ეპიდემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპიდემია — მწვავე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონში და ქვეყანაში.[1] ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს ომი, შიმშილი, ცუდი სანიტარული პირობები და სხვა. ეპიდემიები ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, ყოფით-კონტაქტური გზით, წყლით, საკვებით და სხვა. მსხვილმასშტაბიან ეპიდემიას პანდემია ეწოდება. ეპიდემიის აღმოცენებას, გავრცელებას და მის მიმართ ბრძოლის ღონისძიებებს შეისწავლის ეპიდემიოლოგია.[2]

ეპიდემიის პირველ აღწერად მიიჩნევა თუკიდიდეს მიერ ათენში შავი ჭირის აღწერა. XIX საუკუნეში ინგლისელი ექიმმა ჯონ სნოუმ შეისწავლა ლონდონში ქოლერის ეპიდემიის მიზეზები და გავრცელება. 1880-იანი წლებიდან მიკრობიოლოგიურმა აღმოჩენებმა, პასტერის, კოხის, მეჩნიკოვის, ერლიხის გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ უმრავლესი ეპიდემიური დაავადება იყო ინფექციური ბუნების მატარებელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]