ეპარსეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Éparses | |
---|---|
ეპარსეს კუნძულების მდებარეობა და დეტალური რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 6 |
მთავარი კუნძული | ევროპა |
ფართობი | 38,6 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2361 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
ეპარსეს კუნძულები (ფრანგ. Îles Éparses — მიმოფანტული კუნძულები ან ფრანგ. Îles éparses de l'océan indien — მიმოფანტული კუნძულები ინდოეთის ოკეანეში) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში. შედგება ოთხი მცირე მარჯნის კუნძულისგან და რამდენიმე ატოლისაგან. ტერიტორია 2007 წლიდან წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის მეხუთე რაიონს, რომელიც რეიუნიონიდან იმართება.[1]. აქ მუდმივი მოსახლეობა არ სახლობს. სამი კუნძული გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა, ევროპა და ატოლი ბასას-და-ინდიას მდებარეობს მოზამბიკის სრუტიდან დასავლეთით, მადაგასკარის სიახლოვეს, ხოლო მეოთხე კუნძული ტრომელინი მადაგასკარიდან 450 კმ-ით (280 მილი) აღმოსავლეთით მდებარეობს. მოზამბიკის სრუტეშივე მდებარეობს ბანკ-დიუ-ჟეზერის რიფიც, რომელიც 1976 წლიდან მადაგასკარის მიერ ანექსირებულია.
ეს კუნძულები უკვე კლასიფიცირდება, როგორც ნაკრძალი. ამ კლასიფიცირებას არ მიეკუთვნება ბასას-და-ინდია, რადგანაც აქ არის მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ავტომატიზირებულია. ტრომელენის კუნძულზე მდებარეობს სპეციალური სადგური, საიდანაც ციკლონის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილება ეგზავნება მადაგასკარს, რეიუნიონს და მავრიკს. თითოეულ კუნძულს, ბასას-და-ინდიასა და ბანს-დუ-გეისერის გარდა აქვს 1000 მეტრიანი თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. ეპარსეს კუნძულებზე დავა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფოს შორის.
ეპარსეს კუნძულების შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედგება მარჯნის კუნძულებისაგან:
- ბანკ-დიუ-ჟეზერი (მასზე პრეტენზიას აცხადებენ მადაგასკარი და კომორის კუნძულების კავშირი)
- ბასას-და-ინდია (მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი)
- 10 უსახელო კუნძული
- ევროპა (მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი)
- ევროპის კუნძული
- 8 უსახელო კუნძული ევროპის კუნძულის შიგნით არსებულ ლაგუნაში
- გლორიოსი (მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი)
- Grande Glorieuse
- Île du Lys
- Wreck Rock
- South Rock
- Verte Rocks (three islets)
- 3 უსახელო კუნძული
- ჟუან-დი-ნოვა (მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი)
- ტრომელინი (მასზე პრეტენზიას აცხადებს მავრიკი)
ტერიტორიის საერთო ფართობია — 38,6 კმ², მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, იმყოფებიან მხოლოდ სამეცნიერო სადგურების თანამშრომლები — 56 ადამიანი. ყველაზე დიდი კუნძულია — ევროპა, რომლის ფართობი შეადგენს 28 კმ²-ს.
ტრომელინი (ფრანგ. Tromelin) ოფიციალურად აღმოჩენილი იქნა 1722 წელს. 1761 წელს კუნძულზე გემის ჩაძირვის გამო აღმოჩნდა გემის ეკიპაჟის 125 ადამიანი და 89 მონა. გემის ნამსხვრევებისაგან გადარჩენილმა მატროსებმა ააშენეს პატარა გემი და ორი თვის შემდეგ გაემგზავრნენ კუნძულიდან. კუნძულზე მათ დატოვეს 60 მალაგასიელი მონა, რომელთაც შეპირდნენ, რომ მათ წასაყვანად მალე დაბრუნდებოდნენ. 1776 წლის 29 ნოემბერს ფლოტის ლეიტენანტმა ტრომელინმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გემ La Dauphine-ს, გადაარჩინა ცოცხლად გადარჩენილები — 7 ქალი და რვა თვის ჩვილი. ამ ხალხმა კუნძულზე გაატარა 15 წელი. ლეიტენანტის პატივსაცემად ყოფილ ქვიშიან კუნძულს დაერქვა მისი სახელი.
