შინაარსზე გადასვლა

ლონდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ლონდონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლონდონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლონდონი
ინგლ. London
დროშა გერბი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი ინგლისი
შიდა დაყოფა 33 ოლქი
კოორდინატები 51°30′00″ ჩ. გ. 0°07′00″ ა. გ. / 51.50000° ჩ. გ. 0.11667° ა. გ. / 51.50000; 0.11667
მერი სადიქ ამან ხანი[1]
დაარსდა 47[2]
ადრეული სახელები ლონდინიუმ, ლიუნდენბურგი
ფართობი 1579 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 მეტრი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 8,961,989 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 5,666 კაცი/კმ²
აგლომერაცია 14,257,962
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი +44 20
საფოსტო ინდექსი E, EC, N, NW, SE, SW, W, WC, BR, CM, CR, DA, EN, HA, IG, KT, RM, SM, TN, TW, UB და WD
ოფიციალური საიტი london.gov.uk
ლონდონი — გაერთიანებული სამეფო
ლონდონი

ლონდონი (ინგლ. London [] ) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ინგლისის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი[], რომელშიც 9.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[4] ლონდონის მეტროპოლისი, რომელშიც 15.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უდიდესია დასავლეთ ევროპაში.[5] ლონდონი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, მდინარე ტემზის ორივე სანაპიროზე, ჩრდილოეთის ზღვისკენ მიმავალი 50 მილის სიგრძის ესტუარის სათავეში და თითქმის 2000 წელია, რაც უმნიშვნელოვანესი დასახლებაა.[6] ქალაქის უძველესი ბირთვი და ფინანსური ცენტრი, ლონდონის სითი, რომაელებმა ლონდინიუმის სახელით დაარსეს, რომლის შუასაუკუნოვანი საზღვრები დღემდე შენარჩუნებულია.[][7] სითის დასავლეთით მდებარე ქალაქი უესტმინსტერი საუკუნეების განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ბრიტანეთის პარლამენტის ადგილსამყოფელი. ლონდონი სწრაფად გაიზარდა XIX საუკუნეში და იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გახდა. XIX საუკუნიდან მოყოლებული,[8] სახელწოდება „ლონდონი“ აღნიშნავს მეგაპოლისს სითის გარშემო, რომელიც ისტორიულად გაყოფილი იყო მიდლსექსის, ესექსის, სურეის, კენტისა და ჰერტფორდშირის საგრაფოებს შორის.[9] 1965 წლიდან ლონდონი მეტწილად მოიცავს დიდი ლონდონის ადმინისტრაციულ ზონას, რომელსაც 33 ადგილობრივი ორგანო და დიდი ლონდონის სამმართველო მართავს.[][10]

მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი,[11][12] ლონდონი უზარმაზარ გავლენას ახდენს მსოფლიო ხელოვნებაზე, გართობაზე, მოდაზე, კომერციაზე, ფინანსებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მედიაზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, ტურიზმზე, ტრანსპორტსა და კომუნიკაციებზე.[13][14] ლონდონი ევროპის უდიდესი საქალაქო ეკონომიკაა[15] და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრია.[16] ლონდონში თავმოყრილია ევროპაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე დიდი კონცენტრაცია,[17] რაც მოიცავს 50-ზე მეტ უნივერსიტეტსა და კოლეჯს, სადაც 2023 წელს 500,000-ზე მეტი სტუდენტი ირიცხებოდა.[18] აქ მდებარეობს მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი აკადემიური დაწესებულება: ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია საბუნებისმეტყველო და გამოყენებით მეცნიერებებში, და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL), მრავალპროფილური კვლევითი უნივერსიტეტი; ორივე მათგანი მუდმივად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო ათეულში.[19][20] სხვა ცნობილ დაწესებულებებს შორისაა ლონდონის სამეფო კოლეჯი (KCL), რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს სამართლის, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მეცნიერებების დარგში; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (LSE), რომელიც გლობალურად გამორჩეულია სოციალურ მეცნიერებებსა და ეკონომიკაში; ასევე სპეციალიზებული ინსტიტუტები, როგორიცაა ხელოვნების სამეფო კოლეჯი (RCA), მუსიკის სამეფო აკადემია (RAM), დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია (RADA), აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკულ კვლევათა სკოლა (SOAS) და ლონდონის ბიზნესის სკოლა (LBS).[21] ის ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქია და ემსახურება მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ საქალაქო აეროპორტების სისტემას.[22] ლონდონის მეტროპოლიტენი მსოფლიოში უძველესი სწრაფი ტრანზიტის სისტემაა.[23]

ლონდონის მოსახლეობა 300-ზე მეტ ენაზე საუბრობს.[24] 2025 წელს დიდი ლონდონის მოსახლეობამ 9,8 მილიონს გადააჭარბა, რითაც იგი ევროპის მესამე ყველაზე დასახლებული ქალაქი გახდა, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 13,1%-ს და ინგლისის მოსახლეობის 15,5% ცხოვრობს.[25] დიდი ლონდონის ურბანული ზონა ევროპაში მეოთხეა მოსახლეობის მიხედვით, 2011 წლის მონაცემებით დაახლოებით 9,8 მილიონი მცხოვრებით.[26][27] ლონდონის მეტროპოლისის არეალი ევროპაში მესამე ყველაზე დასახლებულია და 2025 წლისთვის დაახლოებით 15 მილიონ მცხოვრებს ითვლის, რაც ლონდონს მეგაპოლისად აქცევს.[][28][29]

ლონდონში მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ოთხი ძეგლი: კიუს ბაღები; ლონდონის ტაუერი; მოიცავს უესტმინსტერის სასახლეს, წმინდა მარგარეტის ეკლესიასა და უესტმინსტერის სააბატოს; ასევე ისტორიული დასახლება გრინვიჩში, სადაც გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია განსაზღვრავს ნულოვან მერიდიანს (0° გრძედი) და გრინვიჩის დროს.[30] სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა ბაკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, პიკადილის მოედანი, წმინდა პავლეს ტაძარი, ტაუერის ხიდი და ტრაფალგარის მოედანი. ქალაქში ყველაზე მეტი მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრია გაერთიანებულ სამეფოში, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული გალერეა, ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმი, ტეიტ მოდერნი, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა და მრავალი უესტ-ენდის თეატრი.[31]

მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს შორის არის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი, უიმბლდონის ტურნირი და ლონდონის მარათონი. ლონდონი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.[32]

ლონდონის ეტიმოლოგია უცნობია[33]. ეს ანტიკური სახელი უკვე II საუკუნის ისტორიულ წყაროებში გვხვდება. დაახლოებით 117 წელს ლონდინიუმს ტაციტუსი უწოდებს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს. სახელის აღნიშნული ფორმა მის რომაულ-ბრიტანულ წარმომავლობაზე მიუთითებს.

ქალაქის სახელწოდების განმარტება პირველმა XII საუკუნის ჟამთააღმწერმა ჯეფრი მონმუთელმა სცადა ნაშრომში „ბრიტანეთის მეფეთა ისტორია“ (Historia Regum Britanniae)[34]. მონმუთელის მოსაზრებით, ამ სახელის წარმოშობა უკავშირდება ლეგენდარულ მეფე ლუდს, რომელმაც ხელთ იგდო ქალაქის კონტროლი და მას კეირლუდი უწოდა. მოგვიანებით სახელი კეირლუნდაინად გადაკეთდა, არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და, საბოლოოდ, ლონდონი გახდა[35]. თანამედროვე მეცნიერებმა კატეგორიულად უარყვეს ჯეფრი მონმუთელის ჰიპოთეზა.

1898 წლიდან, ზოგადად, ითვლებოდა, რომ ლონდონი კელტური წარმოშობის სახელი იყო და აღნიშნავდა ადგილს, რომელიც ვინმე ლონდინოსს ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ეს განმარტებაც უარყვეს.[33]

1998 წელს რიჩარდ კოუტსმა წამოაყენა მოსაზრება, რომ სახელი მომდინარეობს წინარეკელტური ძველევროპული სიტყვიდან „პლოვონიდა“, რაც ნიშნავს „ისეთ ფართო მდინარეს, ფონს რომ ვერ უპოვი მეორე ნაპირზე გადასასვლელად“. მისი ვარაუდით, ეს სახელი ეწოდებოდა მდინარე ტემზას ვესტმინსტერის ქვემოთ. მოგვიანებით, დასახლებას ამ სიტყვის კელტური ფორმა „ლოვონიდონიონი“ (Lowonidonjon)[36] ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელი ენათმეცნიერები კოუტსის თეორიაში სერიოზული შესწორების აუცილებლობას ხედავენ.

1889 წლამდე ლონდონი მხოლოდ ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც დღევანდელი დედაქალაქის მხოლოდ ერთ უბანშია მოქცეული. XX საუკუნიდან მოყოლებული, ეს სახელი ლონდონის საგრაფოსაც აღნიშნავდა, ახლა კი დიდ ლონდონს გულისხმობს[37].

წინარეისტორიული პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ვოქსჰოლის ხიდის ჩრდილოეთით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის ხიდის ნარჩენები. სავარაუდოდ, ამ ხიდით ტემზის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიოდნენ, ანდა - უწინ მდინარეში არსებულ კუნძულზე, რომელიც ახლა დაკარგულია მადათოვის კუნძულივით. ხის ექსპერტიზამ ხიდის ასაკი ქრისტეშობამდე დაახლოებით 1500 წლით დაათარიღა.

2010 წელს ვოქსჰოლის ხიდის სამხრეთით აღმოაჩინეს ხის ვრცელი სტრუქტურის საფუძველი, რომლის მიახლოებითი ასაკი მეცნიერებმა განსაზღვრეს ქრისტეშობამდე 4 500 წლით. ამ მეზოლითური პერიოდის კონსტრუქციის ფუნქცია უცნობია.

ორივე არტეფაქტი ნაპოვნია მდ. ტემზის სამხრეთ ნაპირზე, იქ, სადაც ლონდონის დედამდინარეს უერთდება მდ. ეფრა.

თუმცა დამტკიცებულია, რომ ლონდონის ტერიტორიაზე ბრიტები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ, პირველი მსხვილი დასახლება რომაელებმა დააარსეს 43 წელს ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ. იგი 61 წელს მთლიანად გაანადგურა დედოფალ ბუდიკას მეთაურობით იცენების ტომის თავდასხმისას გაჩენილმა ხანძარმა. მალე ქალაქი გეგმაზომიერად ისეთი წარმატებით აღადგინეს, რომ 100 წელს კოლჩესტერის ნაცვლად, ლონდინიუმი გახდა რომის პროვინციის - ბრიტანიის დედაქალაქი. II საუკუნეში ლონდონის მოსახლეობის მაქსიმუმმა 60 ათას სულს მიაღწია.

ანგლო-საქსური ლონდონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნეში ანგლო-საქსებმა ახალი დასახლება შექმნეს რომაული ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებით და ლუნდენვიკი (Lundenwic) დაარქვეს. დღეს ამ ადგილს კოვენტ-გარდენია.

როგორც ჩანს, მდინარის უბეში ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო, რასაც მეთევზეები და ვაჭრები იყენებდნენ. ქალაქის ეკონომიკური ზრდა მანამ გრძელდებოდა, სანამ ქალაქს ვიკინგები დაიპყრობდნენ. სკანდინავიელი მებრძოლების შემოსევას ლონდონმა ვერ გაუძლო. აქ ვიკინგებმა გამაგრებული ადგილი შექმნეს და ქალაქის საზღვრები რომაულ ლონდონამდე გადასწიეს, რომელიც გალავნით იყო დაცული. ვიკინგთა შემოსევები თანდათანობით მცირდებოდა და 886 წლიდან, ფაქტობრივად, შეწყდა. იმხანად ალფრედ დიდმა დანიის წინამძღოლ გუთრუმთან ერთად ლონდონში მშვიდობა დაამყარა. საქსონთა მიერ დაარსებული ლუნდენვიკი ელდვიკად (Ealdwic „ძველი დასახლება“) გადაიქცა. ეს სახელი დღემდეა შემორჩენილი თანამედროვე ლონდონში „ოლდვიჩის“ (Aldwych) ფორმით. ვესტმინსტერის ოლქში არის ოლდვიჩის ქუჩა, რომლის სიგრძე 1 კმ-ია. აქვეა მეტროსადგური ოლდვიჩი.

