალარია (იტალ. malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები.[1] მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს მალარიის ტროპიკული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ენდემურია ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებისათვის.[2] პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი — ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მალარია — MedGeo.Net
- ↑ მარუაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 383-384.
- ↑ მალარია — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი