პოლ კაგამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ კაგამე
პოლ კაგამე
რუანდის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 მარტი 2000
წინამორბედიპასტერ ბიზიმუნგუ

დაბადებული23 ოქტომბერი, 1957
გიტარამა, რუანდა
პოლიტიკური პარტიაპატრიოტული ფრონტი

პოლ კაგამე (ფრანგ. Paul Kagame; დ. 23 ოქტომბერი, 1957, გიტარამა, რუანდა) — რუანდელი პოლიტიკოსი. ქვეყნის პრეზიდენტი 2000 წლიდან. უგანდის სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაიორი. რუანდის პატრიოტული ფრონტის დამაარსებელი.

გადამწყვეტი როლი ითამაშა რუანდის გენოციდის დასრულებაში. მიეკუთვნება ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს. 1959 წელს საკუთარი ტომის წევრების დევნის გამო მშობლები 2 წლის კაგამესთან ერთად უგანდაში გადაბარგდნენ. 1979 წელს კაგამე შეუერთდა მეამბოხე ეროვნული წინააღმდეგობის არმიას. 1985 წელს შექმნა რუანდის პატრიოტული ფრონტი, რომელშიც გაწევრიანდნენ ტუტსის ეთნიკური ჯგუფის მებრძოლები.

1994 წელს ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას, მთავრობის დამხობის შემდეგ, კაგამემ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დაასრულა რუანდის გენოციდი. თავად კი დაიკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. 2000 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, ატარებს პროამერიკულ კურსს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]