შიმპანზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიმპანზე
Schimpanse Zoo Leipzig.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: პონგოსებრნი
გვარი: შიმპანზე
ლათინური სახელი
Pan
სახეობა

შიმპანზე (Pan) — ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. შიმპანზეები არიან ორი აფრიკული სახეობიდან ერთ-ერთი უდიდესი მაიმუნები, რომლები არ გადაშენებულან. თავდაპირველად Pan გვარში გაერთიანებულები, ერთ სახეობად ითვლებოდნენ. თუმცა, 1928 წლიდან ისინი მიიჩნევიან ორ განსხვავებულ სახეობად: ჩვეულებრივ შიმპანზედ (P. Troglodytes), რომელიც მდინარე კონგოს ჩრდილოეთით ცხოვრობს და ჯუჯა-ბონობოდ (P. Paniscus), რომელიც სამხრეთში ცხოვრობს.[1] P. Troglodytes თავის მხრივ ოთხ ქვესახეობად იყოფა. ისინი დაახლოებით მილიონი წლის წინ გაიყარნენ. ყველაზე აშკარა განსხვავება არის ის, რომ შიმპანზეები უფრო დიდები, აგრესიულები არიან, მამრები დომინანტები, ხოლო ბონობო უფრო მშვიდია და ქალები არიან დომინანტები. შიმპანზეს სახეობა მშობლიურ სამკვიდროში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ბინადრობს.[2]

შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.[3]

სექციების სია

ანატომია და ფიზიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზის ხელები მის ფეხებზე გრძელია. საშუალოდ, მამრი შიმპანზე სიმაღლეში 1.2 მეტრი-ია (3.9 ფუტი) და იწონის 91 კილოგრამს. თუმცა, მდედრი შედარებით მცირე ზომისაა. გაშლილი ხელის ზომა მისი სიმაღლის 1 ½ -ია. გამონაკლისია ბონობო, რომელიც შედარებით მოკლე და გამხდარია ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, მაგრამ მას უფრო გრძელი ხელები აქვს. ხეებზე ორივე მათგანი დაცოცავს გრძელი და ძლიერი მკლავებით და მიწაზე ისინი ძირითადად მუშტის სახსარს ეყრდნობიან ან ოთხზე დადიან. შიმპანზეები უფრო კარგად ახერხებენ სიარულს ვიდრე, მაგალითად, ორანგუტანგები იმიტომ, რომ მათ ფეხებს უფრო ფართო გული და მოკლე თითები აქვს. რაც შეეხება ბონობოს, პროპორციულად მას უფრო დიდი კიდურები აქვს და წელში გამართული უფრო ხშირად დადის, ვიდრე ჩვეულებრივი შიმპანზე, თუმცა, ორივე მათგანს შეუძლია იაროს ორზე, როცა ხელში რაღაც ობიექტი უჭირავს.

შიმპანზეს არ აქვს კუდი. მისი საფარი მუქია, თუმცა, სახე, თითები, ხელის და ფეხის გულები უთმოა. ამ ნაწილების ფერი ვარირებს ვარდისფრიდან მუქ ფერებამდე და ძირითად შემთხვევებში, ასაკზეა დამოკიდებული. ახაგაზრდა ინდივიდებს უფრო ღია ფერის კანი აქვთ და წლებთან ერთად უმუქდებათ.

ძვლოვანი თარო, თვალების ზევით შუბლს აძლევს ჩავარდნილ შეხედულებას. მისი ცხვირი ბრტყელია. მიუხედავად იმისა, რომ ყბა წინაა გამოწეული, შიმპანზის ტუჩები გამოშვერილია მხოლოდ მაშინ, როცა იგი უკმაყოფილოა, გაბუტულია.

შიმპანზის ტვინი, საშუალოდ, ვარირებს 282-500 სმ3-ს შორის. ადამიანის ტვინი კი, მასთან შედარებით, სამჯერ დიდია და მოცულობით 1330 სმ3 -ს უტოლდება.

შიმპანზეები ზრდასრულ ასაკს აღწევენ 8-იდან 10 წლამდე. შიმპანზის სათესლე ჯირკვლები გასაკვირად დიდი ზომისაა მის სხეულთან შედარებით და 110 გრამს, იწონის. შედარებისათვის, გორილას სათესლე ჯირკვლები 28 გრამია და ადამიანის 43. ეს განსაკუთრებულად დიდი ზომა განპირობებულია „სპერმის შეჯიბრით“, რაც გულისხმობს ორი ან მეტი მამრის სპერმატოზოიდების მცდელობას გაანაყოფიერონ ერთი კვერცხუჯრედი. ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მდედრს რამდენიმე პარტნიორი ჰყავს.

ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, შიმპანზე მდედრი ველურ პირობებში ცხოვრობს 37 წელი, მამრი კი 33, მაგრამ ტყვეობაში ყოფნისას ზოგ მათგანს 60 წლამდეც მიუღწევია.[4][5]

კუნთის სიძლიერე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ძლიერი კუნთების მქონე ცხოველი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ მკლავებს. თუმცა, ხანდახან ადამიანების სიძლიერესთან შედარებისას მედია და პოპულარული მეცნიერება ძალიან აჭარბებს სიმართლეს და ამბობს, რომ შიმპანზის კუნთები ადამიანზე 4-8-ჯერ ძლიერია. ეს დასვკნა გამოტანილია 1923 და 1926 წლის კვლევებიდან, რომელიც ჩაატარა ბიოლოგმა, სახელად ჯონ ბაუმენი. მოგვიანებით, 1943 წელს ცდა გაიმეორეს და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ მამრ შიმპანზეს შეუძლია იმდენი ტვირთის აწევა, რამდენიც ზრდასრულ მამაკაცს. თუმცა, როდესაც მიღებული შედეგები შეასწორეს ზომების პროპორციულად, შიმპანზე მართლაც აღმოჩნდა ადამიანზე ძლიერი, ოღონდ, 4-8-ჯერ ნამდვილად არა. 1960-იანებში ეს კვლევა თავიდან ჩატარდა და ამჯერად მიიღეს დასკვნა, რომ შიმპანზეს კუნთები ორჯერ ძლიერია ადამიანისაზე, როცა საქმე ტვირთის აწევას ეხება.

რას უნდა უმადლოდეს შიმპანზე იმას, რომ ადამიანითან შედარებით, წონისა და კუნთის მოცულობის გათვალისწინებით, ორჯერ ძლიერია? შიმპანზის კუნთს უკეთესი კუმშვის ხარისხი აქვს? ან იქნებ უკეთესი ნერვული სტიმულატორები აქვთ კუნთის ბოჭკოებში? შესაძლოა ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი? ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებთ მეცნიერებს. საინტერესოა ისიც, თუ როდის და როგორ ჩამოუყალიბდათ მათ მსგავსი ანატომია. შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეინარჩუნდათ სიძლიერის ასეთი დონე. იქნებ ჩვენს წინაპრებსაც მსგავსი ტიპის აგებულება ჰქონდათ ადრე? მაშინ რატომ და როგორ დაეცა კუნთების სიძლიერის დონე ადამიანებში? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. სიძლიერის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, უფრო გრძელი ძვლოვანი ბოჭკოებია, რომლებსაც შეუძლიათ ორჯერ ძლიერად იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მოძრაობის დროს, ვიდრე ეს ადამიანშია შესაძლებელი.

კევინ ჰანტი, ადამიანის წარმომავლობისა და პრიმატების ევოლუციის ლაბორატორიის დირექტორი ინდიანას უნივერსტეტში ამბობს, რომ თუ შიმპანზეს გაპარსავთ და მის ტანს ფოტოს გადაუღებთ კისრიდან წელამდე „პირველ შეხედვაზე ვერც მიხვდები, რომ ის ადამიანი არაა“. ამ ორი სახეობის კუნთების აგებულება საკმაოდ მსგავსია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენე, მათ შორის ძალების თანაფარდობა განსხვავდება. „12 საათიც რომ გვემუშავა დღეში, როგორც ისინი, მაინც ვერ ვიქნებოდით მათსავით ძლიერები,“ ამბობს ჰანტი. ერთხელ, აფრიკის ტყეში, ჰანტმა დაინახა 85 ფუნტიანმა მდედრმა შიმპანზემ როგორ გადატეხა არიონვუდის ხე ერთი ხელის მოსმით. ჰანტს კი ორი ხელი და მთელი ძალღონე დასჭირდა ამისთვის.[6][7]   

საცხოვრებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველური შიმპანზეები მხოლოდ აფრიკაში ბინადრობენ. ისინი აფრიკის 22 ქვეყანაში, კონტინენტის დასავლეთ სანაპიროდან ტანზანიამდე ცხოვრობენ. თუმცა, დღეს არა უმეტეს 5 ქვეყანას - გაბონი, ცენტრალური აფრიქის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კამერუნი - ჰყავს შიმპანზეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. არსებობს შიმპანზეების ორი სახეობა - ჩვეულებრივი შიმპანზე და ბონობო. ჩვეულებრივ შიმპანზეს ოთხი ქვესახეობა ჰყავს: Pan troglodytes verus (დასავლეთ აფრიკა), Pan troglodytes vellerosus (კამერუნი და ნიგერია), Pan troglodytes troglodytes (ცენტრალური აფრიკა), Pan troglodytes schweinfurthii (კონგოს აუზი). ბონობო კი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბინადრობს.[8]

შიმპანზეები დიდი კონცენტრაციით ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. სამწუხაროდ, ხეების სწრაფი გაჩეხვის შედეგად იმ ტყის მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა, სადაც შიმპანზეები უწყვეტად ბინადრობდნენ.[8]

საბედნიეროდ, შიმპანზეები შედარებით ადაპტურები არიან და მათი საცხოვრებლები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. ზოგიერთ შიმპანზეს შეუძლია გადასვლა საკმაოდ მშრალ გარემოში, როგორებიცაა სამხრეთ-დასავლეთ ტანზანია და სენეგალი, სადაც ისინი გვხვდებიან მეჩხერ, ბამბუკის, ჭაობიან ტყეებში და ღია სავანაშიც. გარემო, რომელშიც შიმპანზეები ცხოვრობენ, დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე. შესაბამისად, შიმპანზეების პოპულაციებმა განივითარეს მკვეთრი ქცევები მათი საცხოვრისის შესაბამისად.[8]

მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ არსებობა, როგორც ხეებზე ასევე ხმელეთზე, ისინი იშვიათად შორდებიან ტყეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მნიშვნელოვან დროს ატარებენ ხეებზე, სადაც მათ სძინავთ, იკვებებიან და სოციალიზაციას ახდენენ.[8] 

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზე არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი, რომელიც ასობით სხვადასხვა სახის საკვებს ჭამს. მათ საკვებს ძირითადად შეადგენს სეზონური ხილი, თესლი და ყვავილები, რომლებსაც ხეებიდან გლეჯენ სხვადასხვა მწერებთან ერთად, როგორებიც არიან ჭიანჭველები და ტერმიტები. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი უფრო დიდ ნადავლსაც ჭამენ და როდესაც ერთად მუშაობენ, ქვეჯგუფებად, შეუძლიათ მაიმუნების და ჩიტების მონადირებაც.[9] შიმპანზეები (ორანგუტანგისა და ადამიანის გარდა) ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებსაც იარაღის გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ. ცნობილია, რომ ისინი ფოთლებს აცლიან ტოტებს და შემდეგ მათ ათავსებენ ტერმიტების ბუდეში და როდესაც ტერმიტები გადაადგილდებიან ტოტზე, შიმპანზეები ლოკავენ მათ და ჭამენ. ასევე, ისინი იყებებენ ქვებს ჩაქუჩის მაგივრად კაკლის გასატეხად და დაღეჭილ ფოთლებს კოვზის მაგივრად წყლის შესაწოვად, საიდანაც შემდეგ სვამენ მას.[10]   

გენეტიკური ვარიაციები შიმპანზეების პოპულაციებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრის უნივერსტეტმა ჩაატარა დღემდე ჩატარებულთ შორის ყველაზე დიდი კვლევა, რომლის საშუალებითაც იპოვა განსხვავება შიმპანზეების სხვადასხვა პოპულაციებს შორის.

როგორც აღმოჩნდა, ტრადიციული გეოგრაფიული თვალსაზრისით შიმპანზეების სამ პოპულაციად - დასავლურ, ცენტრალურ და აღმოსავლურ ნაწილებად დაყოფა არაკორექტულია, რადგან მათ შორის სერიოზული გენეტიკური განსხვავებებია. შეიძლება ითქვას, ადამიანის პოპულაციებს შორის არსებულ სხვაობაზე ორჯერ ან სამჯერ უფრო დიდი.

2007 წლის აპრილში, ჯურნალ PLOS GENETICS-ის გამოცემაში, ჩიკაგოს უნივერსტეტის, ჰარვარდის, ბოარდ ინსტიტუტის და არიზონას შტატის მკველვრები აქვეყნებენ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ პოპულაციებს შორის უმცირესი ურთიერთბა იყო და შიმპანზეები ცენტრალური და აღმოსავლური პოპულაციებიდან უფრო მეტად ენათესავებიან ერთმანეთს ვიდრე დასავლური ქვესახეობები.

მათ ასევე გამოაქვეყნეს გამარტივებული 30 დნმ-ის მარკერიანი კომპლექტი, რომელიც პრიმატოლოგისტებსა და ზოოპარკებს შეეძლოთ გამოეყენებინათ იმისთვის, რომ გაეგოთ მათი გაურკვეველი წარმომავლობის შიმპანზეების წარმომავლობა.

„ამ სამ ჯგუფს შორის ასეთი განსხვავებების შემჩნევა მნიშვნელოვან მითითებებს წარმოადგენს, რომელიც მომავალში გამოგვადგება.“ - ამბობს მოლი პრზევორსკი, PhD, ჩიკაგოს უნივერსტეტის ადამიანის გენეტიკის ასისტენტ პროფესორი. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სამივე ჰაბიტატი, სამივე საფრთხის ქვეშ მყოფი, ერთის მაგივრად.“

შიმპანზის ევოლუციური ისტორიის გამოსაკვლევად, მკველვართა ჯგუფმა შეაგროვა დნმ 78 შიმპანზისა და 6 ბონობოსგან, ჯამში კი გამოიკვლია 310 დნმ-ის მარკერი თითოსგან.

მათ იპოვეს ოთხი „განუგრძობი პოპულაცია“ - სამი შიმპანზესა და ერთი ბონობოში. სხვადასხვა პოპულაციების დნმ-დან 5%-ზე მეტის მქონე ჰიბრიდები ველურ ბუნებაში იშვიათად გვხვდება. მათი ძირითადი ნაწილი ტყვეობაში ჩნდება.

„ჩვენ მხოლოდ მცირე მტკიცებულება ვიპოვეთ იმისი, რომ სხვადასხვა პოპულაციები ერთმანეთში ირევა ველურ ბუნებაში“, თქვა სელინ ბექკუეტმა, ამ კვლევის პირველმა ავტორმა და პრზევორსკის ლაბორატორიის კურსდამთავრებულმა. „შესაძლოა ამის მიზეზი ჩვენს მიერ არჩეული მაგალითებია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს განცალკევება, მართლაც, ნამდვილია და გრძელვადიანი გეოგრაფიული იზოლაციის გამო მოხდა.

საწყისი ბარიერები ამ ჯგუფებს შორის შესაძლოა მდინერების ზრდა ყოფილიყო, როგირიცაა, მაგალითად, კონგო. იგი 1.5 მილიონი წელია არსებობს. „შიმპანზეებმა არ იციან ცურვა,“ ბექკეტი ამბობს. „ მათთვის, მდინარე სერიოზულად ეფექტურ საზღვარს წარმოადგენს.“ განგრძობადი ჰაბიტატის კარგვამ განაპირობა ფიზიკური განცალკევება ამ სამი ჯგუფისა.

გენეტიკური განსხვავებების მასშტაბმა საშუალება მისცა გამომკველვებს, გაეგოთ როდის დაშორდნენ სხვადასხვა პოპულაციები ერთმანეთს. მათ დაასკვნეს, რომ ბონობო, რომელიც კონგოს სამხრეთით ცხოვრობს, თანამედროვე შიმპანზის წინაპრებს 800,000 წლის წინ ჩამოშორდა. დასავლური შიმპანზეები ცენტრალურ და აღმოსავლურ შიმპანზეებს კი 500,000 წლის წინ ჩამოშორდნენ. ცენტრალური და აღმოსავლური კი გაიყო 250,000 წლის წინ.

„მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზის გენომი გამოკვლევის საგანია, გასაოცარია, თუ რამდენად ცოტა ვიცით მათი ევოლუციასა და შიმპანზეებს შორის ვარიაციის დონეზე.“ ამბობს პრზევორსკი. „ისინი ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან, უფრო ახლო ვიდრე გორილა, მაგრამ ჩვენ მაინც ასე ცოტა ვიცით მათ შესახებ, იმაზე ნაკლები ვიდრე გორილასა და ორანგუტანგზე.“

შიმპანზის გენომი ბონობოს გენომისგან 0.3 %-ით განსხვევდა, რაც ადამიანებსა და შიმპანზეს შორის განსხვავების დაახლოებით მეოთხედია ( 1.25%), მაგრამ, ამასთან, ბონობოსა და შიმპანზეს რადიკალურად განსხვავებული სოციუმი, კულტურა, კვების რაციონი და გამრავლების სისტემა აქვთ.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შიმპანზის სამ პოპულაციაზე დაკვირვებაზე საუბრისად პრზევორსკი აღნიშნავს: „ჩვენ ვიპოვეთ სერიოზული გენეტიკური ვარიაციები, თუმცა ძალიან ცოტა იყო განსხვავება პოპულაციებს შორის ქცევის წესის თვალსაზრისით“.[11]

ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეს სახეობის მაიმუნები სიციალურად აქტიური არსებები არიან. ეს განპირობებულია მათი ცხოვრების სტილით. შიმპანზეები ძირითადად ჯგუფებსა და თემებში ერთიანდებიან რაც თავისთავად მსგავსია ადამიანების ცხოვრების მანერისა. შიმპანზეს ტიპის მაიმუნებს ძალიან ბევრი აქვთ ადამიანებთან საერთო. მათ ადამიანების მსგავსად ახასიათებთ სწავლისა და ათვისების კარგი უნარი.[12]

შიმპანზეებზე დაკვირვებებს მუდმივად ართულებს მათი ჯგუფურად გადაადგილების უნარი რაც ყოველთვის ართულებდა პროცედურებს.[13]   მათთვის ერთიანობა სიძლიერის მაჩვენებელია და შესაბამისად ნაკლაბად თუ ნახავთ მარტო მოხეტიალე შიმპანზეს.

შიმპანზეთა ქცევა გამოიხატება სხვადასხვანაირად, კერძოდ კომუნუკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით შიმპანზეები ურთიერთობენ ერთმანეთთან. ისინი იყენებენ შეძახილებს, ჟესტებს და სხვადასხვა სახის გამომეტყველებებს რათა ერთმანეთს უკეთ მიახვედრონ თუ რა სურთ. შიმპანზეთა გონება იმდენად განვითარებულია, რომ ძუძუმწოვართა შორის ინტელექტის მონაცემებით საკმაოდ განვითარებულ პრიმიტებს წარმოადგენენ.[14]

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შიმპანზეთა ქცევა განპირობებულია ასევე ადამიანების მიერ მათ მიმართ გამოხატულ რეაქციებზეც. შიმპანზესთვის ყვირილი მისგან უფრო მეტი აგრესიის გამომწვევი ხდება და შესაბამისად არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით, ლმობიერები ხდებიან მაშინ როდესაც საჭმელი გამოჩნდება მათ თემში. საკვები შიმპანზეებს უფრო დამთმობებს და ლმობიერებს ხდით რაც ასევე აისახება მათ ქცევაში.

შიმპანზეთა ქცევის ერთ-ერთი დამახასიათებელი და საინტერესო მოვლენას წარმოადგენს მათი მოგზაურობის მეთოდიკა. ამ ტიპის მაიმუნები ძირითადად მცირე ჯგუფების სახით გადაადგილდებიან სადაც შიმპანზეთა რაოდენობა არ აჭარბებს 10-ს. მოგზაურობის გარდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიმპანზეთა დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. ოჯახური კავშირის სიძლიერით გამოირჩევიან შიმპანზე დედა და შიმპანზე შვილი (მდედრი) რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულაბას განიცდიან. აღნიშნული მდედრ შიმპანზეს ახასიათებს მხოლოდ 7 წლამდე. ამის შემდეგ ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ თავიანთი ადგილის დამკვიდრებას დედისგან მოშორებით.

შიმპანზეთა ქცევაში აღსანიშნავია მათი იერარქიული დამოკიდებულება. შიმპანზეთა თემები ძირითადად პატრიარქაულია, კერძოდ მამრობითი სქესის შიმპანზეები უფრო მაღლა დგანან თემში და ჯგუფებში ვიდრე მდედრები. ლიდერობის განსაზღვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მამრობითი შიმპანზეს ასაკი. ითვლება რომ ის შიმპანზე რომელიც თემის ლიდერია და იკავებს ე.წ „ალფას“ პოზიციას თემში, ასაკით უხუცესი უნდა იყოს და ჩვეულებრივ მათი ასაკი 20-დან 26-მდე მერყეობს.

„ალფა“ შიმპანზესთვის ლიდერობას განსაზღვრავს სხვადასხვა მახასიათებლები. ეს შეიძლება იყოს: ფიზიკური მომზადება, ინტელექტი, უნარ-ჩვევები, ასაკი და ა.შ. მამრობითი სქესის შიმპანზეები განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით ხასიათდებიან, თუმცა ასევე ახასიათებთ დაუნდობელი ხასიათი. ინდივიდუალებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება ერთი თემიდან მეორეში, რადგან თემის „ალფები“ ასეთ შიმპანზეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. გამონაკლისს წარმოადგენს ის მდედრი შიმპანზეები, რომლებსაც ჯერ არ გაუჩენიათ შვილები. მათ ერთი თემიდან მეორეში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

სიბრაზის გამოხატვა შიმპანზეთა ქცევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა. ისინი განსხვავებულ ხმებს გამოსცემენ იმის მიხედვით თუ რას აკეთებენ ან რისი გაკეთება სურთ. შიმპანზეები სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ მოახლოებული საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ან თუნდაც გაფრთხილების მიზნით. სიბრაზის გამომხატველი ქცევის გარდა, მეგობრული ქცევა შიმპანზეთა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ისინი ძალიან დიდ ყურადღებასაც კი უთმობენ მას. შიმპანზეთა მეგობრული ქცევა ძირითადად გამოიხატება მათი მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში გვერდი-გვერდ ჯდომაში და სხვადასხვა თამაშში. შიმპანზეებისთვის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და შესაბამისად ესეც განაპირობებს მათი მხრიდად დიდ ჯგუფებად გადაადგილების უნარს.

გარდა დადებითი ქცევებისა, შიმპანზეებს ასევე აქვთ უარყოფითი ქცევებიც, რაც გამოიხატება მათი მხირდან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაში. შიმპანზეებს ადრეული ასაკიდან, შესაძლებელია დაეწყოთ საკუთარი თავის დაზიანებისაკენს სწრაფვა, რაც არც თუ ისე სახარბიელო რამ არის.

თემში შიმპანზეთა ქცევის საინტერესო ელემენტს წარმოადგენს დავების გადაწყვეტის მეთოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად ისინი აგრესიულობით და დაუნდობელი ქმედებებით გამოირჩევიან, თუმცა შესაძლებელია თემში რაიმე გაუგებრობა შიმპანზეებმა მოაგვარონ უშუალოდ ძალადობის გარეშე მუქარით. მუქარის მეთოდს აქტიურად იყენებენ შიმპანზეები იმისათვის, რომ დავა და გაუგებრობა ან შუღლი დააშოშმინონ თემის წევრებს შორის.[12]

საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და დღის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გასუფთავებაში ატარებენ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს მათ და პარაზიტებისგან იცავს, არამედ დამამშვიდებელია მათთვის და ხელს უწყობს ჯგუფის შიგნით სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. ცნობილია, რომ შიმპანზეები 30 მკაფიო ხმას გამოსცემენ, რითიც ჯგუფის სხვა წევრებს უკავშირდებიან. ღრიალი და ღმუილი ზრდასრულ შიმპანზეებში ყველაზე გავრცელებული ხმებია და 2 კმ-ის მანძილზეც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალფეროვან ხმებს გამოსცმენ, კომუნიკაცია ძირითადად მაინც სახის გამომეტყველებით ხორციელდება. მათ ძალიან მოქნილი ტუჩები აქვთ, რომლებსაც „სიცილის“ წარმოება შეუძლიათ, რაც რეალურად შიშის გამომხატველია, როდესაც ისინი გაბრაზებულები ან შეშინებულები არიან. შიმპანზეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველთა სახეობებს მიეკუთვნებიან და რაღაცეების დამახსოვრების გარდა, სარკეში საკუთარი თავის ცნობაც შეუძლიათ.[10]

სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულების დასადგენად ჩატარებული ორი კვლევის შედეგები წარმოადგენენ ერთ-ერთ პირველ მკაფიო არგუმენტს ადამიანების გარდა სხვა ცხოველებში გლოვის არსებობის შესახებ და ამყარებენ იმ აზრს, რომ ევოლუციურად ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგარი შიმპანზე იზიარებს მრავალ ადამიანისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ.[15]

გვინეაში, ბოსოუს ტყეებში ჩატარებულმა დაკვირვებამ შიმპანზეებზე აჩვენა შიმპანზეებში დედების მიერ გარდაცვლილ შვილებზე ზრუნვის შემთხვევები. 2003 წელს რესპირატორული დაავადების ეპიდემიამ ბოსოუს ტყეებში 5 შიმპანზე იმსხვერპლა, რომელთა შორისაც ორი მცირეწლოვანი- 1 წლის ჯიმატო და 2 წლის ვევე იყვნენ. გარდაცვლილ სხეულებს დედები, შესაბამისად, 68 და 19 დღის განმავლობაში ზურგზე მოკიდებულებს დაატარებდნენ და უკვე გამოფიტულ სხეულებს ბუზებისგან იცავდნენ. თუმცა დაკვირვების შედეგების სათანადო ინტერპრეტაცია ვერ ხერხდება, რამდენადაც მკვლევარებს შეუძლიათ დააკვირდნენ მხოლოდ შიმპანზეების ქცევას და არა მათ გონებრივ მდგომარეობას, რაც ართულებს იმის დადგებას თუ რამდენად აცნობიერებდნენ დედები შვილების გარდაცვალების ფაქტს.[15]

მეორე კვლევა, რომელიც ასევე შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულებას ასახავს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. 2008 წლის ნოემბერში 50 წელს Blair Drummond Safari and Adventure Park-ის ბინადარი გადაცილებული შიმპანზე პენსი ლეტარგიით დაავადდა.  3 ზრდასრული შიმპანზე, რომელთა შორისაც იყო პენსის 20 წლის ქალიშვილი როუზი, მას გამუდმებით უვლიდა და ღამით საკუთარი „საძინებლების“ ნაცვლად მის გვერდითაც კი იძინებდა. პენსის სიკვდილამდე 10 წუთით ადრეც სხვები განუწყვეტლივ განაგრძნობდნენ მასზე ზრუნვას, ხოლო როუზი მთელი ღამის განმავლობაში დედასთან დარჩა. ერთ-ერთმა შიმპანზემ ჩიპიმ კი პენსის სიკვდილის შემდეგ მისი პირის ახლოდან დათვალიერებითა და კიდურების გამოძრავებით მისი სიცოცხლის ნიშნები შეამოწმა. მას შემდეგ, რაც მომვლელებმა მეორე დღეს პენსის სხეული წაიღეს, დანარჩენი შიმპანზეები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დასუსტებულები იყვნენ და ცოტას ჭამდნენ. პენსის სიკვდილით შიმპანზეებში გამოწვეულმა რეაქციებმა, რომლებსაც უამრავი მკვლევარი ამ შემთხვევამდე მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებლად მიიჩნევდა, კვლევით ჯგუფს უჩვენა შიმპანზეებში სიკვდილისადმი ადამიანების მსგავსი მიდგომა.[15]

სიცილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეებს, რომლებიც ადამიანების ახლო ნათესავები არიან ასევე შეუძლიათ სიცილი, თუმცა მათი ვოკალური აპარატი განსხვავებულია, რაც იწვევს იმას, რომ მათ მიერ გამოცემული ხმა მეტად ემსგავსება ქოშინს. ამასთან, ისინი იცინიან, როგორც ჩასუნთქვებით, ისე ამოსუნთქვებით ადამიანები კი - მხოლოდ ამოსუნთქვებით.[16]

შიმპანზეებისათვის მშობლისა და ნაშიერს შორის პირველი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ადამიანების მსგავსად ღიტინს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის მათთვის ერთგვარი სოციალური ურთიერთობის, კომუნიკაციის საშუალებაა და შიმპანზეები მისი მეშვეობით თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთობიან. შიმპანზე ვაშუ ოჯახის წევრებთან ღიტინით 37 წლის ასაკშიც კი კავდებოდა.[16]

2015 წელს შიმპანზეებზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სპონტანური სიცილი ადამიანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო ადამიანებისა და შიმპანზეების საერთო წინაპრიდან. კვლევის სუბიექტი იყო 46 შიმპანზე ზამბიის(აფრიკა) 46 შიმპანზე თამაშის პროცესში. ისინი არჩეულები იყვნენ ზამბიის(აფრიკა) 4 სხვადასხვა კოლონიიდან, რათა გამორიცხულიყო ინდივიდუალური განსხვავებები. გამოყენებულ იქნა სპეციალური კოდური სისტემით, რომელიც სახის მოძრაობის მცირე ცვლილებასაც კი აფიქსირებს.[17]

ადამიანების ანალოგიურ სახის კონფიგურაციებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ შიმპანზეები ადამიანების მსგავსად პოზიტიური განწყობის გამოსახატადაც იღიმიან და ამისათვის იყენებენ ზედა ტუჩს, რითაც უარყოფილ-იქნა წინამორბედი მოსაზრება, რომ შიმპანზეს „ღიმილი“ შიშის შედეგად გამოწვეულ ღრენას გამოხატავდა. ამასთან შიმპანზეებს შეუძლიათ სახის 14 სხვადასხვაგვარი გამომეტყველების მიღება ორივენაირად: ხმის გამოცემის თანხლებით და ხმის გარეშე. აგრეთვე, აქტიური თამაშისას, როდესაც სხვა შიმპანზეებთან ფიზიკური კონტაქტი აქვთ მეტად იყენებენ უხმო სიცილს, ხოლო როდესაც ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ-ხმოვანს, რაც წარმოადგენს ემპირიულ მტკიცებულებას საიმისოდ, რომ, შესაძლოა, სიცილის მრავალმხრივი მოდელები შიმპანზეების კომუნიკაციისათვის სხვადასხვაგვარი შინაარსის მიცემას ემსახურება და კომუნიკაციის უფრო მრავალფეროვან და შინაარსობრივად ზუსტ ხასიათს სძენს.[17] 

შიმპანზეთა ინტელექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში, შიმპანზეთა ინტელექტუალური მონაცემების შესწავლა მსოფლიოს წამყვანი ანთროპოლოგების ძირითადი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა.    დღესდღეობითაც ისინი იკვლევენ ადამიანის გენებთან მიმართებაში თუ რამდენად ინტელექტუალურად განვითარებულს პრიმატებს წარმოადგენენ შიმპანზეს სახეობის მაიმუნები.[18] 

შიმპანზეთა გონებრივი მონაცემები ძალიან გავს ადამიანისას. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფატქორებით. უნდა აღვნიშნოთ, ადამიანებს და შიმპანზეს სახეობის მაიმუნებს საერთო წინაპარი ჰყავთ, რომლის ისტორიაც 6 მილიონ წელიწადს ითვლის.

შიმპანზეები განსაკუთრებული ინტელექტის მქონე პრიმიტებს წარმოადგენენ. მათ აქვთ უნარი ინადირონ, აღიქვან ადამიანის ლაპარკი, რიცხვები, დაამზადონ იარაღები. ასევე შიმპანზეებს შეუძლიათ საკვების მოპოვების სხვადასხვა სტრატეგიების მოფიქრება, დაგეგმარება, რაც მათ გონებრივ განვითარებაზე მეტყველებს. ყოველივე ნათლად მიუთითებს შიმპანზეების ინტელექტზე და ადამიანურ გენებთან მსგავსებას.[19]

შიმპანზეთა ინტელექტის მნიშვნელოვანი ასპექტია მშენებლობის უნარი, რაც გამოიხატება მათთვის საცხოვრებელი ბუდის (სახლის) შენებაში. აღსანიშნავია, რომ მათ სხვადასხვა იარაღის გამოყენებით შეუძლიათ ააგონ თავიანთი მოსასვენებელი ადგილი რომელსაც გამოიყენებენ დასაძინებლად.[20] 1970-იანი წლების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ შიმპანზეთა სახეობის მაიმუნები სამუშაო იარაღებს ქვისგან ამზადებდნენ და მათი გამოყენებით ნადირობდნენ და აგებდნენ "ბუდეებს".[21] 

შიმპანზეთა ინტელექტის ძალიან საინტერესო ფაქტორია მათი მოხერხებულობის უნარი. ისტორიულად, ცნობილია რომ შიმპანზეებს ადამიანების გაცურებაც კი შეუძლიათ საკმაოდ მარტივად.[19] მათი მსგავსება ადამიანების მიმართ გამოიხატება ასევე დაავადებების მიღებაშიც. შიმპანზეები, ისევე როგორც ადამიანები, ავადდებიან ერთი და იგივე გრიპებით და ვირუსებით. ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს მათ მსგავსებას ადამიანებთან.[22]

უსაფრთხოება შიმპანზეთა ცხოვრების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. მათი გონებრივი შესაძლებლობები მათ აძლევს საშუალებას სტრატეგიული გეგმების დაწყობაში. ასევე მათ აქვთ უნარი თავდაცვითი სისტემების შემუშავების, რაც ასევე მათი ინტელექტუალური მონაცემების სიძლიერეზე მეტყველებს.[23]

სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, შიმპანზეები განსაკუთრებული ათვისების უნარით გამოირჩვიან. კერძოდ, მათ დროის მცირე მონაკვეთში შეუძლიათ ადამიანებისაგან ისწავლონ და გაიწვრთნან სხვადასხვა მიმართულებებით. ასვე თამაში და სხვა გასართობი აქტივობები შიმპანზეებს განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებთ.[23]

შიმპანზეებს როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ განვითარებული ინტელექტუალური მონაცემები გააჩნიათ. ისინი გონებრივ მომწიფებულობას სხვადასხვა ასაკში აღწევენ. ზოგი უფრო სწრაფად ზოგიც კი უფრო ნელა. გარდა თვითშემეცნების და ათვისების უნარისა, მათ გააჩნიათ უნარი ასწავლოს სხვას და მათი გადმოცემის უნარი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნარია შიმპანზეთა სახეობის მაიმუნებში.[23]   

  1. Parker, I. (2007, July 23). Swingers. Retrieved July 06, 2016, from http://www.newyorker.com/magazine/2007/07/30/swingers-2
  2. Grant, S. (2013, August 18). The Difference Between Chimps And Bonobos - KnowledgeNuts. Retrieved July 06, 2016, from http://knowledgenuts.com/2013/08/18/the-difference-between-chimps-and-bonobos/
  3. Chimpanzee. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://animals.nationalgeographic.com/animals/mammals/chimpanzee/
  4. Chimpanzee Anatomy. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://chimpanzeefacts.net/chimpanzee-anatomy.html
  5. Chimpanzee - Anatomy and Physiology. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.liquisearch.com/chimpanzee/anatomy_and_physiology
  6. Chimps vs. Humans: How Are We Different? (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.livescience.com/15297-chimps-humans.html
  7. Bauman, J. E. (1926). Observations on the Strength of the Chimpanzee and Its Implications. Journal of Mammalogy, 7(1), 1. doi:10.2307/1373587
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 About Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.janegoodall.ca/about-chimp-range-habitat.php
  9. Carlson, B. (2013, March 20). Chimpanzees eat smart when it comes to mealtime. Retrieved from https://www.purdue.edu/newsroom/releases/2013/Q1/study-chimpanzees-eat-smart-when-it-comes-to-mealtime.html
  10. 10.0 10.1 Chimpanzee. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://a-z-animals.com/animals/chimpanzee/
  11. Bauman, J. E. (1926). Observations on the Strength of the Chimpanzee and Its Implications. Journal of Mammalogy, 7(1), 1. doi:10.2307/1373587
  12. 12.0 12.1 About Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.janegoodall.ca/about-chimp-behaviour-social-organization.php
  13. Mitani, J. C., Watts, D. P., & Muller, M. N. (2002). Recent developments in the study of wild chimpanzee behavior. Evol. Anthropol. Evolutionary Anthropology: Issues, News, and Reviews, 11(1), 9-25. doi:10.1002/evan.10008
  14. Baker, K. C., & Aureli, F. (1997). Behavioural Indicators of Anxiety: An Empirical Test in Chimpanzees. Behaviour, 134(13), 1031-1050. doi:10.1163/156853997x00386
  15. 15.0 15.1 15.2 Balter, M. (2010, April 26). Chimps Grieve Over Dead Relatives. Retrieved from http://www.sciencemag.org/news/2010/04/chimps-grieve-over-dead-relatives
  16. 16.0 16.1 Jonson, S. (n.d.). Emotions and the Brain. Retrieved April 01, 2003, from http://discovermagazine.com/2003/apr/featlaugh
  17. 17.0 17.1 Davila-Ross M, Jesus G, Osborne J, Bard KA (2015) Chimpanzees (Pan troglodytes) Produce the Same Types of ‘Laugh Faces’ when They Emit Laughter and when They Are Silent. PLoS ONE 10 (6): e0127337. doi:10.1371/journal.pone.0127337
  18. The Chimpanzee Sequencing And Analysis Consortium. (2005). Initial sequence of the chimpanzee genome and comparison with the human genome. Nature, 437(7055), 69-87. doi:10.1038/nature04072
  19. 19.0 19.1 Chimpanzee intelligence. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.indiana.edu/~origins/teach/A105/lectures/A105L12.html
  20. Wrangham, Richard W. (1996). Chimpanzee cultures. Chicago Academy of Sciences, Harvard University Press. pp. 115–125. ISBN 978-0-674-11663-4.
  21. van Lawick-Goodall, Jane. 1970. "Tool-using in Primates and other Vertebrates." Advances in the Study of Behavior, vol. 3, edited by David S. Lehrman, Robert A. Hinde, and Evelyn Shaw. New York: Academic Press.
  22. Conservation & Threats. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.janegoodall.ca/chimps-issues-disease.php
  23. 23.0 23.1 23.2 Intellect and Emotion | Chimpanzees | Release & Restitution for Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.releasechimps.org/chimpanzees/intellect-and-emotion

მეხსიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების მახსოვრობასთან დაკავშირებით ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგი ადამიანებთან შედარებით მათ ჩამორჩენილობაზე მეტყველებდა.[1]

2007 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და 3 წყვილი დედა-შვილი შიმპანზე, რომლებსაც წინასწარ შესწავლილი ჰქონდათ არაბული ციფრები 1-9 თანმიმდევრულად. ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ Touchscreen მონიტორზე უნდა გამოჩენილიყო ეს ციფრები, რამდენიმე ხნის შემდეგ ცარიელი უჯრებით შეცვლილიყო და ცდისპირებს მათი სწორი თანმიმდევრობით დაწყობა მოეხერხებინათ.

კვლევის ზოგადი შედეგის მიხედვით, ახალგაზრდა შიმპანზეები იყვნენ უფრო სწრაფები ვიდრე მათი მშობლები და აგრეთვე ადამიანები, რაც მიუთითებს განვითარებული ფოტოგრაფიული მახსოვრობის, ეიდეტიზმის შესახებ შიმპანზეებში, რაც გულისხმობს დეტალურად ზუსტი სურათის დამახსოვრებას საკმაოდ კომპლექსური სცენებისა.[2]

ენა შიმპანზეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სერიოზული ექსპერიმენტი შიმპანზესათვის ენის შესასწავლად 1950-იან წლებში ჩატარდა. კეით და კატერინ ჰეიესებმა შიმპანზე ვიკი აღზარდეს სახლში ისე, როგორც ადამიანის ნაშიერი. ისინი მაიმუნის ტუჩებს ამოძრავებდნენ, რათა ესწავლებინათ სხვადასხვა სიტყვების წარმოთქმა, თუმცა 6 წლის განმავლობაში ვიკიმ მხოლოდ 4 სიტყვის - „mama”,  “papa”, “cup”, “up” ინგლისურთან მიმსგავსებულად გამოთქმა ისწავლა და 7 წლის ასაკში ვირუსული მენინგიტით გარდაიცვალა.[3] 

ვიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ხმოვანი ენა შიმპანზესათვის შესაბამისი არ არის, რადგან მიუხედავად მათი თანამედროვე, დახვეწილი ფსიქოლოგიური მეთოდებისა დიდ წარმატებას ვიკისთვის ენის შესწავლის საკითხში ვერ მიაღწიეს.[4]  მკვლევარების მიერ შიმპანზეების ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ისინი ინტენსიურად იყენებენ ჟესტების ენას. მაშინაც კი თუ ტყვეობაში აღმოჩნდებიან სწრაფად ავითარებენ თხოვნის გამომხატველ თუ სხვა ჟესტებს.[5]

1960-იან წლებში ცოლ-ქმარი გარდნერები ატარებენ ექსპერიმენტს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდა შიმპანზე ვაშუს ასწავლონ ნიშნების ენა. მათ შეარჩიეს პროექტი American Sign Language (ASL), რომელიც სხვადასხვა რეგიონული ვარიაციებით ჩრდილოეთ ამერიკაში სმენადავეითებულების მიერ გამოიყენება. შიმპანზეს შერჩევა მოხდა პირდაპირ ველური ბუნებიდან და საექსპერიმენტო ასაკის დაგვიანების თავიდან ასაცილებლად შეირჩა ზედმეტად ახალგაზრდა შიმპანზე, რომელიც 8-14 თვის იყო და ახალი დაწყებული ჰქონდა ხოხვაც კი.[4]

ვაშუ ლაბორატორიაში 1966 წელს მიიყვანეს. ასაკობრივი უმწიფობის გამო პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს ვერ აღწევდნენ. პირველი ნიშანი, რაც ვაშუმ აითვისა იყო „come, gimme“, რაც მაჯების მოძრაობას მოიცავდა დაძახების მინიშნებით.  წვრთნის პირველი სამი წლის განმავლობაში ვაშუმ 85 სხვადასხვა ნიშნის შესწავლა მოახერხა.  151 ნიშნის შესწავლის შემდეგ კი იგი ამ ნიშნებს უკვე სხვა შიმპანზეებსაც ასწავლიდა.[5]

2 წლის შემდეგ „ლექსიკონი“ უკვე 175 სიტყვამდე გაზარდა.  ვაშუმ ასევე აითვისა სხვადასხვა ნიშნების კომბინირება მარტივი წინადადებების ასაწყობად. მაგალითად, „come, gimme“-ს ნიშნის “tickle”-ს ნიშანთან კომბინირებით მას შეეძლო მოეხმო თავისი მწვრთნელები, რათა მისთვის მოეღიტინებინათ.[5]  უფრო ხანგრძლივ პერიოდში ვაშუმ 800 ნიშნის შესწავლა მოახერხა.[6]

ვაშუს წარმატების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰერბერტ ტერასმა კოლუმბიას უნივერსიტეტიდან პროექტის განმეორება გადაწყვიტა. საექსპერიმენტოდ შეირჩა შიმპანზე ნიმ ჩიმპსკი, რომელსაც სახელი ირონიულად ლინგვისტ ნოამ ჩომსკის გამო დაარქვეს, რომელიც დეკარტეს მოსაზრების დამცველი იყო, რომლის მიხედვითაც ენა მხოლოდ ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი. ნიმი თავდაპირველად ადამიანების ოჯახში იზრდებოდა და შესაბამისად ვაშუს მსგავსად მას როგორც ადამიანს ისე ექცეოდნენ. მოგვიანებით ნიმი წაიყვანეს ოჯახიდან და მისი ენის გაკვეთილები გაგრძელდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ნიმი თითქმის იმეორებდა ვაშუს წარმატებებს. აგრეთვე წინადადებებს  გრამატიკულად სწორი თანმიმდევრობით ალაგებდა, მაგალითად, შემასმენელს ქვემდებარეზე წინ აყენებდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერების კადრებად გაშიფვრის შემდეგ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ის წარმატებები, რომლებსაც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღწევდნენ იყო ხშირად უბრალოდ მკვლევარების სიჩქარის ან მონაცემთა უზუსტობის შედეგი და  ნიმს ენა კი არ უსწავლია, არამედ მან უბრალოდ ისწავლა მასწავლებლების იმიტირება სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების მისაღებად. ასევე ნიმს არ შეეძლო კომუნიკაციის ინიცირება, მის მიერ აწყობილი წინადადებები ვერ იზრდებოდა სიგრძეში, განსხვავებით ბავშვებისაგან, რომელთა შემთხვევაშიც მათ მიერ ნასწავლ სიტყვების რაოდენობასა და წინადადებების სიგრძეებს შორის მტკიცე კორელაცია არსებობს.  [7]ტერასმა აღიარა, რომ შიმპანზეების ქცევები იყო მხოლოდ ტრენირების შედეგი და ენა კვლავაც რჩებოდა ადამიანის განმსაზღრელ ელემენტად.[8]

შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა შიმპანზეები სერიოზულად ზარალდებიან მათი უახლოესი ნათესავებით. ადამიანები ნადირობდნენ და კლავდნენ შიმპანზეებს მათი ხორცისთვის (bushmeat), რაც აკრძალვის მიუხედავად, დღემდე გრძელდება. თუმცა, ბუნებრივი საცხოვრისის დაკარგვა არის ყველაზე დიდი დანაკლისი შიმპანზეებისთვის, ვინაიდან გადარჩენისთვის სჭირდებათ ხეები მათ გარშემო. შიმპანზეები დიდი ხანია ხიბლავენ ადამიანებს, როგორც ზოოპარკებში, ასევე მეცნიერებაში.[9] უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია მათზე ჯეინ გუდოლის (Jane Goodall) დამსახურებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა შიმპანზეებს ტანზანიაში, გომბეს (Gombe) ეროვნულ პარკში.[10]

დნმ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზე და მეორე მაიმუნი, ბონობო, არიან ადამიანების უახლოესი თანამედროვე ნათესავები. ეს სამი სახეობა მრავალი გზით ჰგავს ერთმანეთს, აგებულებითა და ქცევით. მაგრამ მათი სიახლოვის უკეთ გასაგებად მეცნიერები მათ დნმ-ს ადარებენ. ადამიანები და შიმპანზეები დნმ-ს 98.8 %-ს იზიარებენ.[11]

ადამიანებისა და შიმპანზეების დნმ-ს ასეთი მსგავსება ამ ორი სახეობის მჭიდრო კავშირით აიხსნება. ადამიანები და შიმპანზეები ერთი საერთო სახეობისაგან წარმოიშვნენ, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როგორც ადამიანები და შიმპანზეები განვითარდნენ, მათი დნმ-ც თაობიდან თაობას გადაეცა და შეიცვალა. ფაქტობრივად, დნმ-ს ცვლილებებმა გამოიწვია განსხვავება ადამიანებისა და შიმპანზეების გარეგნობასა და ქცევებს შორის. მართალია, მათ ბევრი იდენტური გენი აქვთ, თუმცა სხვადასხვანაირად იყენებენ. გენის აქტივობა და ექსპრესია მუშაობს რადიოსათვის ხმისა აწევა-დაწევის მსგავსად. შესაბამისად, იგივე გენი ადამიანებში შეიძლება ძალიან იყოს გამოხატული, ხოლო შიმპანზეებში არა.[11]

მსგავსი გენები ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების ტვინის მსგავს რეგიონებშია გამოხატული, თუმცა განსხვავებული რაოდენობით. ათასობით ასეთი განსხვავება ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე, და ხსნის თუ რატომ არის ადამიანების ტვინი უფრო დიდი და ჭკვიანი.[11] 

ასაკთან დაკავშირებული საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეებს შეუძლიათ იცხოვრონ 40-ზე მეტი წელი ტყვეობაში. ახალშობილობის პერიოდი არის კრიტიკული დრო და მასზეა დამოკიდებული ნორმალური გაიზრდება ცხოველი თუ ექნება სიცოცხლი განმავლობაში ქცევითი პრობლემები. აუცილებელია ახალშობილები დედასთან დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს. ველურ ბუნებაში ახალგაზრდა შიმპანზეებს სჭირდებათ დედის მზრუნველობა დაახლოებით 5 წლამდე. დედისაგან დაშორებამ, ერთ ან ორ წლამდე, შესაძლოა მოზრდილ ასაკში, შიმპანზეს სხვა შიმპანზეებთან ურთიერთობის პრობლემა შეუქმნას, ბევრი პათოლოგიური ქცევა გამოიწვიოს და ცვლილებებთან შეგუება გაურთულოს.[12]

რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭიროებებიც იცვლება. ასაკოვან შიმპანზეებს დაახლოებით იგივე პრობლემები აქვთ, რაც მოხუც ადამიანებს, მათ შორის ოსტეოპოროზი (ძვლის გაუხშოება), სახსრების პრობლემები და წონის არასასურველი  ცვლილებები. ასაკოვანი შიმპანზეები შესაძლოა ნაკლებად აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი საჭიროება სოციალური ურთიერთობებისა და მასტიმულირებელი გარემოსი არ მცირდება.[12]

კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანის დნმ-ს დაახლოებით 98% შიმპანზის გენომის ანალოგიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე თაგვისა და ვირთხის სახეობებს შორის, შესაბამისად ადამიანსა და შიმპანზეს შორის არსებული მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო განსხვავებების მიუხედავად ისინი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, რაც იმ აზრს დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც შიმპანზის გენომი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ანატომიის, ევოლუციისა და რაც მთავარია გენომის შესასწავლად.[13]

ადამიანისა და შიმპანზის გენომის მსგავსებიდან გამომდინარე უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანისთვის დამახასიათეელი ინფექციური დაავადებების, რეპროდუქციის, ენისა და ქცევის შესახებ. განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა ისეთი ინფექციური დაავადებების შესწავლა და ვაქცინებზე მუშაობა, როგორებიცაა ჰეპატიტის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, და უამრავი სხვა.[14] 

შიმპანზეების როლი ჰეპატიტის კვლევაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების მონაწილეობა გადამწყვეტი იყო ჰეპატიტის ვირუსის შესწავლის პროცესში არა მხოლოდ მსგავსების, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანის გარდა, შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომლის A, B, C, D, და E ჰეპატიტით დაინფიცირებაც შესაძლებელია. შიმპანზეების კვლვის შედეგად განვითარდა და დაიხვეწა ადამიანებში ფართოდ გავრცელებული A და B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, რამაც მკვეთრად შეამცირა სისხლის გადასხმით მათი გავრცელების ტემპი და რაც მთავარია მიიღეს ვაქცინა, რითაც 92%-ით შემცირდა A და 82%-ით B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი.[15]

რაც შეეხება C ჰეპატიტს, იგი ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დაავადებაა, რომლისგანაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამ ვირუსით უდრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აივ ინფექციით. რეალურად 33-დან 1 ადამიანი 45-64 ასაკობრივ ზღვარში ისეა ინფიცირებული C ჰეპატიტით, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ასეთი საშიში და გავრცელებული დაავადების შესწავლაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა შიმპანზეებზე კვლევების ჩატარებამ, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. 1998 წლიდან 2007 წლამდე-მდე დაახლოებით 500 შიმპანზე იყო ჩართული მათთვის საზინო და მტკივნეულ კვლევებში, რასაც შედეგად ვირუსის შესწავლა და ანტივირუსული თერაპიის განვითარება მოჰყვა.[16]  

მონოკლონალური ანტისხეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების როლი ასევე მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებებისა და სიმსიმვნის სამკურნალოდ გამოყენებადი მონოკლონარული ანტისხეულების თერაპიის შესწავლასა და ამ მხრივ განვითარებისათვის, რადგან მათი უჯრედული ზედაპირის რეცეპტორები და ციტოკინების თავისებურებები თითქმის ადამიანის იდენტურია. შიმპანზეებზე დატესტილი მონოკლონალური ანტისხეულებით იკურნება ისეთი დაავადებები როგორებიცაა B-უჯრედული არა-ხოჯკინის ლიმფომა, რამდენიმე ანთებითი და ართრიტული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფსორიაზი და უამრავი სხვა.[15]

ამ და სხვა რამდენიმე წარმატებული გამოკვლევის და მნიშვნელოვანი სამედიცინო წინსვლის გამო შიმპანზეების გამოყენება ექსპერიმენტებში ძალიან ხშირი გახდა და დაიბადა იდეა, რომ მათი შესწავლით ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ რთულ დარღვევებსაც კი მოეძებნებოდა მკურნალობის გზა როგორებიცაა სიმსივნე, იმუნოდეფიციტი, ალცჰაიმერი და სხვა დაავადებები. თუმცა ეს იმედები მცდარი აღმოჩნდა, რადგან შიმპანზეებთან საერთო გენების დიდი პროცენტული რაოდენობის მიუხედავად კვლავ რჩება ათობით მილიონი დნმ-ს განსხვავებული თანმიმდევრობები და ამაზე ბევრად უფრო მეტი, მრავალფეროვანი გენების ექსპრესია, რაც შიმპანზეებისგან განასხვავებს ადამიანს და გაურდაუვალს ხდის იმ მარცხებს, რომლებიც მსგავს ესპერიმენტებს მოჰყვება.[17]

შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შეზღუდვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების გამოყენებით ადამიანის ქცევების, ანატომიის და დაავადებების გამოკვლევებით მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარებასთან ერთად ხშირი აღმოჩნდა უშედეგო პროცედურებიც, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდა ამ ცხოველებს, რაც სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა შიმპანზე უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თანდათან შემცირდა ისეთი შიმპანზეების რაოდენობა, რომლებიც ექსპერიმენტებს გაუძლებენ, რის გამოც უამრავმა მეცნიერმა უარყოფითად შეაფასა მათზე მსგავსი კვლევების ჩატარება.

შიმპანზეების რაოდენობრივი შემცირების გარდა ესპერიმენტების შეწყვეტა მოითხოვეს ეთიკის თვალსაზრისითაც, რადგან სწორედ ის ფაქტი, რომ შიმპანზეები ადამიანებთან ახლოს მყოფი სახეობები არიან, აქვთ განვითარებული გონება და ცნობიერება, მეცნიერებს აფიქრებინებთ, რომ მათი გამოყენება ისეთ კვლევებში, რომლებიც მათ რაიმე ზიანს აყენებს დაუშვებელია. Pascal Gagneux (ევოლუციური ბიოლოგი და პრიმატების ექსპერტი კალიფორნიის უნივერსიტეტში) აღნიშნავს, რომ შიმპანზეები არ არიან ლაბორატორიის ვირთხები ან თაგვები, ისინი უნიკალური ცხოველები არიან, რომელთაც სათანადო მოპყრობა და პირობები სჭირდებათ.[18]

ზემოთ აღნიშნულ საფრთხეებს და ეთიკურ ფაქტორებს დაერთო ისიც, რომ ტექნოლოგია განვითარდა და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება უკვე შიმპანზეების გარეშე გახდა შესაძლებელი, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შენახვა და კვლევების ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, გასაგები გახდება თუ რატომაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი აქტუალური შიმპანზეებზე აქტიურად კვლევების ჩატარების აკრძალვის საკითხი.

2010 წელს National Institutes of Health (NIH)-ისა და კონგრესის მოთხოვნით, მედიცინის ინსტიტუტმა (Institute of Medicine) და National Research Council-მა დაიწყეს ძირფესვიანი გამოძიება შიმპანზეების ბიომედიცინურ და ქცევით კვლევებში გამოყენების აუცილებლობაზე და ამ კვლევების როლზე უსაფრთხო და ეფექტური მედიცინის არსებობაში. ამ გამოძიების მიზანი იყო დაედგინათ თუ რამდენად საჭიროა შიმპანზეების ჩართვა იმ ნევროლოგიური, სოციალური და ქცევითი ფაქტორების დასადგენად, რომლებსაც ადამიანებში გავრცელებული დაავადებების განვითარებაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე აქვთ გავლენა.[19]

ამ კვლევის შედეგად შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების აკრძალვა არ მომხდარა, თუმცა დაწესდა გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები, რომლებიც ერთგვარ კრიტერიუმებს აწესებენ შიმპანზეებთან მოპყრობის შესახებ. ეს კრიტერიუმები შემდეგი მთავარი პუნქტებისგან შედგება:[20]

1. ჩატარებული კვლევებისგან მიღებული ცოდნა უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანთა ჯანმრთელობისათვის.

2. ამ ცოდნის მიღებისათვის შიმპანზეების გამოყენება უნდა იყოს ერთადერთი გზა, ანუ შეუძლებელი უნდა იყოს იგივე შედეგების სხვა ცხოველებზე ან ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებით.

3. ცხოველები უნდა იყვნენ შესაბამის ფიზიკურ და სოციალურ გარემოში ან ბუნებრივ პირობებში.

4. ცხოველებზე ჩატარებული პროცედურები უნდა იყოს მინიმალურად საზიანო, მტკივნეული და სტრესული. 

შიმპანზეების დღევანდელი სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმპანზეების რაოდენობის შემცირების პროცესი ამით არ დასრულებულა, შესაბამისად არც შეზღუდვის ღონისძიებები აღმოჩნდა საკმარისი მათ გადასარჩენად, ამიტომ შიმპანზეები სრულად დაცულ სახეობად გამოცხადდა და წითელ წიგნში (IUCN Red List) შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების მსხვერპლობისგან დაცული იქნება ყველა ბუნებრივ პირობებში მცხოვრები, ველური და ლაბორატორიებში მყოფი შიმპანზე, რომელთა რიცხვიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ლაბორატორიებში 700-ზე მეტია.[21] ლაბორატორიების შიმპანზეებს თანდათან მათთვის ბუნებრივ პირობებში გადაიყვანენ. აიკრძალა არა მარტო საზიანო პროცედურების ჩატარება და მათზე ნადირობა, არამედ მათი მომრავლება, გაყიდვა, შინაურ ცხოველად ყოლა, იმპორტ-ექსპორტი, შიმპანზეების სისხლით, უჯრედული და ქსოვილური ნიმუშებით ვაჭრობაც კი.[22]

ბუნების მსოფლიო ფონდის (World Wide Fund for Nature; WWF) მონაცემებით დღესდღეობით 150-დან 250 ათასმდე შიმპანზეა მსოფლიოში შემორჩენილი, მათი უმეტესობა აფრიკის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა ბევრად უფრო ფრაგმენტულად, გაფანტულად, მცირე ჯგუფებით ვიდრე აქამდე, რაც მათი გაქრობის წინაპირობაა. არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ბენინის რესპუბლიკა, გამბია, ბურკინა-ფასო და სხვები, სადაც ეს სახეობა უკვე აღარ გვხვდება, რასაც მათი სამეცნიერო გამოყენების გარდა რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი არის შემცირება, ტყეების ჩეხვა, შიმპანზეების და სხვა ცხოველების იზოლირებაში მოქცევა, მათზე ნადირობა, ცოცხალი შიმპანზეების დაჭერა და შინაურ ცხოველად გაყიდვა. სერიოზული პრობლემაა ეპიდემიური დაავადებებიც, მაგალითად ებოლა, რომელმაც 2002 წელს დიდი რაოდენობით შიმპანზე და გორილა იმსხვერპლა და უამრავი სხვა საფრთხე, რომელთა თავიდან აცილებასაც ბუნების მსოფლიო ფონდი და წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად ცდილობენ აფრიკაში დაცული ტერიტორიების შექმნით და გაძლიერებით, შიმპანზეზე ფოკუსირებული ეკოტურიზმის განვითარებით და შიმპანზეების არაკანონიერი ხოცვის შეჩერებით.[23]

შიმპანზე ოლივერის უცნაური შემთხვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი შიმპანზეებისა და ბონობოს პოპულაციების მთლიანი რიცხვი მცირეა ადამიანებთან შედარებით მცირეა, მაგრამ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით ფართოა ვიდრე ჩვენი სახეობის. ფაქტობრივად, 7 მილიარდ ადამიანს გენეტიკური მრავალფეროვნების შეზღუდული დონე გვაქვს. გენეტიკურად ადამიანები შიმპანზის სახეობის თანდაყოლილი დიდი ჯგუფი ვართ.[24]

