მალაქიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მალაქიტი
Malachite, Zaire.jpg
საერთო
კატეგორია კარბონატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულა CuCO3·Cu(ОН)2
იდენტიფიკაცია
ფერი მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა
კრისტალის სინგონია მონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით 3,5-4,0
სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³ კგ/მ³

მალაქიტი (ფრანგ. malachite < ბერძნ. malachē – ბალბა (სახელი ეწოდა ფოთლის ფერთან მსგავსების გამო) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CuCO3·Cu(ОН)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატები.

მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერისაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,0; სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში.

მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში, ყაზახეთში, აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვა.

მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა; იყენებენ სამკაულად (ძველად — ინტერიერების მოსაპირკეთებლად)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]