პოლიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პოლიცია (ფრანგ. Police) — საგანგებო სამართალდამცავი სახელმწიფო სტრუქტურების სისტემა. პოლიციის ხელთ არის შეიარაღებული რაზმები, რომელთა ამოცანაა წესრიგისა და არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების დაცვა.

პოლიციის სისტემა შეიძლება იყოს ცენტრალიზებული (საფრანგეთი, ავსტრია, საქართველო) ან დეცენტრალიზებული (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია). იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება გადანაწილებულია სამ შტოს შორის, პოლიცია განეკუთვნება აღმასრულებელ შტოს, თუმცა დანაშაულის გამოძიების, მიზერული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში სადამსჯელო გადაწყვეტილების მიღების და სხვა სპეციფიკური ფუნქციების გამო იგი მჭიდრო კავშირშია სასამართლო შტოსთან.

პოლიციურ სამსახურთა დასახელებები ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]