ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ეოკ (ინგლ. „NOC“) - საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მონაწილე ქვეყნის[1] ექსკლუზიური წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ოლიმპიური ქარტიის საფუძველზე უზრუნველყოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარება, ხელშეწყობა და დაცვა ეოკ-ის ქვეყნებში[2]. ესა თუ ის ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ეოკ ოფიციალურად აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOP). ეოკ-ის აღიარებისთვის მის შემადგენლობაში უნდა იყოს გაერთიანებული მინიმუმ 5 ეროვნული ფედერაცია, რომლებიც თავის მხრივ გაწევრიანებული უნდა იყონ საერთაშორისო ფედერაციებში, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესულ სპორტის სახეობებს. თითოეული ეოკ წარმოდგენილია შესაბამის საკონტინენტო ასოციაციაში (ANOC):

ასოციაცია აკრონიმი მსოფლიო რუკაზე
აფრიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია ANOCA
  აფრიკა
Association of National Olympic Committees.svg
პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია PASO
  ამერიკა
აზიის ოლიმპიური საბჭო OCA
  აზია
ევროპის ოლიმპიური კომიტეტები EOC
  ევროპა
ოკეანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ONOC
  ოკეანეთი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, წელიწადში ორჯერ მაინც იკრიბებიან ასოციაციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში თავიანთი მოქმედებებისკორდინაციის მიზნით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, „ქვეყანაში“ იგულისხმება საერთაშორისო დონეზე აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო.
  2. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ოლიმპიური ქარტია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2010-08-18.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]