ბორანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურგუნდიის სიამაყე, სამგზავრო და სატრანსპორტო ბორანი, რომელსაც ერთდროულად 600 მანქანის გატანა შეუძლია, მოძროაბს ლა-მანშის სრუტეზე

ბორანი — თვითმავალი ან არათვითმავალი მოტივტივე ნაგებობა მდინარის, სრუტის, ტბის ერთი ნაპირიდან მეორეზე ხალხის გადასაყვანად და ტვირთისა და ტრანსპორტის გადასაზიდად. არათვითმავალი ბორანი 100 მეტრამდე სიგანის არასანაოსნო მდინარეზე მოძრაობს ნაპირებს შორის გაბმული ბაგირის, ხოლო დიდ სანაოსნო მდინარეებზე — ფსკერზე გადებული კაბელის საშუალებით. არათვითმავალი ბორანი საბუქსირო გემებით და ნიჩბებითაც დაჰყავთ. ბორნის სატვირთო ბაქანი დამაგრებულია მოტივტივე საყრდენებზე (ნავები, პონტონები, ბარჟები). ბორნებს უწოდებენ აგრეთვე სპეციალურად აგებულ ან გადაკეთებულ გემებს, რომლებსაც იყენებენ ფართო სრუტეებსა და ტბებზე, მაგ: კასპიის ზღვაზე,ბალტიის ზღვაზე და ა. შ. მიმოდის დიზელ-ელექტრომავალი, რომელსაც გადააქვს რკინიგზის მატარებლის მთელი შემადგენლობა, სამშენებლო და სხვადასხვა მძიმე წონის მასალები. მსგავსი ბორანი მოძრაობს ქერჩის სრუტეზე. საქართველოში ბორნებს იყენებენ მტკვარზე, რიონზე, ალაზანზე, სუფსაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]