ვიკინგები ლონდონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

V საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის დაცემის შედეგად, ლონდონმა დაკარგა პროვინციის დედაქალაქის სტატუსი და, მოსახლეობისგან მიტოვებული, თანდათან დაკნინდა. VI საუკუნის გარიჟრაჟზე რომაული ქალაქიდან ოდნავ დასავლეთით სწრაფი განვითარება დაიწყო ანგლო-საქსების დასახლებამ - ლუნდენვიკმა, რომლის მოსახლეობა მალე 12 000-მდე გაიზრდა. 680 წლისთვის იგი მსხვილ პორტად იქცა. თუმცა უცნობია ქალაქში წარმოების არსებობის თაობაზე.

820-იანი წლებიდან მოყოლებული ლონდონი ისევ შემცირდა ვიკინგების უწყვეტი შემოსევების შედეგად. ისტორიული წყაროებით დოკუმენტურად დასტურდება სამი შემოსევის ფაქტი. 851 და 886 წლებში ვიკინგებმა ქალაქის ორი წარმატებული შტურმი განახორციელეს, მაგრამ ძალიან მალე ალფრედ დიდმა აღადგინა ლონდონი, ოღონდ ძველ, რომაული ქალაქის საზღვრებში. თანდათანობით ვაჭრობა განახლდა. 950 წლამდე ქალაქი ნელ-ნელა ძლიერდებოდა, მერე კი ტემპი საგრძნობლად გაიზარდა. 994 წელს ვიკინგების ლონდონზე მესამე თავდასხმის მცდელობა სრული კრახითა და მომხდურთა დამარცხებით დამთავრდა.

XI საუკუნეში ლონდონი ინგლისის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი გახდა და ვერავინ შეედრებოდა. ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ამავე პერიოდში რომაულ სტილში აღადგინდა მეფე ედუარდ აღმსარებელმა, ჭეშმარიტად ევროპის ერთ-ერთ უდიდესს ტაძარს წარმოადგენდა. თუ მანამდე ვინჩესტერი იყო ანგლო-საქსური ინგლისის დედაქალაქი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ლონდონი წარმოადგენდა ეკონომიკურ დ აპოლიტიკურ სატახტო ქალაქს, რომელსაც განუწყვეტლივ ემატებოდა სიძლიერე, დოვლათი და ეროვნული მასშტაბის მნიშვნელობა.

1066 წლის 14 ოქტომბერს ჰასტინგის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგი, უილიამ დამპყრობელი ინგლისის მეფედ ეკურთხა ახლადდასრულებულ ვესტმინსტერის სააბატოში იმავე წლის შობადღეს.

უილიამის ბრძანებით აიგო ლონდონის ტაუერი. ეს იყო პირველი იმ მრავალრიცხოვან ნორმანდიულ ციხე-სიმაგრეთა შორის, რომლებიც ქვით შენდებოდა. ლონდონის ტაუერი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად იყო გამიზნული.

1097 წელს უილიამ II-მ ვესტმინსტერის დარბაზის მშენებლობა დაიწყო ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ ეს დარბაზი გახდა ვესტმინსტერის სასახლის საფუძველი.

დედაქალაქი იზრდებოდა როგორც დემოგრაფიულად, ისე ეკონომიკურ-პოლიტიკური ასპექტითაც. თუ 1100 წელს ლონდონის მოსახლეობა 18 ათასამდე იყო, 1300 წელს თითქმის 100 ათასს მიაღწია. XIV საუკუნის შუა წლებში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ ლონდონის მოსახლეობის ლამის მესამედი შეიწირა. ამას 1981 წელს მასშტაბური გლეხთა აჯანყება დაემატა.