ევროპის კუნძულმა (ფრანგ. Europa) სახელი მიიღო ბრიტანულ გემ «ევროპასაგან», რომელიც კუნძულზე იმყოფებოდა 1774 წელს. კუნძული საფრანგეთს ეკუთვნის 1897 წლიდან, მაგრამ მადაგასკარი მას საკუთრად თვლის იმის საფუძველზე, რომ კუნძული ადმინისტრაციულად იყო გამოყოფილი საფრანგეთის კოლონია მადაგასკარიდან უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ. კუნძულზე არსებული ნანგრევები და საფლავები ამტკიცებენ მათი დასახლების უნაყოფო ცდებზე 1860-იან და 1920-იან წლებში. კუნძული ევროპა გამოცხადებულია ბუნებრივ ნაკრძალად. კუნძულზე ბუდობენ ზღვის ფრინველები. კუნძული მწვანე ზღვის კუების (Chelonia mydas) გამრავლების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომლებიც კვერცხებს დებენ მის პლაჟებზე. აქ ასევე ცხოვრობს რამდენიმე ასეული აფრიკული თხა, რომლებიც კუნძულზე შემოიყვანეს XVIII საუკუნეში.
ბასას-და-ინდია (ფრანგ. Bassas da India) — ვულკანური წარმოშობის დაუსახლებელი მომცრო კუნძულებისაგან შემდგარი ატოლი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, მადაგასკარიდან მოზამბიკს შორის შუაგზაში, კუნძულ ევროპიდან 80 კმ-ში ჩრდილოეთით. ფართობი — 0,2 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძეა — 35,2 კმ. ეს წყალქვეშა მთაა სიმაღლით 3000 მეტრი, რომელიც სულ ცოტათია ამოშვერილი ოკეანის დონიდან. ძლიერი მიქცევების პერიოდში კუნძულის რიფული ზესაპირი მთლიანად ექცევა წყლის ქვეშ. ზუსტად ამიტომ მის გარშემო ხდებოდა ბევრი გემების ჩაძირვა, რაზეც მოწმობს ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2,4 მეტრზე მდებარეობს, უმდაბლესი — ინდოეთის ოკეანის სანაპირო — 0 მეტრი. კლიმატი ტროპიკულია. ჩვეულებრივი მოვლენაა ციკლონები. იგი აღმოაჩინა პორტუგალიელმა მოგზაურებმა XVI საუკუნეში, ფრანგული მმართველობის ქვეშაა 1897 წლიდან.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატოლი/კუნძული | სადგურის თანამშრომლები |
ფართობი კმ² |
ლაგუნა კმ² |
EEZ კმ² |
კოორდინატები | მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|---|
ბანკ-დიუ-ჟეზერი | - | N/A | N/A | N/A | 12°21′ ს. გ. 46°26′ ა. გ. / 12.350° ს. გ. 46.433° ა. გ. | მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით |
გლორიოსი | 11 | 5 | 29,6 | 48 350 | 11°33′ ს. გ. 47°20′ ა. გ. / 11.550° ს. გ. 47.333° ა. გ. | მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით |
ჟუან-დი-ნოვა | 14 | 4,4 | (1) | 61 050 | 17°03′ ს. გ. 42°45′ ა. გ. / 17.050° ს. გ. 42.750° ა. გ. | მოზამბიკის სრუტის ცენტრში |
ბასას-და-ინდია | - | 0,2 | 79,8 | 123 700 | 21°27′ ს. გ. 39°45′ ა. გ. / 21.450° ს. გ. 39.750° ა. გ. | მოზამბიკის სრუტის სამხრეთით |
ევროპა | 12 | 28 | 9 | 127 300 | 22°20′ ს. გ. 40°22′ ა. გ. / 22.333° ს. გ. 40.367° ა. გ. | მოზამბიკის სრუტის დასავლეთით |
ტრომელინი | 19 | 0,8 | - | 280 000 | 15°53′ ს. გ. 54°31′ ა. გ. / 15.883° ს. გ. 54.517° ა. გ. | ინდოეთის ოკეანის დასავლეთით |
სულ | 56 | 38,6 | 118,4 | 640 400 |
კუნძულების რუკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბასას-და-ინდია
-
ევროპა
-
გლორიოსი
-
ჟუან-დი-ნოვა
-
ტრომელინი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-04-28 საიტზე Wayback Machine. (ფრანგულად)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.taaf.fr/spip/spip.php?article309 დაარქივებული 2010-01-28 საიტზე Wayback Machine. French Southern and Antarctic Lands (TAAF) Official website