ევროპის კავშირი
|
|||
| დევიზი | In varietate concordia (ერთიანობა მრავალფეროვნებაშია) |
||
| ჰიმნი | Ode an die Freude | ||
| ევროკავშირის წევრი ქვეყნები | |||
| ოფიციალური ენები | |||
| პოლიტიკური ცენტრები | |||
| ევროკომისიის პრეზიდენტი | |||
| ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე | |||
| ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოები |
( 2009 წლის, 1 იანვრიდან ) |
||
| ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე |
( 2009 წლის, 1 იანვრიდან ) |
||
| ფართობი — საერთო |
მე–7 მსოფლიოში * 4 892 685 კმ² |
||
| მოსახლეობა — საერთო (2007) — სიმჭიდროვე |
მე–3 მსოფლიოში * 500 852 385 116,4 კ/კმ² |
||
| დაარსდა ხელი მოეწერა ძალაში შევიდა |
მაასტრიხტის ხელშეკრულება 7 თებერვალი 1992 1 ნოემბერი 1993 |
||
| კავშირის ვალუტები | |||
| სასაათო სარტყელი | UTC დან 0 +2 -მდე |
||
| ზედა დონის დომენი | .eu მეორე დონის — .eu.int |
||
| ოფიციალური ვებ–გვერდი | http://europa.eu/ | ||
| * თუ განვიხილავთ საერთოდ | |||
ევროპის კავშირი (ინგლისურად - European Union, ფრანგულად - Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი - ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად - European Community, ფრანგულად - Communauté européenne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-სა და იაპონიას.
სექციების სია
შექმნა[რედაქტირება]
ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.
ლეგალური საფუძველი[რედაქტირება]
ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:
- ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება - 1951 წელს ამ ორგანიზაციისგან დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა;
- ევროპული თანამეგობრობა - შეიქმნა 1957 წელს ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ “საერთო ბაზარი”;
- ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა - შეიქმნა 1957 წელს.
ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:
- რომის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1957 წელს;
- ერთიანი ევროპული აქტი - ხელი მოეწერა 1987 წელს;
- მაასტრიხტის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1992 წელს;
- ამსტერდამის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1997 წლის ოქტომბერში;
ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის ”მიერთების შეთანხმება” (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.
კომპეტენციები[რედაქტირება]
ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება ევროპის 28 სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემდნენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს , რომლებიც იცავენ ეროვნულ და საერთო ინტერესებს. ევროკავშირის გამგებლობაშია, კერძოდ, საერთო ეკონომიკური ბაზარი, საბაჟო კავშირი, ერთიანი ვალუტა, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა.
ინსტიტუტები[რედაქტირება]
ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მირების პროცესში.
ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები:
- ევროპული საბჭო
- ევროპის პარლამენტი
- ევროკომისია
- ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო
- ევროპის აუდიტორთა სასამართლო
ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები:
ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები:
- ევროპის რეგიონთა კომიტეტი
- ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი
- ევროპის პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტი
ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია განთავსებული: ბრიუსელი (ბელგია), სტრასბურგი (საფრანგეთი), ლუქსემბურგი (ლუქსემბურგი), მაინის ფრანკფურტი (გერმანია). ევროკავშირს ოფიციალური პოლიტიკური ცენტრი არ აქვს, თუმცა დე-ფაქტო ”დედაქალაქად” ბრიუსელი ითვლება.
სიმბოლოები[რედაქტირება]
- ევროკავშირის დევიზი
- ევროკავშირის დროშა
- ევროკავშირის დღესასწაული
- ევროკავშირის ენები
- ევროკავშირის ვალუტა
- ევროკავშირის კონსტიტუცია
- ევროკავშირის ჰიმნი
წევრები[რედაქტირება]
ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები:
ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:
- 1973:
დანია,
დიდი ბრიტანეთი,
ირლანდია - 1981:
საბერძნეთი - 1986:
ესპანეთი,
პორტუგალია - 1995:
ავსტრია,
ფინეთი,
შვედეთი - 2004:
ესტონეთი,
კვიპროსი,
ლატვია,
ლიტვა,
მალტა,
პოლონეთი,
სლოვაკეთი,
სლოვენია,
უნგრეთი,
ჩეხეთი - 2007:
ბულგარეთი,
რუმინეთი - 2013:
ხორვატია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:
თურქეთი,
მაკედონია,
ისლანდია,
სერბეთი,
ჩერნოგორია,
ალბანეთი
ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- EUROPA ოფიციალური პორტალი
- Institutions
- European Council
- European Commission
- Council
- European Parliament
- European Central Bank
- Court of Justice of the European Union
- Court of Auditors
- Agencies
- EUR-Lex – EU Laws
- Eurostat – European Union Statistics Explained
- Datasets related to the EU on CKAN
- CIA World Factbook: European Union entry at The World Factbook
- British Pathé Online newsreel archive of the 20th century
|
|||||||||||
|
|||||
|
||||||||