ჰავის მონაცემები — ლონდონი, ზღვის დონიდან 25 მ (საშუალოები 1981–2010 წწ. მონაცემებით)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 17.2 21.2 24.2 29.4 32.8 35.6 37.9 38.1 35.4 29.1 20.8 17.4 38.1
საშუალო მაღალი °C 8.1 8.4 11.3 14.2 17.9 21.2 23.5 23.2 20.0 15.5 11.1 8.3 15.2
საშუალო დღიური °C 5.2 5.3 7.6 9.9 13.3 16.5 18.7 18.5 15.7 12.0 8.0 5.5 11.3
საშუალო დაბალი °C 2.3 2.1 3.9 5.5 8.7 11.7 13.9 13.7 11.4 8.4 4.9 2.7 7.4
რეკორდულად დაბალი °C −16.1 −18.9 −8.3 −3.2 −3.1 −0.6 3.9 2.1 1.4 −5.5 −7.1 −14.2 −18.9
საშუალო ნალექი (მმ) 55.2 40.9 41.6 43.7 49.4 45.1 44.5 49.5 49.1 68.5 59.0 55.2 601.7
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) 11.1 8.5 9.3 9.1 8.8 8.2 7.7 7.5 8.1 10.8 10.3 10.2 109.6
საშუალო თვიური მზიანი საათები 61.5 77.9 114.6 168.7 198.5 204.3 212.0 204.7 149.3 116.5 72.6 52.0 1 632,6
საშუალო UV ინდექსი 1 1 2 4 5 6 6 5 4 2 1 0 3
წყარო 1: Met Office[38] Koninklijk Nederlands Meteorologisch Instituut,[39][40] მეტი ინფორმაციისათვის[41]
წყარო 2: Met Office[42] Weather Atlas [43]
  1. /ˈlʌndən/, თარგი:Respelling[3]
  2. მიუხედავად იმისა, რომ პირობითად ქალაქად ითვლება, ქალაქის სტატუსს დიდი ლონდონის ფარგლებში მხოლოდ ცერემონიული საგრაფო სითი და უესტმინსტერის რაიონი ფლობენ.
  3. იხილეთ აგრეთვე: დამოუკიდებელი ქალაქი § ეროვნული დედაქალაქები.
  4. დიდი ლონდონის სამმართველო შედგება ლონდონის მერისა და ლონდონის ასამბლეისგან. ლონდონის მერი განსხვავდება ლონდონის ლორდ-მერისგან, რომელიც სათავეში უდგას ლონდონის სითის კორპორაციას, რომელიც თავად სითის მართავს.
  5. ევროპის სტატისტიკური სააგენტოს (Eurostat) მიხედვით, ლონდონს ჰქონდა უდიდესი ფართო ურბანული ზონა ევროკავშირში. ევროსტატი დეფინიციისთვის იყენებს მომიჯნავე ურბანული ბირთვისა და მიმდებარე საგარეუბნო ზონის მოსახლეობის ჯამს.
  1. https://www.london.gov.uk/people/mayoral/sadiq-khan
  2. http://archaeologydataservice.ac.uk/archives/view/no1poultry_molas_2007
  3. London | English meaning.
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ONS mid-year pop est არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის CityPopulation.de show არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. Roman London. Museum of London (n.d.).
  7. Fowler, Joshua (5 July 2013). „London Government Act: Essex, Kent, Surrey and Middlesex 50 years on“. BBC News.
  8. Mills, AD (2010). Dictionary of London Place Names. Oxford University Press, გვ. 152. 
  9. „The baffling map of England's counties“. BBC News. 25 April 2014. ციტირების თარიღი: 25 September 2021.
  10. Jones, Bill; Kavanagh, Dennis; Moran, Michael; Norton, Philip (2007) Politics UK. Harlow: Pearson Education, გვ. 868. ISBN 978-1-4058-2411-8. 
  11. Global Power City Index 2020. Institute for Urban Strategies – The Mori Memorial Foundation. ციტირების თარიღი: 25 March 2021; Adewunmi, Bim (10 March 2013). „London: The Everything Capital of the World“. The Guardian. London.; What's The Capital of the World?. More Intelligent Life. ციტირების თარიღი: 4 July 2013
  12. These are the world's top cities. Which one ranked highest for the 10th year running? (23 February 2022). ციტირების თარიღი: 12 April 2024
  13. Leading 200 science cities. Nature. ციტირების თარიღი: 10 June 2022
  14. „The World's Most Influential Cities 2014“. Forbes. 14 August 2014. ციტირების თარიღი: 25 March 2021.; Dearden, Lizzie (8 October 2014). „London is 'the most desirable city in the world to work in', study finds“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 25 March 2021.
  15. „When Cities Are More Economically Powerful Than Nations“. Bloomberg.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-05-19. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  16. „London is Europe's leading economic powerhouse, says new report“ (პრეს-რელიზი). Greater London Authority. ციტირების თარიღი: 5 January 2024.
