ანკლავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
C — A ქვეყნის ანკლავი და ამასთანავე B ქვეყნის ექსკლავი
C — B ქვეყნის ექსკლავი, გარშემორტყმული A და D ქვეყნების ტერიტორიებით

ანკლავი (ფრანგ. enclave) — ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს სამფლობელოებით და რომელსაც არა აქვს ზღვის ნაპირი (მაგ., სან-მარინოს რესპუბლიკა იტალიაში).

თუ ანკლავს აქვს გასასვლელი ზღვაზე, მას უწოდებენ ნახევრადანკლავს (მაგ., მონაკო).

ექსკლავი - სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ აქვს საერთო საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან და შემოსაზღვრულია სხვა ქვეყნის ტერიტორიით. ამავე დროს არ არის აუცილებელი ის შემოსაზღვრული იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიით, მას შეიძლება ესაზღვრებოდეს რამდენიმე ქვეყანა. (მაგ., ნახჭევანი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს, გარშემორტყმულია სომხეთით, თურქეთით და ირანით).

ექსკლავს, რომელსაც გასასვლელი აქვს ზღვაზე, უწოდებენ ნახევრადექსკლავს (მაგ., კალინინგრადის ოლქი).