პლატინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატინა
78 Pt
195.08
4f14 5d9 6s1
პლატინა, 78Pt
Platinum crystals.jpg
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა უფერული
სტანდ. ატომური
მასა
Ar°(Pt)

195.08
პლატინა პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Pd

Pt

Ds
ირიდიუმიპლატინაოქრო
ატომური ნომერი (Z) 78
ჯგუფი 10 ჯგუფი ჯგუფი
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი D-block.jpg d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d9 6s1
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 17, 1
ელემენტის ატომის სქემა
Electron shell 078 Platinum.svg
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1461 °C ​(1734 K, ​​2662 °F)
დუღილის
ტემპერატურა
2600 °C ​(2873 K, ​4712 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 8.79 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 8.34 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 17.0 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 251 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 27.15 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1432 1584 (1775) (2040) (2410) (2964)
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2, +3 (a basic oxide)
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.23
იონიზაციის ენერგია
  • 1: 581.0 კჯ/მოლ
  • 2: 1140 კჯ/მოლ
  • 3: 2204 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 176 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 192±7 პმ
მოლური მოცულობა 18.7 სმ3/მოლი
Holmium spectrum visible.png
პლატინას სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა კუბურ წახნაგცენტრირებული
Hexagonal.svg
მესრის პერიოდი 3.577 Å
ბგერის სიჩქარე thin rod 2760 მ/წმ (at 20 °C)
თერმული გაფართოება 11.2 µმ/(მ·K)
თბოგამტარობა 16.2 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
იუნგას მოდული 64.8 გპა
წანაცვლების მოდული 26.3 გპა
დრეკადობის მოდული 40.2 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.231
ვიკერსის მეთოდი 410–600 მპა
ბრინელის მეთოდი 500–1250 მპა
CAS ნომერი 7440-60-0
ისტორია
აღმოჩენილია Jacques-Louis Soret and Marc Delafontaine (1878)
პლატინას მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
163Ho syn 4570 y ε 163Dy
164Ho syn 29 min ε 164Dy
165Ho 100% სტაბილური
166Ho syn 26.763 h β 166Er
167Ho syn 3.1 h β 167Er

პლატინა[1][2] (ლათ. Platinum < ესპანურიდან "პლატა" - ვერცხლი; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეათე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაქვეჯგუფის, VIIIB) ქიმიური ელემენტი. დაწვრილებით მისი თვისებები აღწერა ანტონიო დე ულოამ 1748 წელს (ესპანეთი).[3] მისი ატომური ნომერია 78. სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს[4] და "platina del Pinto" უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც "პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი".[5] პლატინა იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. მკვრივი, ძნელადდნობადი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში, ხშირად იგი გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც ამ ლითონის 80 %-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე.

პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს, სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალს და საიუვილერო ნაწარმს. თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.[6]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება პლატინა მიცემულ იქნა ესპანელი კონკისტადორების მიერ, რომლებიც XVI საუკუნის შუა ნახევარში პირველად სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორია) შეხვდნენ ახალ მეტალს, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა ვერცხლს (ესპანურად plata). რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "პატარა ვერცხლს" (პალატინა ვერცხლზე ორჯერ იაფი ღირდა). ასეთი მიუღებელი (უცნაური) დასახელება აიხსნებოდა იმით, რომ პლატინა არის ერთადერთი ლითონი, რომელიც გადადნობას არ ექვემდებარებოდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნეს გამოყენება და ამიტომაც მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.

პლატინის წარმოება ფხვნილის სახით დაიწყო 1805 წელს ინგლისელი მეცნიერის უ.ხ. ვოლასტონის მიერ სამხრეთ ამერიკის საბადოებიდან. დღეს პლატინას იღებენ პლატინური მეტალების კონცენტრატიდან. კონცენტრატს ხსნიან სამეფო წყალში, რის შემდეგაც უმატებენ ეთანოლს და შაქრის სიროფს ჭარბი HNO3 მოსაშორებლად. ამ დროს აღდგება ირიდიუმი Ir3+ და პალადიუმი Pd2+. ხოლო შემდგომ ამონიუმის ქლორიდის დამატებით გამოყოფენ (NH4)2PtCl6. გამომშრალ ნალექს ავარვარებენ 800 - 1000 °C.

3(NH4)2[PtCl6] = 2N2 + 2NH3 + 18HCl + 3Pt

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 167
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 102.
  3. ქიმიური ელემენტების აღმოჩენისა და სახელწოდებათა მოკლე ისტორია. Lemill.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2010-09-07.
  4. ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-29. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
  5. იან ვუდსი (2004). ელემენტები: პლატინა, The Elements. Benchmark Books. ISBN 978-0761415503. 
  6. ა. დ. როჯერ რიჩარდსი (2007). „სინთეტიკური ლითონის მოლეკულები, როგორ დნმ-ის კონტროლის აგენტები“. Chemical Society Reviews. 36 (3): 471–483. doi:10.1039/b609495c. PMID 17325786.