  17. „Number of international students in London continues to grow“ (პრეს-რელიზი). Greater London Authority. 20 August 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2010.
  18. London Higher: Facts and Stats. London Higher (2023). ციტირების თარიღი: October 12, 2025
  19. QS World University Rankings 2024. ციტირების თარიღი: 24 March 2025
  20. Times Higher Education World University Rankings 2024 (25 September 2023). ციტირების თარიღი: 24 March 2025
  21. QS Best Student Cities 2024. ციტირების თარიღი: 24 March 2025
  22. „Revealed: The most crowded skies on the planet“. The Telegraph. London. 27 July 2018. ციტირების თარიღი: 2 December 2023. ციტატა: „London: Our capital's collective airport system is the busiest in the whole world. A total of 170,980,680 passengers.“
  23. London Underground. Transport for London. ციტირების თარიღი: 6 May 2022
  24. Languages spoken in the UK population. National Centre for Language (16 June 2008). CILT, the National Centre for Languages. ციტირების თარიღი: 16 August 2007
  25. London, UK Metro Area Population (1950-2025) | MacroTrends. ციტირების თარიღი: 2025-08-28
  26. 2011 Census – Built-up areas. ONS (28 June 2013). ციტირების თარიღი: 29 March 2021
  27. Demographia World Urban Areas, 15th Annual Edition. Demographia (April 2019). ციტირების თარიღი: 13 February 2016
  28. Metropolitan Area Populations. Eurostat (18 June 2019). ციტირების თარიღი: 4 December 2019
  29. The London Plan (March 2015). Greater London Authority (15 October 2015). ციტირების თარიღი: 24 March 2021
  30. Lists: United Kingdom of Great Britain and Northern Ireland – Properties inscribed on the World Heritage List. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 26 November 2008
  31. Blackman, Bob (25 January 2008). „West End Must Innovate to Renovate, Says Report“. What's on Stage. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 April 2011. ციტირების თარიღი: 15 November 2010.
  32. „IOC elects London as the Host City of the Games of the XXX Olympiad in 2012“ (პრეს-რელიზი). International Olympic Committee. 6 July 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2011. ციტირების თარიღი: 3 June 2006.
  33. 1 2 Mills, David (2001). Dictionary of London Place Names. Oxford Paperbacks. ISBN 978-0-19-280106-7. OCLC 45406491 https://www.amazon.co.uk/Dictionary-London-Place-Names-Oxford-Reference/dp/019956678X
  34. Historia Regum Britanniae http://www.yorku.ca/inpar/geoffrey_thompson.pdf
  35. Legendary Origins and the Origin of London's place name http://www.chr.org.uk/legends.htm
  36. Coates, Richard (1998). "A new explanation of the name of London". Transactions of the Philological Society96 (2): 203–229. doi:10.1111/1467-968X.00027
  37. Mills, David. A Dictionary of London Place-Names (Oxford Quick Reference), 2011, p. 140 https://www.amazon.co.uk/Dictionary-London-Place-Names-Oxford-Reference/dp/019956678X
  38. London Heathrow Airport. Met Office. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2014.
  39. Heathrow Airport Extreme Values. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-02. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2015.
  40. Heathrow 1981–2010 mean maximum and minimum values. KNMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2017.
  41. Station Data. Met Office. ციტირების თარიღი: 8 May 2020.
  42. February 1929. Met Office. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2020.
  43. London, United Kingdom – Climate data. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2020