შინაარსზე გადასვლა

ნიდერლანდური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდერლანდური
Nederlands
გავრცელებულია ნიდერლანდები, ბელგია, სურინამი, არუბა, ნიდერლანდების ანტილის კუნძულები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდონეზია, საფრანგეთი, გერმანია
მოლაპარაკეთა რაოდენობა სულ: 22 მლნ. (2005)

რანგი: 37-48 (დათვლის მეთოდზე დამოკიდებულებით)

ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა: ნიდერლანდები, ბელგია, სურინამი, არუბა, ნიდერლანდების ანტილის კუნძულები

არეგულირებს: Nederlandse Taalunie (ნიდერლანდური ენის გაერთიანება)

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული
გერმანული
დასავლურ გერმანული
ნიდერლანდური
დამწერლობის სისტემა ლათინური ანბანი
ენის კოდები ISO 639-1:nl
ISO 639-2: dut (B) nld (T)
ISO/FDIS 639-3: nld
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-nl}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ნიდერლანდური

ნიდერლანდული ენა, ან ჰოლანდიური ენა — ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ბურები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან ნიდერლანდებიდან, მეტყველებენ ნიდერლანდული ენის ნაირსახეობაზე.

ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა-დიალექტების შესწავლით დაკავებულია ნიდერლანდისტიკა.

ნიდერლანდური თუ ჰოლანდიური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდურ ენას ხშირად შეცდომით ჰოლანდიურს უწოდებენ. ჰოლანდიური წარმოადგენს არა ენას, არამედ მხოლოდ ერთ-ერთ დიალექტს ნიდერლანდურისას, რომელზედაც ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში, ისტორიულ რეგიონ „ჰოლანდში“ ლაპარაკობენ.

ფლანდრიაში, რომელიც ბელგიის ნიდერლანდურენოვანი ნაწილია, ნიდერლანდურს უწოდებენ აგრეთვე ფლანდრიულ ენას. ჯერ კიდევ 1878 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდურ ბელგიაში სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული.

ნიდერლანდური ენა ძირითადად ვითარდებოდა ქვემოფრანკული ენის საფუძველზე.

ნიდერლანდური ენის განვითარებაში გამოყოფენ სამ პერიოდს.

ესენია:
  1. ძველნიდერლანდური პერიოდი (ძველი ქვემოფრანკული, IX-XI სს.).
  2. საშუალო ნიდერლანდული პერიოდი (XII-XV სს.).
  3. ახალნიდერლანდული პერიოდი (XVI ს-დან).

ძველნიდერლანდული ენის წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ყველაზე ადრეული ძეგლი საშუალო ნიდერლანდულისა — იურიდიული სიგელები, ი. ვან მარლანტის ნაწარმოებები, რაინდული რომანები — XIII საუკუნეს განეკუთვნება.

ნიდერლანდური ენის გავრცელება მსოფლიოში
ნიდერლანდური ენის გავრცელება დასავლეთ ევროპაში

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი: ნიდერლანდები, ბელგია, სურინამი, საფრანგეთი.

…

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Goedendag; Hallo
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Welkom
  • გმადლობთ - Dank u; Dank u wel
  • კი / არა - Ja / Nee
  • გეთაყვა - Alstublieft
  • ნახვამდის - Tot ziens; Tot kijk

რიცხვები

1één11elf21éénentwintig31éénendertig41éénenveertig
2twee12twaalf22tweeëntwintig32tweeëndertig42tweeënveertig
3drie13dertien23drieëntwintig33drieëndertig43drieënveertig
4vier14veertien24vierentwintig34vierendertig44vierenveertig
5vijf15vijftien25vijfentwintig35vijfendertig45vijfenveertig
6zes16zestien26zesentwintig36zesendertig46zesenveertig
7zeven17zeventien27zevenentwintig37zevenendertig47zevenenveertig
8acht18achttien28achtentwintig38achtendertig48achtenveertig
9negen19negentien29negenentwintig39negenendertig49negenenveertig
10tien20twintig30dertig40veertig50vijftig
60zestig70zeventig80tachtig90negentig100honderd