ტანგანიიკის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტანგანიიკის პროვინცია
ფრანგ. Tanganyika
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 6 ტერიტორია
ადმინისტრაციული ცენტრი კალემიე
მოსახლეობა (2005)
2 482 009 კაცი (12 ადგილი)
სიმჭიდროვე 18,39 კაცი/კმ²
ფართობი 134 940 კმ² (3 ადგილი)
ტანგანიიკის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 CD-TG

ტანგანიიკის პროვინცია (ფრანგ. Tanganyika) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალემიე. ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რომლითაც ქვეყანა შედგება 26 პროვინციისაგან, გამყარებულია 2006 წლის კონსტიტუციით, მაგრამ 2010 წლის ბოლოსათვის იგი ჯერ კიდევ რატიფიცირებული არ იყო და არ იყო ძალაში შესული[1]. საბოლოოდ იგი 2015 წელს შეიქმნა ტანგანიიკის რაიონისაგან, რომელიც ადრე შედიოდა კატანგის ყოფილ პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ტანგანიიკის ტბა. ტექნიკურად ის მდებარეობს ტანზანიის და ზამბიის საზღვარზე. ადმინისტრაციული ცენტრი კალემიე ასევე მდებარეობს ტბაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია, რომელზეც ჩამოყალიბებული იყო პროვინცია, 1960 წლამდე შედიოდა ბელგიის კონგოს შემადგენლობაში. კატანგის ტერიტორია, და კერძოდ, ტანგანიიკის პროვინცია, განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კატანგის სახელმწიფო. 1961 წელს აქ მოხდა ლუბას ხალხის აჯანყება ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1961 წელს ტანგანიიკა ხელმეორედ დაიპყრო კატანგის სახელმწიფომ და იმავე წელს კინშასის ცენტრალურმა ხელისუფლებამ. 1962 წლის 11 ივლისიდან 1966 წლის 28 დეკემბრამდე თანამედროვე ტანგანიიკა იყო ჩრდილოეთ კატანგის თვითმმართველი პროვინცია, მაგრამ შემდგომში მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებამ იგი შეიყვანა კატანგის პროვინციის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]