კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი
| კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
პარკის შესასვლელი | |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და Important Bird Area |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | x |
| რეგიონი | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
| ნომერი | 137 |
| საფრთხის ქვეშ | 1997- |
![]() | |
| https://www.kahuzi-biega.com/[2] | |
კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de Kahuzi-Biega) — ეროვნული პარკი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს სამხრეთი კივუს პროვინციის ქალაქ ბუკავუდან 50 კმ-ით დასავლეთით, კივუს ტბის დასავლეთ ნაპირისა და რუანდის საზღვრის სიახლოვეს.

პარკი აღმოსავლეთის დაბლობის გორილის ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარია. იმ კონფლიქტების ჭირ-ვარამის გამო, რომელიც აფრიკის ამ ნაწილში 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, მთელი სახეობის მხოლოდ 600 ასეთი გორილა გადარჩა ცოცხალი. სწორედ იმ მიზეზით, რომ გორილის ეს სახეობა მხოლოდ ამ ტერიტორაზეღაა შემორჩენილი, 1980 წელს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ომმა გორილებთან დაკავშირებით მართლაც საგანგაშო მდგომარეობა მოიტანა, მას შეეწირა მათი 60 %, დაახლოებით 300 ერთეული. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამჟამად მიმდინარე არეულობები ხშირად პარკის საზღვრებს შიგნით გრძელდება, რასაც მოსდევს მისი ძარცვა, ტყეების გადაწვა და ცხოველებზე უკანონო ნადირობა. ამ მიზეზით, 1997 წელს იუნესკომ ის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა.
პარკს სახელი ეწოდა მის ტერიტორიაზე მდებარე ორი ჩამქრალი ვულკანის — კაჰუზის (3308 მ) და ბიეგას (2790 მ) გამო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 137 ინგლ. • რუს. • ფრ. |
