ბელგიის მონარქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბელგიელი მონარქების ბიუსტები ლეოპოლდ I-დან ბოდუენამდე მარცხნიდან მარჯვნივ

ბელგიის მონარქი — ბელგიის უმაღლესი აღმასრულებელი პირი. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ქვეყნის ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება ბელგიის ორპალატიან პარლამენტთან ერთად.

მისი ოფიციალური ტიტულია „ბელგიელთა მეფე“ (ნიდერლ. Koning der Belgen, ფრანგ. Roi des Belges), რაც აძლიერებს „სახალხო მეფის“ კონცეფციას (საფრანგეთის მეფის ლუი-ფილიპე I–ის ტიტულის ანალოგიურად («roi des Français»)).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წლის ბელგიის რევოლუციის შემდეგ, მანამდე ნიდერლანდების შემადგენლობაში მყოფმა ბელგიამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1830 წლის 25 ნოემბერს ბელგიის დროებითმა ხელისუფლებამ მოამზადა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუციის შავი ვარიანტი და განსახილველად გადასცა ნაციონალურ კონგრესს — დროებით საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ახალი კონსტიტუციის მისაღებად. კონგრესმა განხილვის შემდგომ 1831 წლის 7 თებერვალს მიიღო დროებითი ხელისუფლების პროექტი.

უკვე 1831 წლის 26 ივლისს კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, ბელგიაში გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია.

კონსტიტუციის 33 მუხლის თანახმად, სამეფო ტახტზე მოწვეული იქნა ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან.

კონსტიტუციური უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის 85 მუხლის თანახმად, ბელგიის სამეფო ტახტი მემკვიდრეობითი უფლებით ეკუთვნით ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის პირდაპირ მემკვიდრეებს. პირდაპირი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, მეფეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად დანიშნოს თავისი მემკვიდრე.

კონსტიტუციის 87 მუხლის თანახმად, მონარქს უფლება არ აქვს, პარლამენტის ორივე პალატის თანხმობის გარეშე გახდეს სხვა სახელმწიფოს მეთაური. ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ, როცა 1885 წელს მეფე ლეოპოლდ II გახდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს მონარქი.

მონარქთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ფოტო გამეფების თარიღი მეფობის დასასრული შენიშვნა
ლეოპოლდ I (ბელგია) NICAISE Leopold ANV.jpg
(1790—1865)
4 ივნისი 1831 წელი 10 დეკემბერი 1865 წელი არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის მიერ.
ლეოპოლდ II (ბელგია) Leopold ii garter knight.jpg
(1835—1909)
10 დეკემბერი 1865 წელი 17 დეკემბერი 1909 წელი ლეოპოლდ I-ის ვაჟი
ალბერტ I (ბელგია) Albert I Koning der Belgen.jpg
(1875—1934)
23 დეკემბერი 1909 წელი 17 თებერვალი 1934 წელი ლეოპოლდ II-ის ძმისწული
ლეოპოლდ III (ბელგია) Leopold III w 1926.JPG
(1901—1983)
17 თებერვალი 1934 წელი 16 ივლისი 1951 წელი ალბერტ I-ის ვაჟი.
20 სექტემბერი 1944 წელი — 20 ივლისი 1950 წელი ქვეყანას მართავდა რეგენტი, მეფის ძმა პრინცი შარლი.
ტახტიდან გადადგა.
ბოდუენი (ბელგია) Baudouin of Belgium 1969.jpg
(1930—1993)
17 ივლისი 1951 წელი 31 ივლისი 1993 წელი ლეოპოლდ III-ის ვაჟი
ალბერტ II (ბელგია) Albert II.jpg
(დაიბ. 1934)
9 აგვისტო 1993 წელი 21 ივლისი 2013 წელი ლეოპოლდ III-ის ვაჟი. ტახტიდან გადადგა.
ფილიპე (ბელგია) Prince Philippe of Belgium, Duke of Brabant cropped.jpg
(დაიბ. 1960)
21 ივლისი 2013 წელი დღემდე ალბერტ II-ის ვაჟი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: