იტურის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
იტურის პროვინცია ფრანგ. Ituri | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ბუნია |
კოორდინატები | 1°50′00″ ჩ. გ. 29°30′00″ ა. გ. / 1.83333° ჩ. გ. 29.50000° ა. გ. |
ფართობი | 65 658 კმ² |
მოსახლეობა | 4 241 236 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 64,60 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 |
ოფიციალური საიტი | http://provinceituri.co/ |
![]() |
იტურის პროვინცია (ფრანგ. Ituri) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუნია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე იტურის პროვინცია იყო ყოფილი აღმოსავლეთის პროვინციის ნაწილი. პროვინციის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე იტური. პროვინცია მთლიანად დაფარულია ტროპიკული ტყეებით.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციაში ხარობს 30 000-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარე, ბუდობს 1400-ზე მეტი სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა ოკაპი, გორილა, შიმპანზე, ჯიქი, თუთიყუშების ბევრი სახეობა. მდინარეებში დაცურავს თევზების ბევრი სახეობა, ასევე ბეჰემოთები და ნილოსის ნიანგები.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის მოსახლეობა — 4 241 236 ადამიანი (2005 წელი)[1].
იტურის პროვინცია დასახლებულია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ პიგმეების ტომები, რომლებიც დღემდე მოწყვეტილები არიან ცივილიზაციას და თავს ირჩენენ ნადირობით და შემგროვებლობით. მბუტის პიგმეების ტომები ითვლებიან ყველაზე უფრო დაბალი სიმაღლის ადამიანებად მსოფლიოში, მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს 135 სმ-ს.
იტურის პროვინცია ცნობილია ადამიანთა შორის ჭირის დაავადების შემთხვევების დიდი რაოდენობით თანამედროვე სამყაროში — დაახლოებით 1000 დარეგისტრირებული შემთხვევა წელიწადში.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია დაყოფილია 5 ტერიტორიად:
- არუ (Aru, 6740 კმ²)
- ჯუგუ (Djugu, 8184 კმ²)
- ირუმუ (Irumu, 8730 კმ²)
- მაჰაგი (Mahagi, 5221 კმ²)
- მამბასა (Mambasa, 36 783 კმ²)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Provinces of the Democratic Republic of Congo (Congo Kinshasa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-27.
|