ჰუმუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუმუსი, ნეშომპალა (ლათ. humus - მიწა, ნიადაგი) — ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად.

ჰუმუსის შედგენილობაში შედის ჰუმინომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის).

ჰუმუსი შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი ხდება. ჰუმუსს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწები. საქართველოს შავმიწებში ჰუმუსი 7%, რუსეთის შავმიწებში 12% აღწევს. შედარებით მცირე რაოდენობითაა ჰუმუსი ეწერ და რუხ ნიადაგებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]