ოლივერი იყო აფრიკული შიმპანზე, რომლის სახეობის იდენტობა  პოპულარული მედიისა და მრავალი მეცნიერის განსჯის საგანი გახდა 1970-იანი წლებიდან.[25] ოლივერი იყო უჩვეულო შიმპანზე, რომელიც აფრიკაში შეიპყრეს. ზოგიერთმა ფიზიკურმა და ქცევითმა ფაქტმა უბიძგა მის მფლობელებს დაეჯერებინათ, რომ ოლივერი შესაძლოა ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. ოლივერს მის თანამოძმე შიმპანზეებზე ბრტყელი სახე ჰქონდა. მის ყურებს და ყბის ხაზს ნორმალური შიმპაზესაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ოლივერი ჩვეულებისამებრ ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე) იყო და სხვა შიმპანზეებისაგან განსხვავებით არასდროს დადიოდა მისი თითების სახსრებზე. მას ჰქონდა ძლიერი, სწორი და ფართო მხრები, ხელები გვერდებზე ჩამოვარდნილი და არა წინ მოხრილი. ასევე გაცილებით ნაკლებად თმიანი იყო. მას ჰქონდა უფრო რბილი და წყნარი ხმა. მისი ქცევები კი საოცრად უჩვეულო იყო. მისი ინტელექტი და სწავლის შესაძლებლობა იყო გასაოცარი.[26] იგი უფრო მეტად იყო ადამიანის მსგავსი, ვიდრე სხვა შიმპანზეები. არა მხოლოდ სხვა შიმპანზეები ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე უარს, ასევე ოლივერიც უარყოფდა მათ და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებდა.[27]

ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.[25]

შიმპანზეები ზოოპარკებში[28][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა შიმპანზე არ ცხოვრობს თავიანთ ბუნებრივ აფრიკულ საცხოვრებლში. დაახლოებით 500 შიმპანზე ბინადრობს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ზოოპარკებში. ზოგიერთი ასაკოვანი შიმპანზე ზოოპარკებში დაბადებულები იყვნენ ველურ გარემოში და გასაყიდად შეიპყრეს. ყველაზე უფროსი შიმპანზე ამერიკულ ზოოპარკში არის მდედრი, Little Mama, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს. ის დაახლოებით 70 წლის არის.

შიმპანზეები, რომლებიც დღესდღეობით არიან ზოოპარკებში უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მათი წინაპრები. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ზოოპარკებში გაუმჯობესდა მათი კეთილდღეობა ვიდრე მათი წინაპრების. ძველად შიმპანზეები მოთავსებულები იყვნენ პატარა, სტერილურ გალიებში, ძირითადად მარტონი. თანამედროვე ზოპარკებში კი მათ ბევრად დიდი გალიები აქვთ, სადაც სხვა შიმპანზეებთან ერთად არიან მოთავსებულები. მათთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბუნებრივ პირობებში სხვა შიმპაზეებთან ერთად ცხოვრობენ. ვინაიდან ისინი, ადამიანების მსგავსად, სოციალური ქმნილებები არიან საჭიროა მათი სოციალურ ჯგუფებში ცხოვრება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი არის 24-26 წელი. ასეთი დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია ახალშობილების მაღალი სიკვდილიანობით. ის შიმპანზეები, რომლებიც ახალშობილობის პერიოდს გადაურჩნენ, სავარაუდოა, რომ დიდხანს იცოცხლებენ, გასულ საუკუნეებში მათ მოვლასთან დაკავშირბული ცოდნის დაგროვების წყალობით.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ზოოპარკში სტუმრობისას ახსოვდეთ, რომ შიმპანზეები ძალიან ინტელექტუალური ქმნილებები არიან, შესაბამისად აქვთ კომპლექსური სოციალური ქცევა. ხშირად ადამიანებს აოცებთ მათსა და შიმპანზეებს შორის არსებული ფიზიკური თუ ქცევითი მსგავსება. ზოოპარკებში მათი ყურებისას, ადამიანებმა პატივი უნდა სცენ შიმპანზეების პირად სივრცეს, შეინარჩუნონ სიწყნარე და თავი შეიკავონ ხმამაღალი, ხმაურიანი ქცევებისაგან. 

  1. Cell Press. (2007, December 9). Young Chimps Top Adult Humans In Numerical Memory. ScienceDaily. Retrieved July 5, 2016 from www.sciencedaily.com/releases/2007/12/071203094823.htm
  2. Inoue, S., & Matsuzawa, T. (2007). Working memory of numerals in chimpanzees. Current Biology, 17(23), R1004-R1005.
  3. Wayman, E. (2011, August 11). Six Talking Apes. Retrieved from http://www.smithsonianmag.com/science-nature/six-talking-apes-48085302/?no-ist
  4. 4.0 4.1 Gardner, R. A., & Gardner, B. T. (1969). Teaching sign language to a chimpanzee. Science, 165(3894), 664-672.
  5. 5.0 5.1 5.2 Premack, D. (1971). Language in chimpanzees. Science, 172, 808-822.
  6. Allen, G. R., Gardner, B. T. (1980). "Comparative psychology and language acquisition". In Thomas A. Sebok and Jean-Umiker-Sebok. Speaking of Apes: A Critical Anthology of Two-Way Communication with Man. New York: Plenum Press. pp. 287–329.ISBN 0306402793.
  7. Wynne, C. (2008). Aping Language: a skeptical analysis of the evidence for nonhuman primate language. Skeptic (Altadena, CA)13(4), 10-15.
  8. Sobel, D. (1979, October 21). Researcher Challenges Conclusion That Apes Can Learn Language. Retrieved from http://www.nytimes.com/1979/10/21/archives/researcher-challenges-conclusion-that-apes-can-learn-language.html?_r=1
  9. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :7 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  10. In the Summer of 1960... (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.janegoodall.ca/goodall-summer-1960.php
  11. 11.0 11.1 11.2 DNA: Comparing Humans and Chimps. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.amnh.org/exhibitions/permanent-exhibitions/human-origins-and-cultural-halls/anne-and-bernard-spitzer-hall-of-human-origins/understanding-our-past/dna-comparing-humans-and-chimps/
  12. 12.0 12.1 https://grants.nih.gov/grants/olaw/Chimpanzees.pdf
  13. Lovgren, S. (n.d.). Chimps, Humans 96 Percent the Same, Gene Study Finds. Retrieved from http://news.nationalgeographic.com/news/2005/08/0831_050831_chimp_genes.html
  14. National Research Council (US) Committee on Long-Term Care of Chimpanzees - http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK109752/
  15. 15.0 15.1 https://www.faseb.org/Portals/2/PDFs/opa/Chimpanzees%20in%20Biomedical%20Research_IOM.pdf
  16. Bailey, J. (n.d.). An Assessment of the Use of Chimpanzees in Hepatitis C Research Past, Present and Future: 1. Validity of the Chimpanzee Model. Retrieved from http://www.neavs.org/docs/chimps_hep_c_research_1_bailey.pdf
  17. Independent Science News Food Health and Agriculture Bioscience News https://www.independentsciencenews.org/health/why-chimpanzee-testing-in-medicine-had-to-end/
  18. National Geographic http://news.nationalgeographic.com/news/2005/09/0906_050906_chimplabs.html
  19. PRINCIPLES GUIDING THE USE OF CHIMPANZEES IN RESEARCH Institute of Medicine (US) and National Research Council (US) Committee on the Use of Chimpanzees in Biomedical and Behavioral Research - http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK91454/
  20. Chimpanzees in Biomedical and Behavioral Research Assessing the Necessity. (n.d.). Retrieved from https://www.nationalacademies.org/hmd/~/media/Files/Report Files/2011/Chimpanzees/chimpanzeereportbrief.pdf  
  21. Nature.com http://www.nature.com/news/us-government-gives-research-chimps-endangered-species-protection-1.17755
  22. Nature World News RSS http://www.natureworldnews.com/articles/15487/20150705/chimpanzees-finally-listed-endangered-both-wild-captive.htm
  23. WWF conserves our planet, habitats, & species like the Panda & Tiger http://wwf.panda.org/what_we_do/endangered_species/great_apes/chimpanzees/
  24. http://www.indiana.edu/~ensiweb/lessons/OliverChimp.pdf
  25. 25.0 25.1 Ely, J. J., Leland, M., Martino, M., Swett, W., & Moore, C. M. (1998). Technical note: Chromosomal and mtDNA analysis of Oliver. American journal of physical anthropology105(3), 395-403.
  26. Pednaud, J. T. (2006). OLIVER - The Humanzee Circus Freaks and Human Oddites. Retrieved July 06, 2016, from http://www.thehumanmarvels.com/oliver-the-humanzee/
  27. Wieland, C. (n.d.). The strange case of the ‘Humanzee’. Retrieved July 06, 2016, from http://creation.com/the-strange-case-of-the-humanzee
  28. ChimpanZoo Homepage. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.chimpanzoo.org/african_notecards/chapter_3.html

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: