შინაარსზე გადასვლა

ბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბუნია
ფრანგ. Bunia

ქალაქი ბუნია ჰაერიდან (ჩრდილოეთის მიმართულებით), 2006 წელი.
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია იტურის პროვინცია
კოორდინატები 1°34′00″ ჩ. გ. 30°15′00″ ა. გ. / 1.56667° ჩ. გ. 30.25000° ა. გ. / 1.56667; 30.25000
დაარსდა 1946
ფართობი 57,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1332
მოსახლეობა 327 837 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5691,61 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ბუნია — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბუნია

ბუნია (ფრანგ. Bunia) — ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იტურის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქ ბუნიას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 327 837 ადამიანს[1].

ქალაქი ბუნია მდებარეობს ზღვის დონიდან 1332 მეტრ სიმაღლეზე[2], ალბერტის ტბიდან 30 კმ-ში მდებარე პლატოზე არსებულ დიდ რიფტულ ხეობაში. ქალაქიდან 20 კმ-ში მიედინება მდინარე იტური. ქალაქი ერთ-ერთი გამშვები პუნქტია ავტოგზაზე ქალაქ კისანგანისა და უგანდის დედაქალაქ კამპალას შორის.

თავდაპირველად ბუნია მდებარეობდა ირუმუს ტერიტორიაზე (ფრანგ. Irumu) ყოფილ აღმოსავლეთ პროვინციაში. მაგრამ 2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, რომელიც შეეხო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ დაყოფას, ქალაქი ბუნია გახდა იტურის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი ბუნია მდებარეობს იტურის კონფლიქტის ცენტრში ადგილობრივ ნილოტ ლენდუს ხალხსა (FNI — ნაციონალისტების და ინტეგრაციონისტების ფრონტი) და ბანტუს ჰემას ხალხს (UPC — კონგოელი პატრიოტების კავშირი) შორის. კონგოს მეორე ომის დროს ქალაქში რამდენიმეჯერ მოხდა სამხედრო შეტაკება ადგილობრივ აჯანყებულებსა და უგანდის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც აღინიშნა მსხვერპლის დიდი რაოდენობა ქალაქ ბუნიას მოსახლეობაში. ქალაქში გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია (MONUSCO) (ერთ-ერთი მსხვილი შტაბ-ბინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში). ქალაქ ბუნიაში კონფლიქტების ძირითად მიზეზად ასახელებენ რაიონში მდიდარი ოქროს მადნის შემცველი საბადოების არსებობას[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population(ინგლისური)
  2. Bunia, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  3. Ross W.. (2005-06-09) Congo's battle with disarmament. bbc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-12.